1. ულტრაბგერის დონეების გაზომვა უნდა ხდებოდეს ნორმირებული სიხშირის დიაპაზონში, მაგრამ წყაროს სამუშაო სიხშირის არანაკლებ ზედა ზღვარის ფარგლებში.
2. ულტრაბგერის დონეების გაზომვა უნდა ჩატარდეს მისი წყაროების ექსპლუატაციის ტიპურ პირობებში, რომელიც ხასიათდება გენერირებული ულტრაბგერითი რხევების ყველაზე მაღალი ინტენსიურობით.
3. სამუშაო ადგილებზე და საყოფაცხოვრებო პირობებში საჰაერო ულტრაბგერის გაზომვის წერტილები განლაგებული უნდა იყოს ფუძიდან (იატაკი, მოედანი) 1,5 მ სიმაღლეზე. ნებისმიერი დანიშნულების ულტრაბგერის წყაროსთან, სადაც სამუშაოები სრულდება როგორც ფეხზე მდგომ, ასევე, მჯდომარე პოზაში, ულტრაბგერის გაზომვის წერტილი უნდა იყოს მომუშავის თავის დონეზე, ყურიდან 5 სმ მანძილზე და არანაკლები 50 სმ მანძილზე ადამიანისაგან, რომელიც ატარებს გაზომვას. გაზომვა უნდა ტარდებოდეს ერთ წერტილში არანაკლებ 3-ჯერ, თითოეულ მესამედოქტავურ ზოლში და შემდეგ გამოანგარიშდეს საშუალო მნიშვნელობა.
4. საჰაერო ულტრაბგერის ბგერითი წნევის დონის გასაზომად გამოყენებული აპარატურა უნდა შედგებოდეს გამზომი მიკროფონისაგან, ხაზობრივი მახასიათებლის მქონე ელექტრული წრედისაგან, მესამედოქტავური ფილტრისაგან და გამზომი ხელსაწყოსაგან. აპარატურას უნდა ჰქონდეს მახასიათებელი „ხაზი” და დროითი მახასიათებელი „ნელა”. აპარატურის გრადუირების ცდომილება სამუშაო რეჟიმის დადგენის შემდეგ ულტრაბგერის არსებული დონის მიმართ არ უნდა აღემატებოდეს ±1დბ-ს.
5. კონტაქტური ულტრაბგერის დონეების გაზომვა ადამიანის ხელებისა და სხვა ნაწილების ულტრაბგერითი რხევის წყაროსთან კონტაქტის ზონაში უნდა ჩატარდეს სპეციალური გამზომი აპარატურის მეშვეობით.
6. კონტაქტური ულტრაბგერის გაზომვა შეიძლება შესრულდეს თანამედროვე სამრეწველო ულტრაბგერითი დეფექტოსკოპები