1. სამუშაო ადგილის ორგანიზაციულ-ტექნიკური აღჭურვა (სამუშაო ავეჯი, ინსტრუმენტი, სამარჯვები და სხვ.) უნდა შეესაბამებოდეს ერგონომიის, ტექნიკური ესთეტიკის, შრომის უსაფრთხოების მოქმედი სტანდარტების და ტექნიკური პირობების, ასევე წინამდებარე სანიტარიული წესების მოთხოვნებს.
2. საწარმოო მოწყობილობების კონსტრუქცია და შრომითი პროცესები უნდა უზრუნველყოფდეს მომუშავეთა ისეთ ფიზიკურ დატვირთვას, რომელიც არ აღემატება დასაშვებ სიდიდეს.
3. ტექნოლოგიური ოპერაციების შესრულებისას, რომლებიც დაკავშირებულია მოძრაობების განსაზღვრულ სიზუსტესთან და არ თხოულობს 50 ნ-ზე მეტ ძალვას, საჭიროა ძირითად სამუშაო პოზად გამოყენებულ იქნეს „ჯდომა”.
4. სამუშაოებისას, რომლებიც თხოულობს 50-დან 100ნ-მდე ან ნაკლებ ძალვას, მაგრამ სრულდება ადვილად მოსაღწევ მოტორული ველების საზღვრებში, საჭიროა გამოყენებულ იქნეს მეტნაკლებად რაციონალურად. ცვლადი პოზა ტიპით “ჯდომა-დგომა”, რისთვისაც სამუშაო ადგილი უნდა იყოს აღჭურვილი რაციონალური სამუშაო ავეჯით (სკამები სიმაღლის სარეგულირებელი დასაჯდომებით, საიდაყვეებით და ქვესადგომით ფეხებისათვის).
5. ხშირად გასამეორებელი სამუშაო ოპერაციების შესრულებისას, რომლებიც დაკავშირებულია ლოკალურ კუნთოვან დატვირთვასთან, ცვლის განმავლობაში ხელის მტევნით და თითებით შესრულებული მოძრაობების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40000-ს და უნდა თავსდებოდეს დასაშვები სიდიდეების საზღვრებში.
6. შრომის კონვეიერული ორგანიზაციისას მომუშავეთა შრომისუნარიანობაზე და ჯანმრთელობაზე მონოტორული შრომის არასასურველი ზეგავლენის შემცირების მიზნით აუცილებელია დაინერგოს კონვეიერები თავისუფალი რიტმით, მუშაობის ბრიგადული მეთოდი და სხვ.
7. ცვლის განმავლობაში ოპტიმალური შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად საჭიროა შემუშავდეს შრომის და დასვენების რაციონალური რეჟიმი. დასვენებისათვის რეგლამენტირებული შესვენებების რაოდენობა, მათი ჩატარების დრო და ხანგრძლივობა განისაზღვრება შრომის კონკრეტული პირობებით და ხასიათით.
8. სასადილო შესვენება დგინდება 30-50 წთ-ის ხანგრძლივობით, სამუშაო დღის შუა პერიოდში არა უმეტეს ერთი საათის გადახრით.
9. მოქანცვის პროფილაქტიკის და შრომისუნარიანობის აღდგენის დაჩქარებისათვის რეგლამენტირებული შესვენების დროს საჭიროა გამოყენებული იყოს აქტიური დასვენება საწარმოო ტანვარჯიშის (საწყისი ტანვარჯიში-მოთელვა, ფიზკულტურული პაუზა, ფიზკულტ. წუთები), ფსიქოლოგიური და ფუნქციური განტვირთვის ოთახები.
10. სამუშაოებზე, რომლებიც დაკავშირებულია გარემოს არახელსაყრელ ფაქტორებთან (ხმაური, ვიბრაცია, სამუშაო ზონის ჰაერის დაბინძურება და სხვ.), რეგლამენტირებული შესვენებების დროს საწარმოო ტანვარჯიში უნდა ჩატარდეს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში ოპტიმალური პირობებით.
11. ყველა სამუშაოს შესრულება ღუმელებში, ციცხვებში, რეგენერატორებში და სხვ., რისთვისაც საჭიროა მუშის შესვლა გაცხელებული აგრეგატის შიგნით, დაიშვება ჰაერის ტემპერატურისას 300C, მაგრამ არა უმეტეს 400C (დანართი 1).
12. ღია მოედნებზე ან ფარდულებში განლაგებული მოწყობილობების მომსახურების სამუშაოების ხანგრძლივობა წლის ცივ პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს ცვლის დროის ერთ მეხუთედ ნაწილს
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 23. მოთხოვნები ძირითადი სამუშაო ადგილებისადმი და რეკომენდაციები შრომის პროცესებზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. ხის გადამამუშავებელი საწარმოები
- მუხლი 18. ფანერის წარმოება
- მუხლი 19. მერქანბურბუშელას ფილების წარმოება
- მუხლი 20. რბილი სახურავის საფარის და მასტიკის წარმოება
- მუხლი 21. ასფალტბეტონის წარმოება
- მუხლი 22. საშენი მასალების და ნაკეთობების წარმოება პოლიმერული ნედლეულისგან
- მუხლი 24. მოთხოვნები გათბობისა და ვენტილაციისადმი
- მუხლი 25. მოთხოვნები განათებისადმი
- მუხლი 26. მოთხოვნები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისადმი
- მუხლი 27. მოთხოვნები სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფისადმი
- მუხლი 28. მოთხოვნები ხმაურისა და ვიბრაციისაგან დაცვისადმი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 23, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-23/