1. განტარვის მანქანები ან კონვეიერის ჩამტვირთავი ძაბრები დაყენებული უნდა იყოს მინიმალურ მანძილზე ჭურჭელ-მაგროვებლებიდან, დოზატორებიდან და რბიებიდან, აზბესტის გადაყრის კვანძები აუცილებელია განლაგდეს შესაძლო მინიმალურ სიმაღლეზე მიმღები მოწყობილობიდან.
2. ტომრებიდან გადმოტვირთული აზბესტი უნდა ინახებოდეს ჭურჭელ-მაგროვებლებში. ჭურჭლის უქონლობის შემთხვევაში აზბესტი მიეწოდება უშუალოდ დოზატორებში რბიების წინ.
3. ჭურჭელმაგროვებლის ღარი და დოზატორის ხახა ერთმანეთთან ან გადამზიდ მოწყობილობასთან უნდა იყოს შეერთებული ბრეზენტის ან სხვა მტვერშეუღწევი მასალისაგან დამზადებული სახელოთი.
4. აკრძალულია რბიებში აზბესტის დამუშავება მისი დანამვის გარეშე.
5. დანამული აზბესტის მიწოდება გოლენდერში და ჰიდროგამაფხვიერებელში უნდა ხორციელდებოდეს მექანიზებული წესით.
6. ტურბოშემრევში ან გოლენდერში ცემენტის და პიგმენტის მიწოდების ადგილები მიერთებული უნდა იყოს ჰაერის მტვრისაგან გამწმენდ აპარატებით აღჭურვილ, ასპირაციულ სისტემასთან.
7. აზბესტცემენტის მასაში მინერალური საღებავის MnO2–ის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს მოცულობის 5%-ს, Cr2O3–7%-ს, Fe3O4–10%-ს.
8. აზბესტცემენტის ნაკეთების შემოჭრა უნდა წარმოებდეს ტექნოლოგიური პროცესის იმ ეტაპზე, რომელიც წინ უძღვის ნაკეთობის გამაგრებას.
9. ხერხები, საბურღი, სახეხი და საფრეზავი ჩარხები გამოსაყვანი ოპერაციების დროს აღჭურვილი უნდა იყოს ასპირაციული შესაფარებით.
10. დაუშვებელია აზბესტცემენტის ნაკეთობის ჭრა აბრაზიული წრის საშუალებით. ჩამონაჭრების და ბურბუშელას დაზგიდან მოცილება უნდა ხდებოდეს მექანიზებულად. კონვეიერი ჩამონაჭრებისა და ბურბუშელას ტრანსპორტირებისათვის დახურული უნდა იყოს.
11. მზა ნაკეთობები, გადამრჩევზე ვაკუუმური მეთოდით მტვრის მოცილებისა და დანამვის შემდგომ, უნდა ინახებოდეს მზა პროდუქციის საწყობებში დასტებად, შტაბელებად, პირამიდებად ან კონტეინერებში იმ პირობების დაცვით, რომლებიც გამორიცხავს ნაკეთების ჩამოცვენას და დაზიანებას. ნაფენი უნდა დამუშავდეს მტვერჩამხშობი სითხით.
12. პროდუქციის საწყობში დასტებისა და შიფერის გამაგრებული ფურცლების დაშლის ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს შესაფარით, რომელიც მიერთებულია ჰაერის გამწმენდი აპარატების მქონე ასპირაციულ სისტემასთან, ან უნდა ჰქონდეს სამრეწველო მტვერსასრუტები.
13. არაკონდიციური აზბესტცემენტის ნაკეთობები, ჯართი, აზბესტცემენტის მტვერი და ბურბუშელა, რომელიც ნაკეთობების მექანიკური დამუშავების შედეგად წარმოიქმნება, უნდა გროვდებოდეს დასახურ კონტეინერებში.
14. აზბესტისაგან გათავისუფლებული ტომრები, ჰიდროდამშლელში დაფქვის შემდეგ, შეიძლება გამოყენებული იყოს მეორადი ნედლეულის სახით აზბესტცემენტის ფურცლების წარმოებაში.
15. დაუშვებელია სალექარის გადავსება მისი გვერდების დაბინძურება აზბესტცემენტის შლამი