1. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ადგენს ულტრაბგერის კლასიფიკაციას, ნორმირებულ პარამეტრებს, ნორმატიულ მნიშვნელობებს სამუშაო ადგილებზე და არასაწარმოო პირობებში, ასევე მოთხოვნებს ულტრაბგერის გაზომვისა და პროფილაქტიკისადმი.

2. კონტროლი სანიტარიული წესებისა და ნორმების შესრულებაზე ხორციელდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ „საქართველოს სანიტარიული კოდექსისა” და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისა