1. იზოლირებულად უნდა განთავსდეს აზბესტის და მინერალური პიგმენტების, მარილის და გოგირდის მჟავების საწყობები, ტომრების გახსნის და დაცლის სათავსები, აზბესტის დამუშავების და აზბესტცემენტის მასის მოსამზადებელი განყოფილებები (მათ შორის საღებრების შემცველები), საყალიბე და აზბესტცემენტის ნაკეთობების დამუშავების განყოფილებები და მზა პროდუქციის საწყობები.
2. აზბესტი უნდა შემოდიოდეს პლასტიკურ ტომრებში საქვეშეებით ან თერმოშეკლების აფსკით დაფარული კონტეინერებით.
3. აზბესტიანი ტომრების გახსნა და დაცლა უნდა წარმოებდეს ავტომატიზებული ტომრების დამცლელი მანქანებით, რომელიც შეიცავს ცარიელი ტომრების დამუშავების (პრესირება) ჰერმეტულ სისტემას. აზბესტის ტარისაგან განთავისუფლებისას აკრძალულია ტომრების შენჯღრევა.
4. აზბესტის ტომრების ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ როგორც ნედლეულისა აზბესტმუყაოს წარმოებაში.
5. იკრძალება აზბესტის ტომრების დაწვა.
6. აზბესტის ტარისაგან განთავისუფლების ყველა სისტემა უნდა ითვალისწინებდეს ჰაერის გაწმენდას და დაჭერილი მტვრის დაბრუნებას ტექნოლოგიურ პროცესში.
7. ტექნოლოგიურ მოწყობილობებთან აზბესტის ტრანსპორტირების გზების მაქსიმალურად შესამცირებლად ტარის დამცლელი მანქანა უნდა იყოს მიახლოებული რბიებთან და დეზინტეგრატორებთან.
8. ცემენტის და თაბაშირის ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს პნევმოტრანსპორტით ან დახურული კონვეიერით, რომელიც აღჭურვილია ასპირაციით და დამტვერიანებული ჰაერის ატმოსფეროში გამოტყორცნამდე წვრილდისპერსიული გაწმენდის დანადგარებით. ღია კონვეიერების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ტომრების ტრანსპორტირებისათვის.
8. აზბესტის დამუშავების და აზბესტცემენტის მასის მომზადების განყოფილებებში ტექნოლოგიური მოწყობილობები (რბიები, ტურბოშემრევები, გოლენდორები, ჰიდრომაბუსუსებლები და სხვ.) უნდა იყოს დახურული, ჰქონდეს ასპირაცია, მათი მართვა უნდა იყოს ავტომატიზებული.
9. აზბესტცემენტის მასაში მინერალური საღებავების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს: Mn2O–5მოც%, Cr2O3 –7მოც%, Fe3O4–10მოც%. ბრუნვადი წყალი უნდა იწმინდებოდეს ქრომის შენაერთებისაგან, ბაკელიტური დაბინძურებისა და მიკროფლორისაგან.
10. თვითმტვირთავი სასწორი-ურიკები, რომლებიც რბიებს აწოდებენ ფხვიერ კომპონენტებს, აღჭურვილი უნდა იყოს ასპირაციული სახურავებით.
11. მოწყობილობები (გამყარების კონვეიერები, საყალიბე მანქანები, გამყარების წყლიანი აუზები და სხვ.), რომლებიც გვევლინება სითბოს და ტენის გამომყოფ წყაროებად, უნდა იყოს დახურული, ხოლო ორთქლის და სითბოს გამოსვლის ადგილებზე მოწყობილი უნდა იყოს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია.
12. წნეხებიდან და საორთქლავი კამერებიდან გადმოტვირთვის შემდეგ აზბესტცემენტის ნაკეთობების გაცივება უნდა ხდებოდეს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციით მოწყობილ უბნებზე.
13. ფაბრიკაციის და მოსამზადებელი განყოფილებების სათავსებში მოწყობილი უნდა იქნეს მექანიკური ზოგადი მომდენ-გამწოვი ვენტილაცია, რომელიც გათვლილია ჭარბი ტენის ასიმილაციაზე.
14. აზბესტის მტვრის სპეციფიკური თვისებების გათვალისწინებით იკრძალება საწარმოო სათავსების ჰაერის გამოყენება რეცირკულაციისათვის. თაბაშირის ხსნარის ტრანსპორტირება და საყალიბე მანქანებში მოთავსება, მზა ფილების, პანელების აღება, მათი ჩაწყობა საშრობ ვაგონეტებში, გაშრობის შემდეგ ვაგონეტიდან გადმოღება და ასევე საშრობი ვაგონეტების ტრანსპორტირება უნდა იყოს მექანიზებული.
15. იკრძალება თაბაშირის ფილების, ბლოკების და თაბაშირბეტონის პანელების შრობა ხელოვნურ საშრობებში კვამლიანი აირებით.
16. საყალიბე დოლების ზემოთ საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ადგილობრივი ვენტილაცია ქოლგის სახით.
17. ფურცელ-მილსაყალიბე მანქანები უნდა იყოს დახურული და მოწყობილი კანალიზაციაში წყლის ჩასადენი ღარებით.
18. ყალიბების გაპოხვა უნდა იყოს მექანიზებული, ხოლო საპოხი მასალები საამქროში უნდა მიეწოდებოდეს მილსადენებით.
19. აზბესტცემენტის ნაკეთობების დამუშავება უნდა იყოს ავტომატიზებული და წარმოებდეს მტვერსაჭერი გამწოვებით და მტვერსაწმენდი მოწყობილობებით აღჭურვილ დაზგებზე. მექანიკური დამუშავებისას საჭიროა ჰიდროგაუმტვერიანების გამოყენება.
20. აზბესტცემენტის ნაკეთობების – ფილების, მილების, პანელების, დაფების შემოჭრა უნდა წარმოებდეს ტექნოლოგიური პროცესის შესაბამის ეტაპებზე.
21. შიფერის დასტების დაშლის და მისი დახარისხების ადგილებზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს საწარმოო მტვერსასრუტები შიფერის ზედაპირის მტვრისაგან გასაწმენდად.
22. აზბესტცემენტის ნაკეთობების დამუშავებისას დაზგებიდან ბურბუშელის აწმენდა უნდა იყოს მექანიზებული. ბურბუშელის და მტვრისებრი ნარჩენების ტრანსპორტირება უნდა ხდებოდეს დახურული მეთოდით.
23. აზბესტცემენტის წუნდებული ნაკეთობების გადამუშავება მექანიზებულ დამაქუცმაცებლებზე წინასწარი დატენიანებით და შემდგომში ჰიდროტრანსპორტით ტექნოლოგიურ პროცესში დაბრუნება უნდა წარმოებდეს იზოლირებულ სათავსებში.
24. ყალიბების, ბაქნების, ქვეშების გაწმენდა უნდა ხორციელდებოდეს ასპირაციულ სისტემასთან მიერთებული ლითონის გარსაცმით დახურული ჯაგრისებით.
25. სათავსების დასუფთავება უნდა წარმოებდეს ვაკუუმ-ასპირაციული სისტემით ან მტვერსასრუტებით
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 14. აზბესტცემენტის ნაკეთობების და თაბაშირის ფილების წარმოება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. მამდიდრებელი და სამსხვრევ–სახარისხებელი პროცესები
- მუხლი 9. ბუნებრივი და ხელოვნური მსუბუქი შემვსებების (კერამზიტი, აგლოპორიტი, აფუებული ვერმიკულიტი და პერლიტი, შუნგიზიტი, პემზა, ვულკანური წიდა და სხვ.) წარმოება
- მუხლი 10. ხელოვნური მინერალური ბოჭკოს (მინერალური ბამბის, ბოჭკოვანი მინის, მინის ბამბის, ბაზალტის, სილიციუმშემცველი და სხვა ბოჭკოების და მათგან დამზადებულ ნაკეთობათა) წარმოება
- მუხლი 11. შემკვრელი მასალების (ცემენტი, თაბაშირი, ალებასტრი, კირი, გაჯი და სხვ.) წარმოება
- მუხლი 12. ბეტონის, რკინაბეტონის ნაკეთობების და კონსტრუქციების წარმოება
- მუხლი 13. აგურის და კრამიტის წარმოება
- მუხლი 15. ფაიფურის, ქაშანურის და მაიოლიკის ნაკეთობათა წარმოება
- მუხლი 16. მინისა და მინის ნაკეთობათა წარმოება
- მუხლი 17. ხის გადამამუშავებელი საწარმოები
- მუხლი 18. ფანერის წარმოება
- მუხლი 19. მერქანბურბუშელას ფილების წარმოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 14, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-14/