1. მანქანის ძალოვან მახასიათებლებს წარმოადგენს:
ა) მასა;
ბ) წონა, რომელსაც ოპერატორი ხელებით იღებს ტიპური ტექნოლოგიური ოპერაციის ჩატარებისას;
გ) დაწოლის ძალა, რომელიც აუცილებელია ნომინალურ რეჟიმში ტექნოლოგიური ოპერაციის ჩასატარებლად;
დ) გამშვები მოწყობილობების დაწოლის ძალა (ჩახმახი, ჩამრთველი);
ე) შემოხვევის ძალვა;
ვ) სამუშაო პოზა, რომელშიც ხორციელდება ტიპური ტექნოლოგიური ოპერაციის შესრულება;
ზ) სამუშაოსათვის იარაღის საერთო გაერთმთლიანების და მისი ნაწილის კონსტრუქციული თავისებურებების მოხერხებულობა.
2. აწყობილი ხელის იარაღის მასა (ჩასადგმელი იარაღის, მისაერთებელი სახელურების, შლანგის და ა.შ. მასის ჩართვით), რომლითაც მანიპულირებს ოპერატორი, არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ სიდიდეებს:
ა) სივრცეში სხვადასხვა ორიენტაციისას სამუშაოდ გამოყენებული საერთო დანიშნულების იარაღებისათვის – არა უმეტეს 5კგ;
ბ) ვერტიკალურად ქვევით და ჰორიზონტალურად სამუშაოს ჩატარებისას გამოსაყენებელი სპეციალური დანიშნულების იარაღებისათვის – არა უმეტეს 10 კგ.
3. ხელის იარაღის ან მისი ნაწილების წონა, რომელსაც ოპერატორი ხელებით იღებს მუშაობის პროცესში, არ უნდა აღემატებოდეს 100 ნიუტონს (ნ). აღნიშნული ნორმების გადამეტების შემთხვევაში აუცილებელია დამჭერი მოწყობილობების გამოყენება.
4. დაწოლის ძალვა არ უნდა აღემატებოდეს ერთი ხელით სამართი მანქანისათვის 100 ნ-ს, ორი ხელით სამართი მანქანისათვის – 150ნ-ს. სამთო ბურღის და ზოგიერთი სხვა იარაღებისათვის დასაშვებია აუცილებელი დაწოლის ძალის გაზრდა, მაგრამ არა უმეტეს 300 ნ-სა. ამასთან, იარაღით მუშაობის უწყვეტი და საერთო დრო ცვლის განმავლობაში უნდა იყოს შეზღუდული და უნდა იყოს დადგენილი აუცილებელი შესვენებები ძალის მოდებებს შორის.
5. გამშვები მოწყობილობის დაწოლის ძალვა არ უნდა აღემატებოდეს 10 ნ-ს.
6. მუშაობის დროს იარაღზე მოხმარებული შემოხვევის ან შეკავების ძალვა მნიშვნელოვანწილად ოპერატორის მიერ გამოყენებული მუშაობის ხერხების და მისი ოსტატობის ინდივიდუალური მახასიათებელია, რის გამოც არ რეგლდამენტირდება. შემოხვევის ძალვის რეკომენედირებული მაქსიმალური სიდიდეა მარჯვენა ხელისათვის – 40ნ და მარცხენა ხელისათვის – 20