1. ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საწარმოო ფაქტორების მომუშავეებზე მავნე ზემოქმედების სხვა მეთოდებით აცილება ტექნიკურად შეუძლებელია.
2. მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
3. სუნთქვის ორგანოების მტვრისაგან დასაცავად იმ შემთხვევებში, როცა ჰაერში არ არის მავნე ნივთიერებების ორთქლი და აირები, აუცილებელია მომუშავეების უზრუნველყოფა რესპირატორებით.
4. ინფრაწითელი და ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან თვალების დასაცავად, მტვრის ფაქტორთან მათი შესაძლო კომბინაციისას, აუცილებელია მომუშავეთა უზრუნველყოფა დამცავი სათვალეებით.
5. 2800ვტ/მ2-ზე მეტი სითბური გამოსხივებისას სამუშაოების შესრულება სპეციალური კოსტუმების და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე, რომლებიც უზრუნველყოფს მომუშავეთა ეფექტურ თბოდაცვას, არ დაიშვება.
6. სამუშაო ადგილებზე, სადაც შეიძლება ხმაურის ზდდ-ს გადამეტება, მომუშავენი უნდა იყენებდნენ სმენის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს.
7. ვიბრაციის, აგრეთვე მავნე ნივთიერებების, მექანიკური და გაცხელებული ზედაპირების და დეტალების მაღალი ტემპერატურისაგან კანის დასაცავად ზემოქმედებისაგან დასაცავად მომუშავეები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
8. მუშაკებს, რომლებიც გათვალისწინებული ნორმების გარდა მუდმივად ასრულებენ სამუშაოებს შეთავსებით, უნდა გამოეყოთ დამატებითი სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები შეთავსებული პროფესიისათვის.
9. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შენახვა, რეცხვა, დეზინფექცია, შემოწმება, გამოცდა და რემონტი უნდა წარმოებდეს ცენტრალიზებულად.
10. სპეცფეხსაცმლის რეცხვა, რემონტი და გაუვნებლობა უნდა წარმოებდეს ცენტრალიზებულად. სპეცტანსაცმლის გამოტანა წარმოებიდან და მისი რეცხვა სახლის პირობებში აკრძალულია.
11. წარმოებებში, სადაც შესაძლებელია სპეცტანსაცმლის მტვრით დაბინძურება, გათვალისწინებული უნდა იყოს მოწყობილობა მისი გაუმტვერიანებისათვის, რომელიც გამორიცხავს მტვრის გარემოში, სპეცტანსაცმლის შიგა ზედაპირზე და მომუშავის კანზე მოხვედრას.
12. მომუშავეები, რომლებიც არ არიან უზრუნველყოფილი აუცილებელი სპეცტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით ან აქვთ ისინი მოუწესრიგებელი, არ უნდა იყვნენ დაშვებული სამუშაოზე.
13. მუშებს და მოსამსახურეებს შესწავლილი უნდა ჰქონდეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესები. მათ სწორ და დროულ გამოყენებაზე კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს ტექნიკური ზედამხედველობის წესით