1. ხის გადამამუშავებელ საწარმოებში შედის:
ა) ხე-ტყის დამამზადებელი საწარმოები;
ბ) ხე-ტყის სახერხი საამქროები ან ქარხნები;
გ) საშრობი საამქროები;
დ) ხის დასამუშავებელი საამქროები ან ქარხნები.
2. რკინიგზის ბაქნებიდან და ნახევარვაგონებიდან მასალების გადმოტვირთვა უნდა ხდებოდეს გვარლმარყუჟული მორგანმტვირთავებით ან საავტომობილო, სარკინიგზო და მუხლუხა ამწეებით.
3. სახერხი მორების განთავსების, დროებითი შენახვის, მიღების, დახარისხების რეიდები უნდა განლაგდეს ხე-ტყის სახერხი ქარხნების ზემოთ მდინარის დინების მიმართულებით.
4. მორების გადმოტვირთვა ქარხნის აუზებიდან უნდა წარმოებდეს გადმოსატვირთი აგრეგატებით, ელევატორებით მორების განივი (ხე-ტყის დაგორება) ან სიგრძივი (ხე-ტყის თრევა) მოძრაობით, სხვადასხვა ტიპის ამწეებით.
5. ხე-ტყის სახერხ საამქროებში ორპირი ქარის ასაშორებლად, გარე კარების ღიობებზე გათვალისწინებულ უდა იყოს ტამბური ან სითბური ფარდები.
6. ხე-ტყის მასალის სიგრძეზე დასაჭრელი ორსართულიანი ან ერთსართულიანი ჩარჩოხერხები უნდა დაიდგას ვიბროიზოლირებულ საძირკველზე.
7. ტორსული ხერხის მჭრელი ნაწილები და მრგვალსახერხი ჩარხები აუცილებელია დაიხუროს ხმაურდამცავი გარსაცმით. გადასახურავის ქვემოდან მოცილებული ჰაერი ატმოსფეროში გაფრქვევამდე უნდა დაექვემდებაროს გაწმენდას.
8. სახერხი მასალების დახარისხება-წუნდება უნდა ჩატარდეს ტრანსპორტიორზე, სახერხი მასალების განივი ან წრიული (კარუსელური) მოძრაობით. დახარისხების საწარმოო პროცესები უნდა იყოს ავტომატიზებული ან ნახევრად ავტომატიზებული.
9. სტაციონარული ჩარჩოხერხების ქვემოდან ნახერხის მოშორება უნდა იყოს მექანიზებული.
10. ანტისეპტირება უნდა ჩატარდეს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციით აღჭურვილ იზოლირებულ სათავსებში მოთავსებულ აბაზანებში.
11. მერქნის შრობა უნდა ხორციელდებოდეს სითბური და სავენტილაციო დანადგარებით აღჭურვილ სპეციალურ კამერებში ან ღია საწყობებში ბუნებრივი მეტეოროლოგიური პირობების გამოყენებით.
12. წიწვოვანი ჯიშის ხე-ტყის შრობისას საშრობებში იკრძალება ჰაერის რეცირკულაცია. საშრობები ხე-ტყის გადმოტვირთვის მხარეს საჭიროა აღჭურვილი უნდა იყოს ნეიტრალიზატორებით, რომლებიც უზრუნველყოფს მასალებისგან სტატიკური ელექტრობის მოხსნას.
13. პეტროლატუმში ხე-ტყის მაღალტემპერატურული შრობისას მოწყობილი უნდა იყოს აბაზანებიდან ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია. სახერხი მასალების ჩატვირთვა და გადმოტვირთვა უნდა იყოს მექანიზებული.
14. სახერხი მასალების დამამუშავებელ დაზგაზე მიწოდება უნდა იყოს მექანიზებული.
15. საშენი დეტალების სერიული წარმოებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ნახევრადავტომატური და ავტომატური ხაზები.
16. სარანდი, სახეხი, კოტასაჭრელი, საბურღი, ამოსატეხი და სხვა ჩარხები მაქსიმალურად უნდა იყოს დახურული ხმაურჩამხშობი გარსაცმებით, რომლის ქვემოთაც მოწყობილია ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია. მოცილებული ჰაერი ატმოსფეროში გაფრქვევამდე უნდა ექვემდებარებოდეს გაწმენდას.
17. წებოიანი კონსტრუქციების საამქროები უნდა განლაგდეს სხვა უბნებიდან იზოლირებულ სათავსებში.
18. წებოების გამოყენებისას, რომლებიც გარემოში ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფს, ჩაწნეხაზე და წნეხაზე წებოს დადების ადგილებიდან მოწყობილი უნდა იყოს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია. ტექნოლოგიური მოწყობილობები უნდა იყოს მაქსიმალურად დახურული.
19. წებოს დადება სამშენებლო კონსტრუქციებზე უნდა იყოს მექანიზებული.
20. დაწებების შემდეგ და გადამუშავებამდე დეტალების დაყოვნება უნდა ხდებოდეს სპეციალურ კამერებში ან უბნებზე, რომლებიც აღჭურვილია ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციით.
21. ღია საწარმოო მოედნებზე მუშაობისას, სამუშაო ადგილიდან არა უმეტეს 75 მეტრის მანძილზე საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს სათავსი დასასვენებლად, გასათბობად და სპეცტანსაცმლის გასაშრობად
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 17. ხის გადამამუშავებელი საწარმოები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. შემკვრელი მასალების (ცემენტი, თაბაშირი, ალებასტრი, კირი, გაჯი და სხვ.) წარმოება
- მუხლი 12. ბეტონის, რკინაბეტონის ნაკეთობების და კონსტრუქციების წარმოება
- მუხლი 13. აგურის და კრამიტის წარმოება
- მუხლი 14. აზბესტცემენტის ნაკეთობების და თაბაშირის ფილების წარმოება
- მუხლი 15. ფაიფურის, ქაშანურის და მაიოლიკის ნაკეთობათა წარმოება
- მუხლი 16. მინისა და მინის ნაკეთობათა წარმოება
- მუხლი 18. ფანერის წარმოება
- მუხლი 19. მერქანბურბუშელას ფილების წარმოება
- მუხლი 20. რბილი სახურავის საფარის და მასტიკის წარმოება
- მუხლი 21. ასფალტბეტონის წარმოება
- მუხლი 22. საშენი მასალების და ნაკეთობების წარმოება პოლიმერული ნედლეულისგან
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 17, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-17/