1. ნედლეულის მომზადების, მზა პროდუქციის, სათბობის განყოფილებები, საშრობი დოლები, წისქვილები, მბრუნავი და შახტური ღუმელები უნდა განთავსდეს იზოლირებულ სათავსებში.
2. საშრობი დოლის ჩასატვირთი სადინარი, მბრუნავი ღუმელის ცივი და ცხელი ბოლოები, აირსადენები და ღუმელების თბოგადამცემები უნდა იყოს ჰერმეტული.
3. ყველა ჩასატვირთ-გასატვირთავი ოპერაცია (ნედლეულის ჩატვირთვა ღუმელებში, წისქვილებში და სხვა მოწყობილობებში, სხვადასხვა მოწყობილობის განტვირთვა და სხვ.) უნდა იყოს მექანიზებული.
4. მყარ საწვავზე მომუშავე მბრუნავ და შახტურ ღუმელებს უნდა ჰქონდეთ საცეცხლე, წიდის და ნაცრის მექანიკური მოცილებისათვის.
5. ფხვიერი მასალების ჩატვირთვის და გადმოტვირთვის, მბრუნავი ნაწილების უძრავთან შეუღლების ადგილებში, ფხვიერი მასალების ვარდნის კვანძებში უნდა იყოს მოწყობილი ასპირაციული სისტემები ჰაერის შემდგომი გაწმენდით.
6. ცემენტის და სხვა მტვრიანი მასალების საამქროსშიგა ტრანსპორტირებისას საჭიროა პნევმატური, ხრახნული, კამერული ტუმბოების, აეროღარების, ხოლო შლამისათვის – კამერული შლამის ტუმბოების გამოყენება.
7. გამწმენდებით დაგროვილი მასალების და ნაყარის მოსაცილებლად საჭიროა გამოყენებულ იქნეს დახრილი ღარები, შნეკები, ჰიდროჩამრეცხები და სხვა საშუალებები.
8. მტვერწარმოქმნისაგან დასაცავად გალერეების შესასვლელსა და გამოსასვლელში საჭიროა დაყენდეს რაბები და რეზინის წამკვეთები.
9. წისქვილებიდან, ღუმელებიდან მოშორებული ჰაერი საჭიროა წინასწარ გაიწმინდოს სალექარ შახტებში, ციკლონებში და საბოლოოდ ელექტრო ან ხელის ფილტრებში.
10. საფუთავი მანქანების მომსახურების ბაქანზე ტარის მიწოდება უნდა ხორციელდებოდეს ტვირთამწე მექანიზმებით.
11. მზა პროდუქციის ჩაყრით ჩატვირთვის დანადგარები აღჭურვილი უნდა იყოს ჰაერის გამწმენდი აპარატების მქონე ასპირაციული სისტემებით.
12. ხმაურის და ვიბრაციის შესამცირებლად საჭიროა:
ა) სფერული წისქვილების ხმაურჩამხშობებით მოპირკეთება;
ბ) სამსხვრეველები და წისქვილები დაიდგას ცალკე სათავსებში ვიბროჩამხშობ საძირკვლებზე;
გ) ცხავების დამჭერ საყრდენებსა და მზიდ კონსტრუქციებს შორის და ცხავებზე გათვალისწინებული იყოს მადემპფირებელი (მაყუჩი) შუასადებები, ამორტიზატორები და რეზინის საცერი;
დ) წისქვილები დაყენდეს საძირკვლებზე, რომლებსაც შეუძლია გაუძლოს დიდ დინამიკურ დატვირთვას;
ე) სამსხვრეველების, წისქვილების დადგენილი ტექნიკური პარამეტრების და მუშაობის რეჟიმის მკაცრი დაცვა, არ დაიშვება მათი უკმარტვირთვა