1. ფხვიერი მასალების დაცლა, შრობა, ტრანსპორტირება, ტალკის სუსპენზიის მომზადების პროცესები უნდა იყოს მექანიზებული.
2. მტვრისებრი წასაყრელის ტრანსპორტირება უნდა წარმოებდეს პნევმატური ტრანსპორტით.
3. რუბეროიდის ტილოს ნიშანსადებად, რულონების შეფუთვის და მარკირებისათვის საჭიროა ყველგან დაიდგას მწებავი დაზგები, სახვევ-საფუთი ავტომატები, ავტომატიზებული საბეჭდი დანადგარები, რულონის დასაყენებელი და შემოსაკრავი ავტომატები.
4. წინასწარი მორწყვის კამერები, გადაჟღენთვის კარადები, რუბეროიდის მარაგის საწყობები უნდა იყოს დახურული და მუშაობდეს გაუხშოების გარეშე.
5. გაჟღენთვის აბაზანებს, დაფარვის ღარებს, წაყრის და გაცივების დანადგარებს, სახვევ დაზგებს, ბითუმის გასაცხელებელ ქვაბებს, აზბესტის შესანახ ბუნკერებს, დოზატორებს, მზა საფარის ავზებს უნდა ჰქონდეს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციით აღჭურვილი საფარები (სახურავები).
6. ბითუმის ნარჩენების მოცილება, გაჟღენთვის აბაზანების, ტურბოშემრევების, ბითუმის შესანახი რეზერვუარების ხელით გასუფთავება არ დაიშვება.
7. უაიტ-სპირიტის მიწოდება საწყობიდან შემრევ აპარატურებში უნდა ხდებოდეს ტურბოსადენებით.
8. შემრევი აპარატურის ჩასატვირთი და განსატვირთი ლიუკებიდან მოწყობილი უნდა იყოს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია.
9. ნედლეულის განფუთვა და დამუშავება უნდა წარმოებდეს იზოლირებულ სათავსებში, რომლებშიც საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს:
ა) საწყობებიდან ბოჭკოვანი ნედლეულის მექანიზებული მიწოდება განსაფუთ-დამხარისხებელ მაგიდებზე, ჩვრების ჭრის და მაკულატურის დაფქვის ნაკადურ ხაზებზე;
ბ) მექანიზებული განფუთვა და ჩვრების ფუთებიდან და მაკულატურის დასტებიდან მავთულის მოცილება;
გ) ჩვრების მარაგის 200-300მ3 ტევადობის სპეციალური ბუნკერები პნევმოტრანსპორტით და მაგნიტური აპარატებით.
10. დამზადების, გაჟღენთვის, ბითუმის კომპოზიციებით მუყაოს დაფარვის პროცესები უნდა იყოს კომპლექსურად მექანიზებული, ხოლო ტექნოლოგიური პროცესების მართვა ხორციელდებოდეს მართვის პულტებიდან.
11. შემრევი ავზები, სასქელებლები, ჰიდროგანმზავებლები, სახარში ქვაბები, შემრევები, დოლისებური საქვიშარები, დამხარისხებელი მანქანები, სამსექციანი შემრევები, კომპოზიციური ავზები, კონუსური წისქვილები, ვალციანი საწმენდები უნდა იყოს დახურული, ხოლო მოწყობილობებიდან, რომლებიც დაკავშირებულია ცხელი წყლის გამოყენებასთან, მოწყობილი უნდა იყოს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია.
12. მოხერხვის დოლების გარსაცმის ღიობები მისი მომწოდებელ და სახარისხებელ კონვეიერებთან შეერთების ადგილებში უნდა იყოს შემჭიდროებული ( ბრეზენტით, რეზინის ან სხვა მჭიდრო მასალებით) დამტვერიანებული ჰაერის სამრეწველო სათავსებში შეღწევის გამოსარიცხავად.
13. ჩვრების ჭრა და მაკულატურის დაფქვა უნდა იყოს დახურული და უნდა ჰქონდეს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია. მოცილებული ჰაერი უნდა ექვემდებარებოდეს გაწმენდას.
14. ჰიდროგანმზავებლები აღჭურვილი უნდა იყოს რეზერვუარებიდან და ავზებიდან ნედლეულის დაწვრილმანების ნარჩენების მოსაცილებელი (ჭუჭყსალექები, ჩალიჩამომგდებები) მოწყობილობებით. ნარჩენების საამქროდან მოცილება უნდა იყოს მექანიზებული.
15. ჰაერის მიკრობულ დაბინძურებასთან საბრძოლველად აუცილებელია:
ა) მეორადი საფეიქრო ნედლეულის დამატებითი კამერული გაუსნებოვნება ორთქლჰაერული მეთოდით;
ბ) საბრუნი წყლის სისტემატური გაწმენდა და ქლორირება გამოყენების ყოველი ციკლის შემდეგ;
გ) ჰიდროჩამომყალიბებლებში გამაუსნებოვნებელი შენაერთების შეყვანა (ქლორიანი კირის და ქლორამინის ხსნარები და სხვ.);
დ) ბაქტერიოციდული თვისებების მქონე სპეცტანსაცმლის გამოყენება (ანტიმიკრობული შალის ნაწარმი და სხვ.).
16. მზა პროდუქცია უნდა ინახებოდეს მხოლოდ სასაწყობო სათავსებში, რომლებიც აღჭურვილია ვენტილაციით და სატვირთავ-გასატვირთავი სამუშაოების მექანიზებული ხაზებით, რულონდასაყენებელი და შემოსაკრავი ავტომატებით