1. ბუნკერიდან აზბესტის მიწოდება ბოჭკოს გამაფხვიერებელ მანქანაში უნდა წარმოებდეს დახურული კონვეიერებით.
2. აზბესტის შერევა ბამბასთან ან ხელოვნურ ბოჭკოსთან უნდა ხდებოდეს დახურულ კამერაში, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის მართვა კი უნდა ხორციელდებოდეს ავტომატურად.
3. საწარმოო სათავსებში, იქ სადაც ეს ტექნოლოგიურად შესაძლებელია, უნდა ხდებოდეს ჰაერის დატენიანება.
4. საჩეჩ აპარატზე მიწოდებამდე აზბესტის ნარევი უნდა ინამებოდეს პასტოლის (ტყავისეული პასტა), ნიშადურის სპირტის, კალცინირებული სოდის და წყლის ემულსიით.
5. აზბესტის ნარევის მიწოდება კორდსაჩეჩ აპარატზე უნდა ხორციელდებოდეს ავტომატურად დახურული ტრანსპორტიორით ან პნევმოტრანსპორტით. კონვეიერის გამოყენებისას მტვრის დატრიალების თავიდან ასაცილებლად აზბესტის ნარევს კორდსაჩეჩ მანქანაში ცლიან, კონვეიერის ჩამოსაშვები გამომყვანის მიერთებით ბუნკერის ჩამტვირთავ ნახვრეტთან.
6. საჩეჩი აპარატები მოწყობილ უნდა იყოს ასპირაციით, რომელიც კორდის აპარატის შესაფარის შიგნით ქმნის უარყოფით ბალანსს.
7. აზბესტის ფთილის წარმოებაში მუშები, რომლებიც დაკავებული არიან კორდიდან ფთილის მოცილებით, მტვერისაგან უნდა იყვნენ დაცული მუშიდან სავენტილაციო ჭავლის წარმართვით კორდსაჩეჩი აპარატის შესაფარის ქვევით. ფთილის ნარჩენების გატანა უნდა ხდებოდეს ასპირაციული შესაფარის ქვემოთ.
8. დაუშვებელია კორდიდან აზბესტის ფთილის ხელით მოცილება. კორდის საჩეჩი ჯაგრისი მიერთებული უნდა იყოს ასპირაციულ მოწყობილობასთან.
9. ლილვაკის გასუფთავება ფთილის ნარჩენებისაგან უნდა ხდებოდეს გამწოვის ქვეშ.
10. საჩეჩი აპარატების ნემსისებრი და ხერხისებრი ლენტების გაწმენდა უნდა ტარდებოდეს ასპირაციულ შესაფარქვეშ.
11. მუშა და მოსახსნელი ლილვაკების გაწმენდა და ალესვა უნდა ხდებოდეს სპეციალურად მოწყობილ სათავსში.
12. აზბესტის ქსოვილის და ლენტის დამზადებისას აუცილებელია განხორციელდეს ძაფის დასველება, რაც ხდება შემდეგი გზით:
ა) კოჭების დანამვა;
ბ) ფთილის ბოლოების წყალში გატარებით დასველება სართავ მანქანაზე მისი ჩამოცმის მომენტში.
13. მიზანშეწონილია უბალონო სართავი მანქანების გამოყენება. სართავი მანქანიდან მოცილებული ჰაერის მოცულობა ერთ თითისტარზე უნდა იყოს არანაკლებ 40 მ3/სთ-სა.
14. სველი ქსოვის დროს მასრის უბნის ორგანული მინის კაფსულიან შესაფარს უნდა ჰქონდეს ასპირაციული გამწოვი. მშრალი ქსოვის დროს საქსოვ დაზგებსაც უეჭველად ესაჭიროებათ შესაფარი ჰაერის გაწოვით დგიმის ზედა და ქვედა ნაწილიდან.
15. ქსეკის დაყენების დროს საქსოვ დაზგაზე გამოყენებული უნდა იყოს ტენიანი კოჭები. ოპერაციის მშრალი მასალით ჩატარების შემთხვევაში სამასრეები ნაწილობრივ დაფარული უნდა იყოს ეკრანით.
16. საწვნავი, შემოსაქსოვი, ზონარსაგრეხი მანქანები საწვნავ ზონაში აღჭურვილი უნდა იყოს ჰაერის ადგილობრივი გამწოვის მქონე შესაფარით.
17. მზა პროდუქცია (ნართი, სართავი, ფთილა, აზბესტის ქსოვილის რულონები და აზბესტის ლენტის კოჭები) შეფუთული უნდა იყოს მტვერშეუღწევად მასალაში.
18. ყველა მუშა ზედაპირი, რომელზედაც ტარდება ოპერაციები ქსოვილებით (ჭრა, კერვა), უნდა იყოს გლუვი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მეორადი მტვერწარმოქმნა.
19. ქსოვილის რულონების საფუთავიდან გათავისუფლების შემდეგ, რულონით მუშაობის მოხერხებულობის მიზნით, სამუშაოდ მზადების პროცესში რულონს ცენტრში უყრიან ღეროს. ღერო ქსოვილის რულონთან ერთად მაგრდება საჭრელი მაგიდის ორივე ბოლოში და რულონის გაშლა იწყება ზედა ბოლოდან. აკრძალულია რულონიდან გაშლა იმ შემთხვევაში, თუ ის უბრალოდაა დადებული მაგიდაზე.
20. დაუშვებელია აზბესტის ქსოვილის მოგლეჯა ან გაწეწვა. ის უნდა იჭრებოდეს სპეციალური მანქანებით, ან მექანიკური საჭრელი ინსტრუმენტებით, რომლებიც აღჭურვილია ასპირაციით. აზბესტის ქსოვილის ჭრის ან კერვის დროს აუცილებელია ქსოვილის ზედაპირის გულმოდგინედ დასველება.
21. გაშლადაწყებული რულონები და ჩამონაჭრები, დატოვებული შემდგომი მოხმარებისათვის, უნდა ინახებოდეს დახურულ კონტეინერებში.
22. აზბესტის საგების, შემონაქსოვის, მატრასის და საიზოლაციო საფარის დამზადების დროს მასალა უნდა იყოს დანამული, ან ფიქსატორით დამუშავებული.
23. აზბესტის ბოჭკოს მომზადება, რომელიც მატრასების გასატენად იხმარება, მისი სამუშაო ადგილზე მიწოდება, საგებისა და შემონაქსოვის დამზადება, უნდა ხდებოდეს შესაფარქვეშ, რომელიც ასპირაციულ სისტემასთან არის მიერთებული.
24. მზა პროდუქცია, გაგზავნის წინ, შეფუთული უნდა იყოს ჰერმეტულ მტვერშეუღწევ საფუთავში, რომელიც ნიშანდებულია წინამდებარე წესების მოთხოვნების შესაბამისად.
25. თბოსაიზოლაციო სამუშაოების ჩატარებისას აუცილებელია გამოიყენებოდეს მხოლოდ სპეციალურად ფიქსატორით დამუშავებული დაგრეხილი ფთილა.
26. კოჭიდან გაშლის შემდეგ ფთილის ბოლო ხელახლა უნდა იყოს ჩამაგრებული ბობინაზე.
27. კოჭები არასრულად მოხმარებული გრეხილი ფთილით ხელახლა უნდა მოთავსდეს მტვერშეუღწევად საფუთავში (ტომარაში), რომელიც მჭიდროდ უნდა იყოს დახურული შემდგომ მოთხოვნამდ