კონსტრუქციებისადმი
1. ხელის იარაღების კონტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს მათ საიმედო მუშაობას ოპერატორის მხრიდან ძალური მართვის მინიმალური საჭიროებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წინამდებარე სანწ-დან-ით დადგენილ ჰიგიენურ ნორმებს.
2. დაუშვებელია ისეთი იარაღების დაპროექტება, რომელთა მუშაობა საჭიროებს სხეულის სხვა ნაწილებით დაჭერის ძალვის გამოყენებას (გულმკერდი, მხარი, ბარძაყი და ა.შ.), ან მათი ნაწილების ოპერატორის სხეულზე მიმაგრებას.
3. იმ ხელის იარაღების კონსტრუქციით, რომლებიც საჭიროებენ დადგენილ მნიშვნელობებზე გადამეტებული დაჭერის ძალის გამოყენებას, გათვალისწინებული უნდა იყოს მოწყობილობები დამატებითი მექანიზებული დაჭერის ძალის წარმოქმნისათვის.
4. იარაღების და მართვის ორგანოების სახელურებს, სტაციონარულ დაზგებზე დასამუშავებელი დეტალების საჭრელებს და სხვ., უნდა ჰქონდეს მუშაობის დროს შემოჭრისათვის მოსახერხებელი ფორმა. ძალური დატვირთვის თანაბრად განაწილებისათვის სახელურის კონტაქტის ფართი ხელისგულის ზედაპირთან ანაბეჭდის მიხედვით უნდა იყოს არანაკლებ 50%. მაგარი მასალისაგან დამზადებული სახელურისათვის ოპტიმალური დიამეტრს წარმოადგენს 35 მმ, ელასტიკურისაგან – 40 მმ, დასაშვები გადახრა შეადგენს არა უმეტეს 5 მმ.
5. ხელის იარაღების, საჭრელების და ა.შ. სახელურები დაფარული უნდა იყოს ვიბროსაიზოლაციო მასალით, ან უზრუნველყოფილი ვიბროჩამხშობი საცმებით.
6. პნევმატური ხელის იარაღების კონსტრუქციაში გათვალისწინებული უნდა იყოს შეკუმშული ჰაერის მომუშავის სუნთქვის ზონიდან სხვა მიართულებით გამობოლქვა.
7. პნევმატური და ბენზინძრავიანი იარაღების კონსტრუქციებში სახელურების ტემპერატურის რეგლამენტირებული მნიშვნელობების მისაღწევად უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი შეთბობა შეკუმშული ჰაერის გაცხელების ხარჯზე, ან ძრავის გადამუშავებული აირების გამონაბოლქვის ხარჯზე, რომელიც სახელურებზეა მიმართული.
8. იმ ხელის მექანიზებული იარაღების კონსტრუქციებში, რომლის მუშაობას შესაძლოა თან ახლდეს მტვრის მნიშვნელოვანი გამოყოფა, გათვალისწინებული უნდა იყოს მტვრის გამწოვი.
ჰიგიენური მოთხოვნები სამუშაო ადგილის ორგანიზაციისა და ხელის იარაღებით სამუშაოების ჩატარებისად