1. საწარმოების დაპროექტებისას წარმოდგენილი უნდა იყოს მასალები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს სამრეწველო ნარჩენების სავარაუდო რაოდენობის, ხარისხის და საშიშროების კლასის შესახებ განსაზღვრული წარმოების განვითარების პროგნოზული მოცულობის შესაბამისად, აგრეთვე, გარემომცველი გარემოს სანიტარიული დაცვის ღონისძიებებს.

2. უნარჩენო ტექნოლოგიის შემოღების ტექნიკური შეუძლებლობისას, პროექტით გათვალისწინებულ უნდა იქნეს ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების მაქსიმალურად გამოყენებას მეორადი ნედლეულის სახით.

3. დაუშვებელია აზბესტისაგან გამონთავისუფლებული ტომრების მეორადი გამოყენება. შესაძლებელია მათი გამოყენება მეორადი ნედლეულის სახით აზბესტცემენტის ნაკეთობების წარმოებაში.

4. ნარჩენების დაქუცმაცება შემდგომი უტილიზაციისათვის უნდა წარმოებდეს ასპირაციით აღჭურვილ, დახურულ, სამსხვრევ და საფქვავ მოწყობილობებში. აზბესტშემცველი ნარჩენები წარმოებას უნდა მიეწოდოს ისეთი ხერხებით, რომლებიც გამორიცხავს მტვრის გამოყოფას.

5. აზბესტშემცველი მასალებით სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას. აუცილებელია უვარგისი აზბესტშემცველი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის უზრუნველყოფა.

6. აზბესტშემცველი ნარჩენების შეგროვება და შენახვა უნდა წარმოებდეს სპეციალურ დახურულ კონტეინერებში.

7. ტრანსპორტირებისას, ნარჩენების გაუთვალისწინებელი გაბნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული ზომები მოცულობის შესაბამისად. კერძოდ, აიკრიფოს და მოთავსდეს ჭურჭელში, ან დასველდეს და დაიფაროს დადგენილი წესით.

8. ნაგავსაყრელ პოლიგონზე ნარჩენების გადმოტვირთვის შემდეგ აუცილებელია მათი დამარხვა არანაკლებ 25 სმ-ის სისქის მიწის ფენით. დაუშვებელია აზბესტშემცველი ნარჩენების ღიად დატოვება პოლიგონზე.

9. ტრანშეის კონსერვაციისას, ბოლო ფენის სისქე, რომელიც ფარავს აზბესტის შემცველ ნარჩენებს, უნდა იყოს არანაკლები 2 მეტრი.

10. აზბესტცემენტის წარმოებისა (აზბესტიტი) და აზბესტშემცველი თბოიზოლაციური მასალების სველი (ტენიანი) ნარჩენები უნდა დაბრუნდეს წარმოებაში და (ან) შეიძლება გამოყენებულ იქნეს საშენი მასალების წარმოებაში (აზბესტიტცემენტის, აზბესტიტპერლიტის ბლოკები და ა. შ.).

11. დაუშვებელია აზბესტშემცველი ნარჩენების გამოყენება გრუნტულ გზებზე მოსაყრელა