1. საშენი მასალების წარმოება პოლიმერული ნედლეულისაგან უნდა განლაგდეს ერთსართულიან, სარკმელებიან შენობებში.
2. მავნე ნივთიერებების ერთი წარმოებიდან მეორეში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა იზოლირებულ სათავსებში განთავსდეს:
ა) ნედლეულის და მზა პროდუქციის საწყობები;
ბ) მოსამზადებელი განყოფილებები;
გ) საწნეხი განყოფილება.
3. ქაფპოლიურეთანით შევსებული სამშენებლო პანელების წარმოებაში საჭიროა დამატებით ცალკე სათავსებში განთავსდეს:
ა) მიტკეცის კამერები;
ბ) ადჰეზივების საშრობი სათავსები;
გ) უწყვეტი ტექნოლოგიური პროცესების დროს – ქაფპოლიურეთანის ჩასხმის სათავსები და კონვეიერული ტიპის ორლენტური წნეხები.
4. ქიმიური ნივთიერებების, პოლიმერული მასალების, ფისების, ზეთების და სხვ. საწყობებში, მათი წვრილ ტარაში შენახვისას, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ტარის სამრეცხაოები.
5. ტექნოლოგიური პროცესების ძირითადი სტადიები: მრავალშრიანი კონსტრუქციების ფორმირება, ნაკეთობების დამუშავება, ნარჩენების გადამუშავება, თერმოჟელირება, ადჰეზივების მომზადება და დადება შესაკრავ მასალებზე, შესაკრავი მასალების და პანელის მოდელების ტრანსპორტირება ჩასხმის ადგილებამდე, ჩასხმა, ჭრა და სხვ., ასევე ნედლეულის ტრანსპორტირება უნდა იყოს მაქსიმალურად მექანიზებული და ავტომატიზებული.
6. სითბოს გამოყოფის ყველა სამრეწველო წყარო (თერმოჟელირების კამერები, დოლისებრი წნეხ-ვულკანიზატორები, ორთქლის და ცხელი წყლის მილსადენები, აირჭავლური საფქვავ-საშრობები, მრავალშრიანი კონსტრუქციების დახარისხების კამერების დაზგები და სხვ.) აღჭურვილი უნდა იყოს საწარმოო სათავსებში კონვექციური და სხივური სითბოს გამოყოფის ასაცილებელი ან შემზღუდავი მოწყობილობებით.
7. მოწყობილობები და დანადგარები, რომლებშიც შესაძლებელია ელექტროსტატიკური მუხტების წარმოქმნა და დაგროვება (ნედლეულის პნევმო ან ვაკუუმ-ტრანსპორტი, საექსტრაქციო დანადგარები და სხვ.), აღჭურვილი უნდა იყოს სტატიკური ელექტრობისაგან მომუშავეთა დაცვის საშუალებებით.
8. თერმული დამუშავების მოწყობილობებიდან ნაკეთობების გამოტვირთვა უნდა ხორციელდებოდეს მექანიზებულად, რაც გამორიცხავს მომუშავეთა კონტაქტს გახურებულ ნაკეთობებთან.
9. ყველა ძირითადი მოწყობილობა აღჭურვილ უნდა იქნეს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციით (ბუნკერები, დოზატორები, ჩასატვირთი ძაბრები, როტორული დამაქუცმაცებლები, კალანდრები, ვალცები, წნეხები, სამსხმელო მანქანები, ეკსტრუდერები, გადამუშავებული ქაფპოლიურეთანის ჩამოსასხმელი ჭურჭელი, სატაბლეტე მანქანები, ნაკეთობების მექანიკური დამუშავების და ნარჩენების გადამამუშავებელი ჩარხები, თერმოჟელირების კამერები, მრავალშრიანი კონსტრუქციების ფორმირების კამერები და სხვ.).
10. კონვეიერის ხაზის კონსტრუქცია უნდა იძლეოდეს დაკვირვების საშუალებას შუქღიობების მეშვეობით ჩასასხმელი კვანძიდან მზა პროდუქციის საწყობებამდე, გარდა ამისა, გააჩნდეს ადგილობრივი გამწოვები კონვეიერის ხაზის მთელ სიგრძეზე.
11. ადჰეზივების დადება შემოსაკრავ მასალაზე აუცილებელია ჩატარდეს იზოლირებულ კამერებში, ჰაერის გაუხშოების ქვეშ ან სპეციალურ იზოლირებულ სათავსში ავტომატური საფრქვეველი დამბაჩით.
12. ნაკეთობების ჭრის მოწყობილობა დახურული უნდა იყოს ბგერაშთანმთქმელი გარსაცმით, რომლიდანაც მოწყობილია ჰაერის ასპირაცია.
13. მზა პროდუქციის და ნედლეულის საწყობებში, სადაც შესაძლებელია ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურება, გათვალისწინებული უნდა იყოს ზოგადი ცვლის მექანიკური ვენტილაცია.
14. ტარის და მოწყობილობების დეტალების რეცხვა უნდა ტარდებოდეს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციით აღჭურვილ სპეციალურ სათავსებში მოთავსებულ კარადებში ან საფარის ქვეშ.
15. პლასტიკური მასალების შრობა და წინასწარი გახურება უნდა ხდებოდეს მოწყობილობებში, რომლებიდანაც არ დაიშვება მავნე ნივთიერებებით სამუშაო ზონის დაბინძურება.
16. გახურებული მასალების გადმოტვირთვა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალური დანიშნულების სახურავიან ჭურჭელში, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მოაცილონ საამქროდან.
17. ფხვნილისებრი მასალების ტომრების შენახვა და წნეხვა საჭიროა ხორციელდებოდეს განიავებად სათავსებში.
18. ავტოკლავები, წინასაქაფებლები აღჭურვილი უნდა იყოს კონდენსატების უწყვეტი მოცილების დანადგარებით.
19. წნეხ-ფხვნილის ჩატვირთვა წნეხ-ავტომატების ბუნკერებში, რეაქტოპლასტ-ავტომატებში, როტორულ ხაზებზე და სატაბლეტე მანქანებში უნდა იყოს მექანიზებული და დახურული ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციით უზრუნველყოფილი საფარით