-საყოფაცხოვრებო სათავსებისადმი

1. სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო სათავსების შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს სანიტარიული პირობების დაცვას.

2. სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო სათავსების შემადგენლობაში გათვალისწინებული უნდა იყოს საგარდერობო ოთახები დაბინძურებული პირადი ტანსაცმლისათვის, ასევე სარესპირატორეები.

3. დაბინძურებული ტანსაცმლის გასახდელი ოთახის შესასვლელში გათვალისწინებული უნდა იყოს სამრეწველო მტვერსასრუტები დამცავი ტანსაცმლის წინასწარი გაწმენდისათვის.

4. პირადი ტანსაცმლის გახდა, შენახვა და ხელახლა ჩაცმა დაიშვება მხოლოდ სუფთა ტანსაცმლის გასახდელ ოთახში.

5. დამცავი ტანსაცმლის გატანა არ უნდა წარმოებდეს დაბინძურებული ტანსაცმლის გასახდელიდან.

6. აზბესტთან მომუშავეთა სპეცტანსაცმლის გაუმტვერულება უნდა წარმოებდეს მათ ტრანსპორტირებამდე და რეცხვამდე მტვერდამჭერებით აღჭურვილი მოწყობილობების დახმარებით.

7. აზბესტშემცველი მტვრით დაბინძურებული სპეცტანსაცმლის ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს მჭიდროდ შეკრული პოლიეთილენის ტომრებით, რომლებსაც აქვს გამაფრთხილებელი წარწერა „აზბესტშემცველი მტვრით დაბინძურებული სპეცტანსაცმელი”.

8. აზბესტშემცველი მტვრით დაბინძურებული სპეცტანსაცმლის ტრანსპორტირებით და რეცხვით (გაწმენდით) დაკავებულ მუშაკებს სპეციალურად შესწავლილი უნდა ჰქონდეთ აზბესტთან მუშაობის უსაფრთხოების ზომები და უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ რესპირატორებით.

9. საშხაპე ოთახები განთავსებული უნდა იყოს დაბინძურებული და სუფთა ტანსაცმლის გასახდელ ოთახებს შორის.

10. გასახდელი ოთახების ჰაერში მტვრის შემცველობის, ასევე დალექილი მტვრის მოცილება უნდა ტარდებოდეს რეგულარულად, გრაფიკის მიხედვით.

11. გასახდელები, საშხაპეების იატაკი და ჭერი, ასევე ფეხის აბაზანები უნდა ექვემდებარებოდეს დეზინფექციას ყოველი ცვლის შემდეგ.

12. საშხაპეების წინ უნდა იყოს ფორმალინის ხსნარიანი აბაზანები ფეხების დეზინფექციისათვის და სამუშაო ფეხსაცმლის გასაშრობად მოწყობილი სპეციალური სათავსი.

13. აზბესტშემცველი მასალების და ნაკეთობების მწარმოებელი და გამომყენებელ საწარმოებში მომუშავეებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს დასვენების, საკვების მისაღები, გამთბობი, ასევე ტრანსპორტის მოლოდინში ატმოსფერული ნალექებისაგან დამცავი, მიკროკლიმატის ოპტიმალური პარამეტრებით მოწყობილი მოხერხებული და ადვილად გასაწმენდ ავეჯიანი სათავსებით.

14. საწარმოში სასმელი წყალი უნდა მიეწოდებოდეს სატურატორული დანადგარებით ან სასმელი შადრევანით. სამეურნეო-სასმელი წყლის არარსებობისას აუცილებელია შემოტანილი წყალი დარიგდეს შალითით დახურული სპეციალური ავზაკებით, რომელთაც აქვთ საშადრევნე საცმები. სასმელი წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 8-დან 20ºC-მდე.

15. სასმელი წყლის ავზაკები უნდა მზადდებოდეს ადვილად სადეზინფექციო და გასაწმენდი მასალებისაგან, რომლებიც არ ახდენენ გავლენას სასმელი წყლის ხარისხზე და მჭიდროდ იკეტება კლიტით ჩასაკეტი სახურავით. სასმელი წყალის ავზაკები და შადრევნები უნდა განლაგდეს იატაკიდან 1 მეტრის სიმაღლეზ