1. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები (შემდგომ

– წესები) შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და ადგენს ჰიგიენურ მოთხოვნებს აზბესტშემცველ მასალებთან სამუშაოების შესრულებისადმი, რომლებიც დაკავშირებულია აზბესტშემცველი მტვრის გამოყოფასთან და ვრცელდება:

ა) აზბესტშემცველი მასალებისა და ნაკეთობების დამზადებაზე;

ბ) აზბესტშემცველი ნაკეთობების და მასალების ტექნიკური საჭიროებისათვის გამოყენებაზე;

გ) იმ ახალ მშენებლობაზე, შენობების გაფართოებაზე, რეკონსტრუქციაზე, ტექნიკურ გადაიარაღებაზე, რემონტზე, კონსერვაციასა და დანგრევაზე, რომლებიც აშენებულია აზბესტშემცველი მასალების გამოყენებით.

2. წინამდებარე წესების მიზანია აზბესტშემცველი მასალებისა და ნაკეთობების მწარმოებელ და გამომყენებელ საწარმოებში მომუშავეთა, ასევე, სამრეწველო გამონაფრქვევების გავლენის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა.

3. მოქმედი დარგობრივი უსაფრთხოების წესები, ინსტრუქციები და სხვა დოკუმენტები, რომლებშიც წარმოდგენილია სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები, მოყვანილი უნდა იყოს შესაბამისობაში წინამდებარე წესებთან.

4. მეწარმე ვალდებულია მუდმივად შეინარჩუნოს ისეთი შრომის პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მომუშავეთა ჯანმრთელობის დაცვას. ცალკეულ სამუშაო ადგილებზე ჰაერში აზბესტშემცველი მტვრის საშუალო ცვლური ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დაცვის შეუძლებლობისას, მეწარმემ უნდა იხელმძღვანელოს „დროით დაცვის” პრინციპით. მეწარმე ვალდებულია უზრუნველყოს მომუშავეთა სასუნთქ ორგანოებზე მტვრით დატვირთვის (ექსპოზიციის) საკონტროლო დონის დაცვა.

5. ყველა მომუშავე აზბესტის წარმოება-გამოყენებისას ინფორმირებულ უნდა იყოს ჯანმრთელობისათვის აზბესტის საშიში თვისებების (მავნეობის) შესახებ. მეწარმეებთან შრომით ურთიერთობაში მყოფი მუშაკები ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე წესების მოთხოვნები, რომლებიც ეხება საწარმოო მავნე ფაქტორების ზემოქმედებისაგან დაცვის, გამაფრთხილებელ მეთოდებს და კონტროლის საშუალებებს.

6. სამუშაო ზონის ჰაერში და გარემოს ობიექტებში (ატმოსფერული ჰაერი და სამეურნეო-სასმელი წყალმომარაგების წყალსაცავების წყალი) მავნე ნივთიერებების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ, მოქმედ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს.

7. დაუშვებელია ტექნოლოგიური მოწყობილობების მოქმედებაში შეყვანა აირგამწმენდი დანადგარების და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების ექსპლუატაციაში გაშვებამდე.

8. მეწარმე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს წესების მოთხოვნების დაცვა წარმოების პროცესში;

ბ) უზრუნველყოს შრომის პირობების მდგომარეობაზე კონტროლის ორგანიზაცია საწარმოო გარემოს ფაქტორების მავნეობის და საშიშროების მიხედვით;

გ) მუშაკთა ჯანმრთელობაზე საწარმოო გარემოს და შრომითი პროცესის მავნე ფაქტორების ზემოქმედების აცილების მიზნით შეიმუშავოს და ჩაატაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები საწარმოო ლაბორატორიული კონტროლის უზრუნველყოფით.

9. აუცილებელი ჰიგიენური მოთხოვნები საწარმოო პროცესების, მოწყობილობების, ძირითადი სამუშაო ადგილების, შრომითი პროცესის, საწარმოო გარემოს და მომუშავე ქალების სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფისადმი განისაზღვრება საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბერის №261/ნ ბრძანების
„ქალთა შრომის პირობებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” მიხედვით.

10. დაუშვებელია წარმოებაში აზბესტის შემცვლელების და მათ საფუძველზე შექმნილი მასალების გამოყენება სანიტარიულ-ტოქსიკოლოგიური შეფასებისა და უსაფრთხოების (ან) უვნებლობის კრიტერიუმების, ასევე გარემოს ობიექტებში მათი კონტროლის მეთოდიკის შემუშავების გარეშე. აზბესტის შემცვლელებზე გადასვლისას გათვალისწინებულ უნდა იყოს ჯანმრთელობისათვის ყველა საშიშროება, რომლებიც დაკავშირებულია მოწოდებული (შემოთავაზებული) მასალების დამზადებასთან, გამოყენებასთან, ტრანსპორტირება-შენახვასა და მოცილებასთა