1. საწარმოო სათავსების ჰაერის გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების სისტემები უნდა უზრუნველყოფდეს სამუშაო ადგილებზე მიკროკლიმატის დადგენილ პარამეტრებს.
2. საწარმოო შენობების გათბობა საჭიროა იყოს საჰაერო კომბინირებული, შეთავსებული მომდენ ვენტილაციასთან და ადგილობრივ გამაცხელებელ ხელსაწყოებთან, ზონებში სითბოს მიწოდების რეგულირებით.
3. საწარმოო უბნებში, რომლებიც 30მ-ზე მეტი მანძილითაა დაშორებული ფანჯრებიდან და აერაციული ღიობებიდან, წლის დროის მიუხედავად გათვალისწინებული უნდა იყოს მექანიკური მომდენ-გამწოვი ვენტილაცია.
4. ბუნებრივი ვენტილაციის დაპროექტებისას, პროექტის სამშენებლო ნაწილში გათვალისწინებული უნდა იყოს გამოსაღები ღიობები ფანჯრებში (ფრამუგები, ჟალუზები და სხვ.), მითითებულ დონეებზე ჰაერის მიწოდების დასაბუთებული გაანგარიშებით, მაგრამ გვერდითი შემინვის შუქღიობების საერთო ფართობის არა ნაკლებ 20%.
5. სველ პროცესებიან შენობებში გათვალისწინებული უნდა იყოს ტამბურები, წლის ცივ პერიოდში მათში გამთბარი ჰაერის 5-ჯერადი მოცულობის მიწოდებით, ზამთრის გამოთვლილი გარე ტემპერატურისა და ჯალამბრის გაღების ხანგრძლივობის მიუხედავად.
6. ყოველი სართულის ვენტილაცია ორ ან მეტსართულიან კორპუსებში უნდა გაანგარიშდეს ცალ-ცალკე, ქვემოთ განლაგებული სართულებიდან შემოწოვილი მავნე გამონაყოფების გათვალისწინებით.
7. სითბური გამოსხივება მუდმივ სამუშაო ადგილებზე, მათი რაციონალური განთავსების და სამრეწველო სითბოდამცავი საშუალებების გამოყენებით არ უნდა აღემატებოდეს 140 ვტ/მ2-ს სხეულის ზედაპირის არა უმეტეს 25% დასხივებისას.
8. ტექნიკური საშუალებებით მუდმივ სამუშაო ადგილებზე სითბური გამოსხივების ინტენსივობის 140 ვტ/მ2-მდე უზრუნველყოფის შეუძლებლობისას, საჭიროა გამოყენებულ იქნეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და, ასევე, დამატებით:
ა) სითბური გამოსხივებისას 140 ვტ/მ2-დან 350 ვტ/მ2-მდე საჭიროა მუდმივ სამუშაო ადგილებზე 0,2 მ/წმ-ით გაიზარდოს ჰაერის მოძრაობის სიჩქარე დანართი 2-ში მოცემულ სიდიდეებთან შედარებით;
ბ) 350 ვტ/მ2-დან 2800 ვტ/მ2-მდე სითბური გამოსხივებისას აუცილებელია ჰაეროვანი შხაპის გამოყენება დანართი 2-ის შესაბამისად.
9. ერთი საათის განმავლობაში სითბური გამოსხივების 15-30 წუთის ჯამური ხანგრძლივობის შემთხვევაში ჰაეროვანი შხაპის ნაკადის ტემპერატურის მოცემული სიდიდეების გადამეტება არ დაიშვება. მისი სიდიდე უნდა შემცირდეს დანართი 2-ში მოცემული ჰაერის ტემპერატურის გადამეტებისას ყოველ 10C-ზე 0,40C-ით, მაგრამ არანაკლებ 160C.
10. სითბური გამოსხივების ერთ საათში 15 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობისას ჰაეროვანი შხაპის ნაკადის ტემპერატურა დასაშვებია იყოს დანართ 2-ში მოყვანილ სიდიდეებთან შედარებით 20C-ით მეტი.
11. სითბური გამოსხივების ერთ საათში 30 წთ-ზე მეტი ხანგრძლივობისას ჰაეროვანი შხაპის ნაკადის ტემპერატურა დასაშვებია იყოს დანართ 2-ში მოყვანილ სიდიდეებთან შედარებით 20C-ით ნაკლები.
12. სითბური გამოსხივების ინტენსივობის შუალედური მნიშვნელობებისათვის ჰაეროვანი შხაპის ნაკადის საჭირო ტემპერატურა განისაზღვრება ინტერპოლაციით.
13. ჰაეროვანი შხაპის ორგანიზაციის ტექნიკური შეუძლებლობის შემთხვევაში მომუშავეთა სითბური დაცვის უზრუნველყოფა ხდება სითბური დასხივების წყაროს მოქმედების ზონაში მათი ყოფნის ზღვრული დროის რეგლამენტაციით.
14. საწარმოო სათავსებში, რომლებშიც მიკროკლიმატის დასაშვები ნორმატიული სიდიდეების მაჩვენებლების დაცვა შეუძლებელია საწარმოო პროცესებისადმი ტექნოლოგიური მოთხოვნების ან ეკონომიკურად დასაბუთებული მიზანშეუწონლობის გამო, უზრუნველყოფილი უნდა იქნას მომუშავეთა ორგანიზმის შესაძლო გადახურების და გადაცივებისაგან დაცვა (ჰაერის ადგილობრივი კონდინცირების სისტემა, ჰაეროვანი შხაპი, სათავსები დასვენებისა და გათბობისათვის, ჰაეროვანი ოაზისი, სპეცტანსაცმელი და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები, შრომის და დასვენების დროის რეგლამენტაცია და ა.შ.). სითბური ტრავმის პროფილაქტიკის მიზნით ტექნიკური აღჭურვილობისა და მათი შემომზღუდი მოწყობილობების გარე ზედაპირების ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 450C-ს.
15. ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციის გამწოვი სისტემისათვის, რომელიც გაიწოვს საშიშროების I და II კლასის მავნე ნივთიერებებს, აგრეთვე ფეთქებადსაშიშ ნივთიერებებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს გამწოვი შახტების ვენტილატორების და სარქველების ელექტროძრავების ბლოკირება ტექნოლოგიური აღჭურვილობის გამშვებ მოწყობილობასთან.
16. ჰაერგამტარები, აირგამწოვი არხები, გამწოვი მოწყობილობები აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობებით მოცილებული მტვრისა და შლამის პერიოდული მექანიკური გაწმენდისათვის.
17. გაწოვილი ჰაერის სიჩქარე, ტექნიკური აღჭურვილობის საფარის ღია ღიობებში უნდა იყოს:
ა) საშიშროების I კლასის ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისას არანაკლებ 1,5 მ/წმ;
ბ) საშიშროების II კლასის ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისას არანაკლებ 1,0 მ/წმ;
გ) საშიშროების III და IV კლასის ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისას არანაკლებ 0,7 მ/წმ;
დ) მტვრის გამოყოფის შესაძლებლობისას არანაკლებ 1,5 მ/წმ.
18. ატმოსფეროში გაფრქვევამდე სავენტილაციო დანადგარებით მოცილებული და მავნე ნივთიერებების შემცველი ჰაერი წინასწარ უნდა გაიწმინდოს იმგვარად, რომ ამ ნივთიერებების კონცენტრაციები დასახლებული პუნქტების ატმოსფერულ ჰაერში და შენობების შიგნით არსებულ ჰაერში არ აღემატებოდეს ზღვრულად დასაშვებს.
19. როგორც ახლად დამონტაჟებული, ისე რეკონსტრუქციის ან კაპიტალური რემონტის შემდეგ ექსპლუატაციაში შესული ყველა სავენტილაციო დანადგარი უნდა იყოს გამოცდილი მათი ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით. სავენტილაციო დანადგარების გამოცდის პერიოდულობა დგინდება სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით. გამოცდის შედეგების საფუძველზე ყველა სავენტილაციო დანადგარისათვის შედგენილ უნდა იქნეს პასპორტი და ექსპლუატაციის, გაწმენდისა და რემონტის პერიოდულობის ინსტრუქცია
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 24. მოთხოვნები გათბობისა და ვენტილაციისადმი
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი საათის განმავლობაში
- განაკვეთი 20%
- განაკვეთი 25%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. ფანერის წარმოება
- მუხლი 19. მერქანბურბუშელას ფილების წარმოება
- მუხლი 20. რბილი სახურავის საფარის და მასტიკის წარმოება
- მუხლი 21. ასფალტბეტონის წარმოება
- მუხლი 22. საშენი მასალების და ნაკეთობების წარმოება პოლიმერული ნედლეულისგან
- მუხლი 23. მოთხოვნები ძირითადი სამუშაო ადგილებისადმი და რეკომენდაციები შრომის პროცესებზე
- მუხლი 25. მოთხოვნები განათებისადმი
- მუხლი 26. მოთხოვნები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისადმი
- მუხლი 27. მოთხოვნები სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფისადმი
- მუხლი 28. მოთხოვნები ხმაურისა და ვიბრაციისაგან დაცვისადმი
- მუხლი 29. მოთხოვნები გარემოს სანიტარიული დაცვისადმი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 24, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-24/