1. დაუშვებულია ადამიანის უშუალო კონტაქტი ულტრაბგერის წყაროს სამუშაო ზედაპირთან და კონტაქტურ არესთან მასში ულტრაბგერითი რხევების წარმოქმნის დროს. ულტრაბგერის წყაროებთან კონტაქტის გამორიცხვის მიზნით საჭიროა გამოყენებულ იქნეს:
ა) ულტრაბგერის წყაროს დისტანციური მართვა;
ბ) ავტობლოკირება, ე.ი. ულტრაბგერის წყაროს ავტომატური გამორთვა დამხმარე ოპერაციების შესრულების დროს (პროდუქციის, თეთრეულის, სამედიცინო ინსტრუმენტების და ა.შ. ჩატვირთვის და გადმოტვირთვის, კონტაქტური დაზეთვის დროს და სხვ.);
გ) ულტრაბგერის წყაროს ან საგნების დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნე
ს მყარი კონტაქტური არის სახით.
2. მყარ, თხევად, აიროვან არეში კონტაქტური ულტრაბგერის არახელსაყრელი ზემოქმედებისაგან და ასევე, კონტაქტური დაზეთვისაგან ხელების დასაცავად აუცილებელია გამოვიყენოთ სამკლავეები, თითებიანი და უთითო ხელთათმანები (გარეთა რეზინის და შიგნითა ბამბის ფენით).
3. ულტრაბგერის ხელის წყაროებს უნდა ჰქონდეთ ისეთი ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ოპერატორის ხელის მტევნის და მხრის სარტყლის კუნთების მინიმალურ დაძაბვას, ხელებთან კონტაქტის ადგილებში ულტრაბგერის წყაროს ზედაპირს უნდა ჰქონდეს თბოგამტარობის კოეფიციენტი არა უმეტეს 0,5 ვტ/მ. გრად., რაც გამორიცხავს მომუშავეთა ხელების გაცივებას.
4. ულტრაბგერის არასასურველი მოქმედების შესამცირებლად კონტაქტური გადაცემისას წლის ცივ და გარდამავალ პერიოდში მომუშავეები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ თბილი სპეცტანსაცმლით არსებული ნორმების შესაბამისად.
5. სტაციონარული ულტრაბგერითი წყაროები, რომელთა მიერ გენერირდება ულტრაბგერითი რხევების ნორმატიულ მნიშვნელობებზე მომატებული დონეები, უნდა აღიჭურვოს ხმის დამხშობი გარსაცმით და ეკრანებით, განთავსდეს ცალკე შენობებში, ან ბგერასაიზოლაციო კაბინებში.
6. დაბალსიხშირიანი სტაციონარული ულტრაბგერითი წყაროების მომსახურე ოპერატორების დასაცავად აუცილებელია ჩატარდეს ფიდერის ხაზების ეკრანირება.
7. ოპერატორებზე საჰაერო ულტრაბგერის არახელსაყრელი მოქმედება შეიძლება შესუსტდეს ულტრაბგერით წყაროებში გენერატორების (სამუშაო სიხშირეებით არანაკლებ 22კჰ) გამოყენებით.
8. კონტაქტური ულტრაბგერის წყაროებთან სისტემატური მუშაობისას 50%-ზე მეტი სამუშაო დროის განმავლობაში აუცილებლად უნდა მოეწყოს ორი რეგლამენტირებული შესვენება – ათწუთიანი შესვენება 1–1,5 სთ-ით ადრე სადილის შესვენებამდე და თხუთმეტწუთიანი შესვენება სადილის შესვენებიდან 1,5–2 სთ-ს შემდეგ, პროფილაქტიკური ფიზიოთერაპიული პროცედურების (სითბური ჰიდროპროცედურები, მასაჟი, ულტრაიისფერი დასხივება და სხვ.), ასევე, სამკურნალო ვარჯიშების, ვიტამინიზაციის და ა.შ. ჩასატარებლად.
9. გამაჯანსაღებელი პროცედურები (ვიტამინიზაცია, ულტრაიისფერი დასხივება, სამკურნალო ვარჯიშების კომპლექსი და სხვ.) აუცილებელია ჩაუტარდეთ ასევე მომუშავეებს, რომლებიც იმყოფებიან დაბალსიხშირიანი საჰაერო ულტრაბგერის ზემოქმედების პირობებში.
10. წყლის ტემპერატურა ჰიდროპროცედურების დროს უნდა იყოს 37–380
C, პროცედურების ხანგრძლივობა 5–7 წთ. სითბური პროცედურების შემდეგ რეკომენდებულია მასაჟი, ან თვითმასაჟი თითოეულ ხელზე 2–3 წთ-ის ხანგრძლივობით.
11. მხედველობის გადაღლის პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია რეგლამენტირებული შესვენების დროს ჩატარდეს თვალის ვარჯიშები: თვალების დახუჭვა 10-15 წმ-ს განმავლობაში, თვალების მოძრაობა მარჯვენა და მარცხენა მხარეს, შემდეგ ზემოთ და ქვემოთ; თვალების წრიული მოძრაობა მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით (ყოველი ვარჯიში მეორდება არანაკლებ 5-ჯერ). ვარჯიშის დამთავრების შემდეგ მზერა თავისუფლად, დაუძაბავად მიიმართება შორს.
12. საჰაერო ულტრაბგერის არახელსაყრელი გავლენისაგან დასაცავად საჭიროა ხმაურსაწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება.
13. ულტრაბგერის წყაროებთან სამუშაოდ დაიშვებიან არანაკლებ 18 წლის ასაკის პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ უსაფრთხოების ტექნიკის შესაბამისი სწავლების კურსი და ინსტრუქტაჟი.
14. პირები, რომლებიც მუშაობის პროცესში კონტაქტური ულტრაბგერის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან, სამუშაოზე მიღებამდე ექვემდებარებიან წინასწარ სამედიცინო შემოწმებას და შემდგომ პერიოდულ სამედიცინო გასინჯვებს შესაბამისი ნორმატიული აქტის მიხედვით.
15. საყოფაცხოვრებო პირობებში დაბალსიხშირიანი ულტრაბგერის წყაროების გამოყენებისას (სარეცხი მანქანები, დამცველი სიგნალიზაცია, მოწყობილობები ცხოველების, მწერების და მღრღნელების დასაშინებლად, დანადგარები სხვადასხვა მასალის დასაჭერად და შესადუღებლად) უნდა შესრულდეს მათი გამოყენებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის მოთხოვნები, რომლებიც მოცემულია ნაწარმის თანმხლებ ინსტრუქციაში.
დანართი 1
თანაფარდობა ულტრაბგერის ვიბროსიჩქარის დონეებსა (დბ) და მნიშვნელობებს (მ/წმ) შორის
ათეულები,დბ
ვიბროსიჩქარის ლოგარითმული დონეები
ერთეულები დბ
0
1
2
3
4
5
6
7
8
9
50
1,6.10¯5
1,8.10¯5
2,0.10¯5
2,2.10¯5
2,5.10¯5
2,8.10¯5
3,2.10¯5
3,5.10¯5
4,0.10¯5
4,5.10¯5
60
5,0.10¯5
5,6.10¯5
6,3.10¯5
7,1.10¯5
7,9.10¯5
8,9.10¯5
1,0.10¯5
1,1.10¯5
1,3.10¯5
1,4.10¯5
70
1,6.10¯4
1,8.10¯4
2,0.10¯4
2,2.10¯4
2,5.10¯4
2,8.10¯4
3,2.10¯4
3,5.10¯4
4,0.10¯4
4,5.10¯4
80
5,0.10¯4
5,6.10¯4
6,3.10¯4
7,1.10¯4
7,9.10¯4
8,9.10¯4
1,0.10¯4
1,1.10¯4
1,3.10¯4
1,4.10¯4
90
1,6.10¯3
1,8.10¯3
2,0.10¯3
2,2.10¯3
2,5.10¯3
2,8.10¯3
3,2.10¯3
3,5.10¯3
4,0.10¯3
4,5.10¯3
100
5,0.10¯3
5,6.10¯3
6,3.10¯3
7,110¯3
7,9.10¯3
8,9.10¯3
1,0.10¯3
1,1.10¯3
1,3.10¯3
1,4.10¯3
110
1,6.10¯2
1,8.10¯2
2,0.10¯2
2,2.10¯2
2,5.10¯2
2,8.10¯2
3,2.10¯2
3,5.10¯2
4,0.10¯2
4,5.10¯2
120
5,0.10¯2
5,6.10¯2
6,3.10¯2
7,1.10¯2
7,9.10¯2
8,9.10¯2
1,0.10¯2
1,1.10¯2
1,3.10¯2
1,4.10¯2
130
1,6.10¯1
1,8.10¯1
2,0.10¯1
2,2.10¯1
2,5.10¯1
2,8.10¯1
3,2.10¯1
3,5.10¯1
4,0.10¯1
4,5.10¯1
140
5,0.10¯1
5,6.10¯1
6,3.10¯1
7,1.10¯1
7,9.10¯1
8,9.10¯1
1,0.10¯1
1,1.10¯1
1,3.10¯1
1,4.10¯1
დანართი 3
ჰიგიენური მოთხოვნები ხელის ინსტრუმენტებთან მუშაობისადმი სანიტარიული წესები და ნორმები
სანწდან 2.2.2. 000-04
ზოგადი დებულებე