1. დაუშვებელია საშენ მასალათა საწარმოების განლაგება დასახლებულ ზონაში.
2. სამრეწველო მოედნის შესასვლელ-გამოსასვლელები არ უნდა უკავშირდებოდეს საცხოვრებელ მასივებს და გააჩნდეს დადგენილი სან-დაცვითი ზონა.
3. საწარმოების ტერიტორიას უნდა ჰქონდეს მყარსაფარიანი სავალი და საქვეითო გზები, სანიაღვრე კანალიზაცია და განათება. განაშენიანების პროცენტი არ უნდა აღემატებოდეს 45-60%-ს. საწარმოს ტერიტორიის არანაკლებ 15% უნდა დაეთმოს გამწვანებას.
4. საწარმო საამქროები, სასაწყობე სათავსები, ნედლეულის შესანახი მოედნები უნდა განლაგდეს ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო შენობებისადმი ქარზურგა მხარეს.
5. მზა პროდუქცია და ნედლეული უნდა ინახებოდეს სასაწყობე სათავსებში ან სპეციალურად გამოყოფილ მოედნებზე, რომლებსაც აქვთ მყარი საფარი. ფხვიერი მასალები – ცემენტი, პერლიტი, კირი, ვერმიკულიტი და სხვ. აუცილებლად უნდა ინახებოდეს შეფუთული სახით, ან ბუნკერებში და სილოსებში, რომლებიც აღჭურვილია ავტო და სარკინიგზო ტრანსპორტის თვითდინებითი ჩატვირთვისათვის საჭირო მექანიზმებით.
6. ნარჩენების და მეორადი პროდუქტების (უკმარმწვავი აგლოპორიტი, კერამზიტი, პერლიტი, ნალეწი ან წუნდებული აგური, შიფერი, ბეტონის, რკინაბეტონის, მინის, მარმარილოს, თაბაშირის, აზბესტის და სხვ. ნაკეთობები, მერქნის, მერქანბურბუშელას ფილები, პოლიმერული მასალების ნარჩენები და სხვ.) შეგროვება, დახარისხება და დროებითი შენახვა, მათი მეორადი გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინებით, უნდა ხდებოდეს სპეციალურ სამარჯვ მოედნებზე, რომლებიც განლაგებულია საწარმოს ქარზურგა მხარეს.
7. ნარჩენების უტილიზაციის ადგილი და წესი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილი სანიტარიული წესებისა და ნორმების მოთხოვნებს.
8. მომუშავეთა დასასვენებელი ადგილები უნდა იყოს კეთილმოწყობილი და განლაგდეს ზონაში, რომელიც ნაკლებად ბინძურდება მავნე საწარმოო ფაქტორებით და დაშორებულია ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალიდან
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 2. მოთხოვნები საშენ მასალათა მრეწველობის საწარმოების შენობების, ნაგებობების განთავსებისა და ტერიტორისადმი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 60%
- განაკვეთი 15%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
- მუხლი 3. მოთხოვნები საწარმოო შენობებისა და სათავსებისადმი
- მუხლი 4. მოთხოვნები საწარმოო პროცესების, მოწყობილობების და ნედლეულისადმი
- მუხლი 5. ბუნებრივი მასალების ღია წესით მოპოვება
- მუხლი 6. ბურღვა–აფეთქებითი სამუშაოები
- მუხლი 7. შრომის პირობების გამაჯანსაღებელი ღონისძიებები
- მუხლი 8. მამდიდრებელი და სამსხვრევ–სახარისხებელი პროცესები
- მუხლი 9. ბუნებრივი და ხელოვნური მსუბუქი შემვსებების (კერამზიტი, აგლოპორიტი, აფუებული ვერმიკულიტი და პერლიტი, შუნგიზიტი, პემზა, ვულკანური წიდა და სხვ.) წარმოება
- მუხლი 10. ხელოვნური მინერალური ბოჭკოს (მინერალური ბამბის, ბოჭკოვანი მინის, მინის ბამბის, ბაზალტის, სილიციუმშემცველი და სხვა ბოჭკოების და მათგან დამზადებულ ნაკეთობათა) წარმოება
- მუხლი 11. შემკვრელი მასალების (ცემენტი, თაბაშირი, ალებასტრი, კირი, გაჯი და სხვ.) წარმოება
- მუხლი 12. ბეტონის, რკინაბეტონის ნაკეთობების და კონსტრუქციების წარმოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 2, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-2/