1. სასარგებლო წიაღისეულის საბადოების დამუშავების სისტემების, სამთო სამუშაოების და მოწყობილობების ვენტილაციის სქემების შერჩევა უნდა ხდებოდეს ყველა ტექნოლოგიური ოპერაციისას მტვერ და აირგამოყოფის, ხმაურის და ვიბრაციის დონეების მაქსიმალური შემცირების აუცილებლობის, აგრეთვე, ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსური მექანიზაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით.
2. ტექნოლოგიური პროცესი უნდა ითვალისწინებდეს გადახსნის და მოპოვების სამუშაოების მექანიზაციას, სამთო ტექნიკის განლაგება და ძირითადი სამუშაო ადგილების მდებარეობა აუცილებლად უნდა დაიგეგმოს კარიერზე ჰაერის ნაკადების აეროდინამიკის გათვალისწინებით. ტრანსპორტის სახის შერჩევისას ტექნიკურ-ეკონომიკურ პირობებთან ერთად აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს ჰიგიენური უპირატესობის გამო ელექტრომავლების და კონვეიერული ტრანსპორტის ფართო გამოყენება თბომავლებთან და ავტოტრანსპორტთან შედარებით.
3. ფხვიერი წიაღისეულის ამოღების, გაფხვიერების და ექსკავატორებით თვითსაცლელ ავტომობილებზე დატვირთვის საწარმოო პროცესები უნდა ორგანიზდებოდეს გაბატონებული ქარების მიმართულებების და ძალის გათვალისწინებით ისეთი გაანგარიშებით, რომ გამოირიცხოს სამუშაო ზონის შესაძლო ურთიერთდაბინძურება მეზობლად მომუშავე ექსკავატორებიდან გამოფრქვეული საწარმოო მტვრით.
4. პროდუქტიული ფენის ნიადაგის საფარის და დამუშავების სხვა ამტვერებადი პროდუქციის ნაყარი, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე არ ექვემდებარება გატანას კარიერის ტერიტორიიდან და გვევლინება მტვერწარმოქმნის მეორად წყაროდ, საჭიროა დამაგრდეს მცენარეებით ან სპეციალური შემკვრელი შემადგენლობით, რომელიც გამორიცხავს მათგან ქარის საშუალებით მეორად მტვერწარმოქმნას.
5. კარიერებში ბუნებრივი ჰაერცვლის გასაუმჯობესებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ქარსაფარი და ქარმიმმართველი მოწყობილობები.
6. მადნეულის არაგაბარიტული ნატეხების მსხვრევა უნდა წარმოებდეს მექანიზებული წესით (კაბინიდან მართული პერფორატორი). საბურღი დაზგები აღჭურვილი უნდა იყოს მტვერდამჭერი მოწყობილობებით 3-4 საფეხურიანი გაწმენდით და ბურღვისას წარმოქმნილი ნაფქვავის მექანიზებული აწმენდით.
7. ბუნებრივი ქვისაგან სწორი ფორმის საკედლე ბლოკების წარმოებისას, თვითმავალი ქვისმჭრელი მანქანებით დამუშავებული საფეხურები (ჩაღრმავებები) პერიოდულად უნდა ექვემდებარებოდეს მორწყვას, ხოლო ინტენსიურ მტვერწარმომქმნელ წყაროებზე მოწყობილი უნდა იყოს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია, მოცილებული ჰაერის გაწმენდით.
8. ბუნებრივი ქვისაგან მოსაპირკეთებელი ფილების დახერხვით წარმოებისას, საღარავი და სახეხი გამოყვანის პროცესები უნდა სრულდებოდეს უპირატესად სველი წესით.
9. სველი წესით მომუშავე ქვის სახერხ, ნაწიბურჩამომჭრელ, ქვისსაღარავ, სახეხ და საპრიალებელ დაზგებთან უნდა იყოს წყალსაკრებები და ღარაკები დაზგებიდან და საყელურებიდან წყლის ასარინებლად, ხოლო მშრალი წესით მუშაობისას მოწყობილ უნდა იქნეს ასპირაციული სისტემები.
10. მავნე აირების დაგროვების შესაძლებლობისას შეგუბებულ ზონებში და 100 მ-ზე მეტი სიღრმის კარიერებში, სადაც ადგილი აქვს ავტოტრანსპორტის გამოყენებას და შესაძლებელია ხანგრძლივი შტილი, საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს მექანიკური ვენტილაცია სპეციალური საკარიერო სავენტილაციო ტურბოვენტილატორებით ან ტურბორეაქტიულძრავიანი დანადგარების გამოყენებით. ასეთ ღრმა კარიერებში დაიშვება გამონაბოლქვი აირების ნეიტრალიზატორებით აღჭურვილი თვითმცლელები.
11. სავენტილაციო დანადგარების ტიპების შერჩევა და მათი განთავსების სქემა დამოკიდებული უნდა იყოს კარიერის ფორმასა და ზომაზე, სამთო სამუშაოების მიმართულებასა და გაბატონებულ “ქართა სქემის” მიმართულებაზე. 10მ-ზე მეტი სიგრძის გვირაბის (გამონამუშევრის) გაყვანისას ორგანიზებული უნდა იქნეს მექანიკური ვენტილაცია.
12. არამადნეული მასალების ტრანსპორტირების გზებზე საჭიროა გათვალისწინებულ უნდა იქნეს მტვერთან ბრძოლის ღონისძიებები (დატენიანება, პნევმოდასუფთავება) და მყარი საფარი
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 5. ბუნებრივი მასალების ღია წესით მოპოვება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. მოთხოვნები საშენ მასალათა მრეწველობის საწარმოების შენობების, ნაგებობების განთავსებისა და ტერიტორისადმი
- მუხლი 3. მოთხოვნები საწარმოო შენობებისა და სათავსებისადმი
- მუხლი 4. მოთხოვნები საწარმოო პროცესების, მოწყობილობების და ნედლეულისადმი
- მუხლი 6. ბურღვა–აფეთქებითი სამუშაოები
- მუხლი 7. შრომის პირობების გამაჯანსაღებელი ღონისძიებები
- მუხლი 8. მამდიდრებელი და სამსხვრევ–სახარისხებელი პროცესები
- მუხლი 9. ბუნებრივი და ხელოვნური მსუბუქი შემვსებების (კერამზიტი, აგლოპორიტი, აფუებული ვერმიკულიტი და პერლიტი, შუნგიზიტი, პემზა, ვულკანური წიდა და სხვ.) წარმოება
- მუხლი 10. ხელოვნური მინერალური ბოჭკოს (მინერალური ბამბის, ბოჭკოვანი მინის, მინის ბამბის, ბაზალტის, სილიციუმშემცველი და სხვა ბოჭკოების და მათგან დამზადებულ ნაკეთობათა) წარმოება
- მუხლი 11. შემკვრელი მასალების (ცემენტი, თაბაშირი, ალებასტრი, კირი, გაჯი და სხვ.) წარმოება
- მუხლი 12. ბეტონის, რკინაბეტონის ნაკეთობების და კონსტრუქციების წარმოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 5, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-5/