მიწისქვეშა სამთო გვირაბებში
1. სანგრევის მომზადება სამთო მასის დატვირთვის წინ უნდა ითვალისწინებდეს განიავებას, მომტვრეული სამთო მასის და სამთო გვირაბების ზედაპირის წინასწარ მორწყვას დატვირთვის ადგილიდან 10-15მ მანძილზე.
2. დატვირთვის პროცესი აუცილებლად შერწყმული უნდა იყოს გვირაბის და სამთო მასის მორწყვასთან. დისპერსირებული სითხის ჭავლით უნდა გადაიკეტოს მტვრის გავრცელების შესაძლებლობა ურიკის, ავტოთვითმცლელის, დასატვირთი ლიუკის და სხვა მიმღები მოწყობილობის ზედაპირიდან.
3. მტვირთავი მანქანების სარწყავი სისტემები უნდა უზრუნველყოფდეს არანაკლებ 8 ლიტრი წყლის ხარჯვას 1მ³ დასატვირთ მასაზე. აკრძალულია მტვირთავი მანქანების ექსპლუატაცია მომუშავე სარწყავების გარეშე.
4. სკრეპერვის პროცესში სამთო მასა მუდმივად უნდა ირწყვებოდეს სასკრეპერე ბილიკზე, ხოლო არასაკმარისი დატენიანების შემთხვევაში მადნის ჩამოსაშვებზეც. სარწყავები უნდა დაყენდეს ისეთ მანძილზე, რომ გასაფრქვევი სითხის ნაკადი მთლიანად კეტავდეს მიმღები მოწყობილობის კვეთს. სკრეპერული ჯალამბრის ნიშაში განთავსებისას აუცილებელია გვარლების მორწყვა, ხოლო გასაფრქვევი სითხის ნაკადი მიმართული უნდა იყოს გვარლების მოძრაობის გასწვრივ.
5. სკრეპერვის დროს ამწმენდ სანგრევში შემოსულ ჰაერში მტვრის შემცირებისათვის აუცილებელია გვირაბის კედლის ზედაპირების, სასკრეპერე ბილიკების და სამთო მასის მორწყვა სამუშაო ადგილიდან არა ნაკლებ 10მ რადიუსში.
6. არამადნეული მასალების მოპოვების ყველა სამუშაო, მათ შორის დანაბნევების აწმენდა, უნდა იყოს მექანიზებული