1. აზბესტშემცველი თბოსაიზოლაციო მასალების მწარმოებელი ფაბრიკები და ქარხნები უნდა განლაგდეს ერთსართულიან შენობაში. შენობა ისე უნდა დაპროექტდეს, რომ უზრუნველყოს ჭარბი სითბოსა და ტენის ეფექტური მოცილება.

2. საშრობი სათავსები აღჭურვილი უნდა იყოს დისტანციური მართვისა და ქარამრიდი ფარის მქონე აერაციული ფარანით.

3. შეუფუთავი აზბესტის შესანახი დახურული საწყობები უნდა იყოს აღჭურვილი შემჭიდროებული კარებითა და ჭიშკრით.

4. დახურული საწყობის სათავსში, გრეიფერიანი ამწის მუშაობის დროს, გარეშე პირთათვის ყოფნა აკრძალულია.

5. შრომითი ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია მომატებულ მტვერწარმოქმნასთან, მძიმე ფიზიკურ შრომასთან და არახელსაყრელ საწარმოო მიკროკლიმატთან (აზბესტის დოზირება, საყალიბე მასის მომზადება, მექანიკური დამუშავება, დაწყობა, ნაკეთების დახარისხება და შეფუთვა), უნდა იყოს მექანიზებული და გამორიცხავდეს სამუშაო ზონის ჰაერში აზბესტისშემცველი მტვრის გამოყოფას.

6. აზბესტის მასის მოსამზადებლად, განსაზავებლად და შესარევად განკუთვნილი ავზის მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს შევსების დონის მაჩვენებლით.

7. სატევის (ჭურჭლის) შევსების დონის მაჩვენებლები ამძრავთან ისე უნდა იყოს ბლოკირებული, რომ ავზის მოწყობილობის მოცულობის 60-70%-ზე მეტად შევსების შემთხვევაში ამძრავი ავტომატურად ითიშებოდეს.

8. აზბესტის დამუშავება რბიაში დანამვით უნდა ხორციელდებოდეს.

9. რბიას სათვალიერებელი ლიუკების გარსაცმი სახურავები ამძრავთან ისე უნდა იყოს ბლოკირებული, რომ მათი არასწორი დაყენების, ან არასრული დახურვის შემთხვევაში ამძრავის ჩართვა შეუძლებელი იყოს.

10. საშრობი ღუმელის ჩამტვირთავი ნახვრეტი ღუმელის ღიობიდან ცხელი ჰაერის გამოხეთქვის თავიდან აცილების მიზნით აღჭურვილი უნდა იყოს ქოლგებით.

11. თბოსაიზოლაციო მასალების მიწოდება ავტოკლავირებისა და შრობისათვის უნდა წარმოებდეს მექანიზებული წესით.

12. აზბესტის მუყაოს ფურცლების ჩამოკიდება და ჩამოხსნა უნდა წარმოებდეს საშრობი ღუმელის ღარის ზღვარს იქით, სპეციალურ მოედნებზე ღუმელის ღარში შესვლის წინ და იქიდან გამოსვლის შემდეგ. აზბესტის მუყაოს ფურცლების ჩამოკიდება და ჩამოხსნა საშრობ ღუმელის ღარში დაუშვებელია.

13. აზბესტის მუყაოს ფორმატებად ამომჭრელის სამუშაო ადგილს უნდა ჰქონდეს ასპირაციული გაწოვა.

14. ასპირაციული ჰაერი, რომლის მოცილებაც ხდება მტვერწარმოქმნის წყაროდან, გასუფთავებული უნდა იყოს. დაჭერილი მტვერი გამოყენებული უნდა იქნეს მეორადი ნედლეულის სახით.

15. მზა ნაკეთობები უნდა ინახებოდეს დახურულ მშრალ საწყობებში დასტებად, იმ პირობების დაცვით, რომლებიც გამორიცხავენ ნაკეთობების ჩამოცვენასა და დაზიანება