1. ასფალტბეტონის ქარხნების მშენებლობისას, თუ შესაძლებელია, საჭიროა ტექნოლოგიური სქემების შემცირება, ქვის მსხვრევის უბნების ნედლეულის მოპოვების ადგილებზე გატანით და ბითუმის მომზადებით – ბითუმის ბაზურ საცავებში.
2. აქტივირებული მინერალური ფხვნილის მომზადება უნდა იყოს კომპლექსურად ავტომატიზებული, განთავსდეს ჰერმეტული სათვალიერებელი და საშუქი ღიობების მქონე, მექანიკური ვენტილაციით, ორგანიზებული გამონაფრქვევების გამწმენდით აღჭურვილ შენობებში.
3. ასფალტშემრევი დანადგარების საშრობ დოლებს, აქტივირებული მინერალური ფხვნილის წარმოების მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ შემჭიდროებული შესახსრებები ნაკადური კვანძებით, რომლებიც აღჭურვილია ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციით.
4. იკრძალება საშრობი დოლების ექსპლუატაცია ნაკადური კვანძების გამწვარი კედლებით.
5. ლენტურ ტრანსპორტიორზე მინერალური ნედლეულის და აქტივირებული მინერალური ფხვნილის ნახევარფაბრიკატების გადაყრის ადგილებზე საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს საფარი მოცილებული ჰაერის გაწმენდით.
6. ქვაბებში ბითუმის დონის კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს დისტანციურად