1. საჰაერო ულტრაბგერის ნორმირებული პარამეტრებია ბგერითი წნევის დონეები დეციბელებში მესამედოქტავურ ზოლებში საშუალო გეომეტრიული სიხშირეებით 12,5; 16; 20; 25; 31,5; 40; 50; 63; 80; 100კჰც.

2. სამუშაო ადგილებზე საჰაერო ულტრაბგერის წნევის ზღვრულად დასაშვები დონეები არ უნდა აღემატებოდეს ცხრილ 1-ში მოცემულ მაჩვენებლებს.

ცხრილი 1

საჰაერო ულტრაბგერის ზღვრულად დასაშვები დონეები სამუშაო ადგილებზე

1/3 - მედოქტავური ზოლების საშუალო გეომეტრიული სიხშირეები, კჰც

ბგერითი წნევის დონეები, დბ

12,5

16,0

20,0

25,0

31,5 – 100,0

80

90

100

105

110

კონტაქტური ულტრაბგერის ნორმირებული პარამეტრებია ვიბროსიჩქარის პიკური მნიშვნელობები, ან მისი ლოგარითმული დონეები დეციბელებში ოქტავურ ზოლებში საშუალო გეომეტრიული სიხშირეებით 16; 31,5; 63; 125; 250; 500; 1000; 2000; 4000; 8000; 16000; 315000 კჰც, რომელიც განისაზღვრება ფორმულით:

L = 20 lg v/v0, სადაც

V – ვიბროსიჩქარის პიკური მნიშვნელობაა, მ/წმ;

V0 – ვიბროსიჩქარის საყრდენი მნიშვნელობაა, რომელიც უდრის 5.10-8 მ/წმ.

ვიბროსიჩქარის ლოგარითმული დონეების (დბ) და მისი მნიშვნელობების (მ/წმ) თანაფარდობის ცხრილი მოცემულია დანართში 1.

4. კონტაქტური ულტრაბგერის ნორმირებული პარამეტრების ზღვრულად დასაშვები დონეები მომუშავეებისათვის მოცემულია ცხრილში 2.

ცხრილი 2

კონტაქტური ულტრაბგერის ზღვრულად დასაშვები დონეები მომუშავეთათვის

ოქტავური ზოლების საშუალი გეომეტრიული სიხშირეები, კჰც

ვიბროსიჩქარის პიკური მნიშვნელობები, მ/წმ

ვიბროსიჩქარის დონეები, დბ

16,0–63,0

125,0–500,0

1.10 3 – 31,5 . 10 3

2. 10 3

3. 8,9.10 3

4. 1,6.10 2

100

105

110

6. კონტაქტური ულტრაბგერის ზღვრულად დასაშვებ დონეებად უნდა ჩაითვალოს ცხრილში 2 მოცემულ სიდიდეებზე 5 დბ-ით ნაკლები სიდიდეები იმ შემთხვევაში, როცა მომუშავეებზე ერთდროულ ზემოქმედებას ახდენს საჰაერო და კონტაქტური ულტრაბგერა.

7. საყოფაცხოვრებო დანიშნულების ულტრაბგერის წყაროების გამოყენებისას, რომელთაც, როგორც წესი, ახასიათებთ 100კჰც-ზე ნაკლები სიხშირის რხევის გენერირება, საჰაერო და კონტაქტური ულტრაბგერის დონეები არ უნდა აღემატებოდეს 75 დბ წყაროს სამუშაო სიხშირეზ