1. მოსამზადებელი განყოფილებიდან საყალიბე ნარევი საწნეხად უნდა იგზავნებოდეს დახურული ტრანსპორტით.
2. დამაბრიკეტებელი აგრეგატების და ცივი დაყალიბების წნეხების მადოზირებელი მოწყობილობები აღჭურვილი უნდა იყოს ადგილობრივი გამწოვებით.
3. სავულკანიზაციო ღუმელიდან გადმოტვირთვის შემდეგ ნაკეთობები უნდა ცივდებოდეს დახურულ გვირაბში ან გამწოვის ქვეშ.
4. პრესფორმების კონსტრუქციამ მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ხიწვის შემდგომი შემოჭრა და ნაკეთობების მექანიკური დამუშავება სახეხ ჩარხებზე.
5. ფრიქციული ნაკეთობების მექანიკური დამუშავების დაზგებს უნდა ჰქონდეს დამუშავების ზონის საფარი და ადგილობრივი გამწოვი, ან წყლის აეროზოლური საფრქვეველი.
6. მექანიკური დამუშავების შემდეგ მტვრის მოცილება მამუხრუჭებელი და ფრიქციული ნაკეთობიდან უნდა ხდებოდეს ასპირაციული მეთოდით, ან ჩამორეცხვით. კატეგორიულად აკრძალულია მტვრის მოცილება ხელით ან ნაკეთის ჰაერის შემოქრევით.
7. მზა პროდუქციის ტექნიკური კონტროლი უნდა ტარდებოდეს ასპირაციით აღჭურვილ მაგიდებზე.
8. მოთხოვნები რეკუპერაციის მოწყობილობის მიმართ ანალოგიურია მოთხოვნებისა ძირითადი საწარმოო მოწყობილობისადმი. ის უნდა მუშაობდეს განმუხტვის ქვეშ, რომელსაც ქმნის ასპირაცია.
9. რეკუპერაციის დროს მიღებული მასალები უნდა ბრუნდებოდეს წარმოებაში ავტომატურად დახურულ სისტემაში, ან ჰერმეტიულ ჭურჭელში.
10. გაცვეთილი ფრიქციული დეტალის შეცვლის დროს აკრძალულია მუხრუჭებისა და გადაბმის ქუროების მტვრისაგან გაწმენდა შეკუმშული ჰაერით ან მშრალი ჯაგრისით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დეტალები თავსდება ვენტილაციით აღჭურვილ გამწოვ კარადაში.
11. გაუმტვერულება უნდა ტარდებოდეს მტვერსასრუტის მეშვეობით, რომელსაც ექნება მაღალი ხარისხის გაწმენდის ფილტრი, მტვერსასრუტის უქონლობის შემთხვევაში კი – სველი მეთოდით.
12. სამუხრუჭე ნაკეთობების რემონტისას, ფიქსირებული ოპერაციების ჩატარების დროს, გამოყენებული უნდა იყოს დაბალსიჩქარიანი ასპირაციით აღჭურვილი ინსტრუმენტები. ამასთან ასპირაციამ მისი მცირე მოცულობის პირობებში უნდა უზრუნველყოს მაღალი სიჩქარე.
13. ნაქსოვი სამუხრუჭე ნაკეთობებით მუშაობის დროს ისინი უნდა ინამებოდეს სველი ტილოთი ან მინერალური ზეთით.
14. გაცვეთილი ფრიქციული დეტალები, ბურბუშელა, მტვერი, რომელიც სამუშაო ადგილზეა მოგროვილი, უნდა მოთავსდეს მტვერშეუღწევ, ჰერმეტულად დახურულ კონტეინერებში.
15. აზბესტშემცველი ნარჩენების დროებით შესანახ კონტეინერს უნდა ჰქონდეს ნიშანდებ