1. ულტრაბგერის ზღვრულად დასაშვები დონე (ზდდ) სამუშაო ადგილზე – დონე, რომელიც ყოველდღიური (გამოსასვლელი დღეების გარდა) მუშაობისას, მაგრამ არა უმეტეს 40 საათისა კვირაში, მთელი სამუშაო სტაჟის განმავლობაში არ იწვევს დაავადებას, ან გადახრას ჯანმრთელობის მდგომარეობაში (რომელთა გამოვლენა შესაძლებელია კვლევის თანამედროვე მეთოდებით), არც მუშაობის პროცესში, არც ახლანდელი და მომავალი თაობების ცხოვრების შორეულ ვადებში. სამუშაო ადგილზე ულტრაბგერის ზდდ-ს დაცვა არ გამორიცხავს ჯანმრთელობის დარღვევას ზემგრძნობიარე პირებში.
2. ულტრაბგერის დასაშვები დონე საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში – დონე, რომელიც არ იწვევს ადამიანის მნიშვნელოვან შეწუხებას და მგრძნობელობის სისტემებისა და ანალიზატორების ფუნქციური მდგომარეობის მაჩვენებლების არსებით ცვლილებებს.
3. ულტრაბგერის წყარო – ყველა სახის ულტრაბგერის ტექნოლოგიური მოწყობილობა, სამრეწველო, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ულტრაბგერის ხელსაწყოები და აპარატურა, რომელთა მიერ გენერირდება ულტრაბგერითი რხევები 18 კჰც-დან 100მჰც-მდე და ზევით. ულტრაბგერის წყაროებს ეკუთვნის დანადგარები, რომელთა ექსპლუატაციისას ულტრაბგერითი რხევები წარმოიშობა, როგორც თანმდევი ფაქტორი.
4. საკონტაქტო არე – არე (მყარი, თხევადი, აიროვანი), რომელშიც ულტრაბგერითი რხევები ვრცელდება კონტაქტური გადაცემის გზი