1. სადინარები დოზატორებსა და ბეტონშემრევებს შორის ყველა შეერთების ადგილას უნდა იყოს შემჭიდროებული ისე, რომ ბეტონშემრევების ჩატვირთვის დროს საწარმოო სათავსებში გამოირიცხოს მტვრის გამოყოფა.
2. ბეტონშემრევების საკეტის პნევმატური ამძრავი აღჭურვილი უნდა იყოს აეროდინამიკური ხმაურის მაყუჩით.
3. ბეტონშემრევის ლიუკის სახურავი ისე უნდა იყოს ამძრავით ბლოკირებული, რომ მისი გაღების ან არასრული დაკეტვისას ბეტონშემრევის ამძრავი ავტომატურად ითიშებოდეს.
4. დაყალიბების, ავტოკლავირების (დაორთქვლის კამერები, მაქაფებლების დასამზადებლად) განყოფილებების სათავსის (სადაც შეიძლება სითბოს და ტენის მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყოფა) სიმაღლე დგინდება ტექნოლოგიური პროცესების და სამრეწველო სათავსიდან მათი მოცილების გათვალისწინებით.
5. ფხვნილისებრი მასალების ტრანსპორტირება, ჩატვირთვა და გადმოტვირთვა უნდა იქნეს დახურული, ხოლო მტვრის გამოყოფის ადგილებში მოწყობილი უნდა იყოს ასპირაციული სისტემები.
5. პარაფინის აფსკის მოსაცილებლად იკრძალება ალუმინის ფხვნილის გახურება ელექტროღუმელებში. ის უნდა დამუშავდეს ზედაპირულად აქტიური და სხვა ნივთიერებებით ისეთ მოწყობილობებში, რომლებიც გამორიცხავს ჰაერში ფხვნილის და სხვა ნაერთების მოხვედრას.
6. პერჰიდროლის დოზირება და მისი შემრევ განყოფილებაში მიწოდება უნდა ხდებოდეს ჩაკეტილ სისტემაში, ტექნოლოგიური პროცესის დისტანციური მართვით.
7. მაქაფებლების ხარშვის პროცესი და შლამის შეთბობა უნდა იყოს გათვალისწინებული ისე (საფარის ქვეშ, გამწოვ კარადებში და სხვ.), რომ გამოირიცხოს ქიმიური ნივთიერებების, ტენის და სითბოს გამოყოფა სამრეწველო სათავსებში.
8. მავთულების და არმატურის კარკასების გასუფთავების, ჭრის და გადაადგილების პროცესები უნდა იყოს მექანიზებული.
9. არმატურის შედუღების და ლითონის ჭრის სამუშაოები უნდა იყოს მექანიზებული და სრულდებოდეს დაცვის შესაბამისი საშუალებების გამოყენებით.
10. მოქმედ, მშენებარე და დასაპროექტებელ საწარმოებში გათვალისწინებული უნდა იყოს ვიბრომოედნის (ვიბრომაგიდის), ასევე ბეტონის ნარევის ყალიბებში მოთავსების და დაყალიბების პროცესების ვიბრო-ხმაურიზოლირებული კაბინებიდან დისტანციური მართვის ღონისძიებები.
11. ბეტონის დაყალიბების დანადგარები უნდა დაპროექტდეს დარტყმითი მეთოდით წნეხვისას დაბალსიხშირიანი და ასინქრონული ვიბრაციის, ვიბრომოედნების ჰორიზონტალური ვიბრაციის და ვიბრაციის დონის შემამცირებელი სხვა ღონისძიებების გათვალისწინებით.
12. ვიბრომოედნები საწარმოო სათავსების საძირკვლიდან იზოლირებული უნდა იყოს ვიბროჩამხშობი მოწყობილობებით (ზამბარული, პნევმატური, რეზინის და სხვ.).
13. აკრძალულია სამუშაო ადგილის მოწყობა ბეტონის ჩამომსხმელ დანადგარზე.
გრძივი მკვებავების ჩასატვირთი დანადგარის ბუნკერი აღჭურვილი უნდა იყოს მადემპფირებელი (მაყუჩი) მოწყობილობებით, რომლებიც გამორიცხავს დანადგარის სავალ ნაწილებზე ვიბრაციის გავრცელებას.
14. დაორთქვლის კამერაში მომუშავეთა დაშვება შესაძლებელია მასში არა უმეტეს 33ºC ტემპერატურისას.
15. ნაკეთობების დაორთქვლისათვის რადიოსიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური ველის მაგენერირებელი დანადგარების გამოყენებისას საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების დაცვა მომუშავეზე მათი მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად.
16. პანელების ყალიბებიდან ამოღება დაიშვება მხოლოდ მაშინ, როცა მისი ზედაპირის ტემპერატურა არ აღემატება 33ºC.
17. ქვეშების, ყალიბების, ბაქნების და სხვ. გაწმენდა უნდა ხორციელდებოდეს ლითონის გარსაცმით დახურული ჯაგრისებით, რომლებიც მიერთებულია ასპირაციულ სისტემასთან.
18. უსწორობების მოსაჭრელი ფრეზი (საღარავი) დახურული უნდა იყოს ასპირაციით აღჭურვილი ხმაურჩამხშობი გარსაცმით.
19. ქვეშებზე და პლატფორმებზე საცხის პულვერიზაციული წესით დადებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ღონისძიებები ქიმიური ნივთიერებების სამუშაო ზონაში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.
20. პოლიმერბეტონის ნაკეთობების წარმოებისას აუცილებელია:
ა) ნაკეთობების შეღებვა განხორციელდეს სამრეწველო უბნებიდან იზოლირებულ კამერებში;
ბ) ნაკეთობების შრობა ჩატარდეს ჰერმეტიზებულ კამერებში;
გ) ნაკეთობების დაყალიბების უბანზე საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს დაყალიბების ადგილებიდან გამწოვი ვენტილაცია
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 12. ბეტონის, რკინაბეტონის ნაკეთობების და კონსტრუქციების წარმოება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. ბურღვა–აფეთქებითი სამუშაოები
- მუხლი 7. შრომის პირობების გამაჯანსაღებელი ღონისძიებები
- მუხლი 8. მამდიდრებელი და სამსხვრევ–სახარისხებელი პროცესები
- მუხლი 9. ბუნებრივი და ხელოვნური მსუბუქი შემვსებების (კერამზიტი, აგლოპორიტი, აფუებული ვერმიკულიტი და პერლიტი, შუნგიზიტი, პემზა, ვულკანური წიდა და სხვ.) წარმოება
- მუხლი 10. ხელოვნური მინერალური ბოჭკოს (მინერალური ბამბის, ბოჭკოვანი მინის, მინის ბამბის, ბაზალტის, სილიციუმშემცველი და სხვა ბოჭკოების და მათგან დამზადებულ ნაკეთობათა) წარმოება
- მუხლი 11. შემკვრელი მასალების (ცემენტი, თაბაშირი, ალებასტრი, კირი, გაჯი და სხვ.) წარმოება
- მუხლი 13. აგურის და კრამიტის წარმოება
- მუხლი 14. აზბესტცემენტის ნაკეთობების და თაბაშირის ფილების წარმოება
- მუხლი 15. ფაიფურის, ქაშანურის და მაიოლიკის ნაკეთობათა წარმოება
- მუხლი 16. მინისა და მინის ნაკეთობათა წარმოება
- მუხლი 17. ხის გადამამუშავებელი საწარმოები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 12, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-12/