1. მოწყობილობებით წარმოქმნილი ხმაურის შესამცირებლად აუცილებელია:
ა) შესაძლებლობის მიხედვით, მართვის ორგანოების გარდა მათი დაფარვა ბგერასაიზოლაციო გარსაცმით;
ბ) გარსაცმის შიდა ზედაპირების მოპირკეთება ვიბროშთანთქმელი მასტიკებით;
გ) მბრუნავი დეტალების და კვანძების სტატიკური და დინამიკური ბალანსირების და რეგულირების სისტემატიური ჩატარება;
დ) ხმაურის წარმომქმნელი ლითონის დეტალების შეცვლა „უხმო მასალებისაგან“ დამზადებული დეტალებით.
2. ხელის მექანიზებული ხელსაწყოებით დასამუშავებელი ნაკეთობები ისე უნდა ჩაეწყოს და დამაგრდეს, რომ თავიდან ავიცილოთ დამატებითი ვიბრაციის წარმოქმნა.
3. იმ მოწყობილობებთან მუშაობისას, რომელთა ვიბრაცია გვევლინება ტექნოლოგიური პროცესის ძირითად ელემენტად (ვიბროშემჭიდროება), იკრძალება მომუშავეთა ყოფნა მოვიბრირე ზედაპირებზე.
4. ვიბრაციისაგან დასაცავად მისი გავრცელების გზებზე მოწყობილობებიდან, რომლებიც დაყენებულია გადახურვებში, საჭიროა გამოყენებული იყოს ვიბროსაიზოლაციო საყრდენები, მანქანების მომსახურების ბაქნის აკუსტიკური გართვა და სხვა მოწყობილობები
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 28. მოთხოვნები ხმაურისა და ვიბრაციისაგან დაცვისადმი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 22. საშენი მასალების და ნაკეთობების წარმოება პოლიმერული ნედლეულისგან
- მუხლი 23. მოთხოვნები ძირითადი სამუშაო ადგილებისადმი და რეკომენდაციები შრომის პროცესებზე
- მუხლი 24. მოთხოვნები გათბობისა და ვენტილაციისადმი
- მუხლი 25. მოთხოვნები განათებისადმი
- მუხლი 26. მოთხოვნები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისადმი
- მუხლი 27. მოთხოვნები სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფისადმი
- მუხლი 29. მოთხოვნები გარემოს სანიტარიული დაცვისადმი
- მუხლი 30. მოთხოვნები საწარმოო გარემოს მავნე ფაქტორების სანიტარიული კონტროლისადმი
- მუხლი 1. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. მოთხოვნები სამრეწველო საწარმოების, შენობების და ნაგებობების განთავსებისა და ტერიტორიების მოვლისადმი
- მუხლი 3. მოთხოვნები საწარმოო შენობებისა და ნაგებობებისადმი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 28, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-28/