1. სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო და დამხმარე სათავსები უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების მოთხოვნებს.
2. რეაგენტების და ღუმელების განყოფილებებში მჟავებთან და ტუტეებთან მუშაობისას მუდმივი სამუშაო ადგილიდან არა უმეტეს 25მ-ის მანძილზე განთავსებული უნდა იყოს თვალის ჰიდრატები და ავარიული შხაპები აგრესიული ნივთიერებების სასწრაფოდ ჩამოსარეცხად ავტომატური ჩართვით, რომლებიც ბლოკირებულია მედპერსონალის გამოძახების სიგნალიზაციასთან.
3. სათავსები მომუშავეთა გასათბობად უნდა განთავსდეს შენობებში არა უმეტეს 75მ-ის მანძილზე სამუშაო ადგილებიდან, ხოლო საწარმოო მოედნებზე განთავსებული სამუშაო ადგილებიდან – არა უმეტეს 15 მ-ის მანძილზე. მათი ფართი განისაზღვრება 0,1მ2 ერთ მომუშავეზე გაანგარიშებით შედარებით მრავალრიცხოვან ცვლაში, მაგრამ არანაკლებ 12მ2-ისა.
4. ბუნებრივი მასალების მოპოვების მოედნებზე, ყველაზე უფრო მრავალრიცხოვან ცვლაში, თუ მომუშავეთა რაოდენობა 15 კაცზე ნაკლებია, დაიშვება საყოფაცხოვრებო სათავსების განთავსება ბლოკკონტეინერების მობილურ შენობაში. ამ სათავსებში, დაიშვება გაანგარიშებული საშხაპეების რიცხვის შემცირება 60%-მდე