1. საწარმოების მშენებლობის და რეკონსტრუქციის პროექტებში უნდა შედიოდეს მონაცემები საქართველოს შრომის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დადგენილ მოთხოვნათა დაცვის ღონისძიებათა შესახებ.
2. მშენებლობის (რეკონსტრუქციის) პროექტებში მოყვანილი უნდა იყოს დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პროგნოზული გაანგარიშების დონეები ფონური (არსებული) დაბინძურების გათვალისწინებით.
3. დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის მოსალოდნელი დაბინძურების პროგნოზი უნდა სრულდებოდეს როგორც საშენი მასალების საწარმოების გამონაფრქვევებში წამყვანი მავნე ნივთიერებების შემცველობაზე (ნახშირბადის და აზოტის ოქსიდები, გოგირდის ანჰიდრიდი, მტვერი), ისევე გამონაფრქვევების ცალკეული საწარმოებისათვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ინგრედიენტებზე.
4. პროექტში განსაკუთრებით უნდა იყოს გამოყოფილი ბუნების დაცვის ტექნოლოგიური ზომები ატმოსფეროში გამოფრქვეული იმ მავნე ნივთიერებების მიმართ, რომლებისთვისაც ამ დროისათვის არ არსებობს გაწმენდის ეფექტური საშუალებები.
5. პროექტში წარმოდგენილი უნდა იყოს გადაწყვეტილებები დასახლებული ადგილების ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ზდკ-ების დაცვის შესახებ სამრეწველო გამონაფრქვევების გაბნევისათვის არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების პერიოდში (შტილი, ინვერსია, ნისლი, და სხვ.), როცა შეიძლება მოხდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დროებითი მკვეთრი მომატება.
6. პროექტში მოყვანილი უნდა იყოს სანიტარიული დაცვის ზონის ზომების, ორგანიზაციის და კეთილმოწყობის დასაბუთება.
7. მოქმედი საწარმოს საწარმოო მოედანზე ახალი საამქროების და წარმოებების მშენებლობა დაიშვება აუცილებელი ტერიტორიის არსებობისას, რომელიც უზრუნველყოფს მათი განთავსების შესაძლებლობას გამოყოფილი მავნეობების ხასიათის გათვალისწინებით და შენობებს შორის საკმარისი მანძილის დაცვას, ასევე მიმდებარე საცხოვრებელი ტერიტორიების ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დონეზე შენარჩუნებას.
8. გასაშვები კომპლექსები უნდა შეიცავდეს ყველა ღონისძიებას, რომელიც აუცილებელია მოცემული წარმოების გამონაფრქვევებით გარემოს დაბინძურებისაგან დასაცავად.
9. საწარმოების გაფართოების, რეკონსტრუქციის და ტექნიკური გადაიარაღებისას საჭიროა განხორციელებული იყოს ღონისძიებები ატმოსფეროში გამონაფრქვევების წყაროებისათვის აირმტვერდამჭერი დანადგარების მშენებლობისა და უკვე არსებული მოწყობილობების მოდერნიზაციისა და სრულყოფისათვის.
10. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ავარიული გაჩერების შემთხვევაში, ძირითადი მოწყობილობებიც ტექნიკური ციკლის დამთავრებისთანავე დაუყოვნებლივ უნდა გამოირთოს.
11. პროექტში მოყვანილი უნდა იყოს მასალები:
ა) წყალმომარაგების წყაროების არჩევის დასაბუთებისათვის წარმოების განვითარების პერსპექტივის, ახალი ქალაქის ან დასახლების მშენებლობის და არსებულის გაფართოების გათვალისწინებით;
ბ) ახალი მშენებლობისათვის მოედნის შერჩევის დასასაბუთებლად, მის განსალაგებლად დასახლებული პუნქტის მიმართებაში, წარმოების ჩამდინარე წყლების ადგილის, ზედაპირული ჩამონადენის არინების შესაძლებლობის დასაბუთებისათვის. ჩამონადენის წყალსადენისაგან იზოლაციის აუცილებლობის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს საგროვებელი მოცულობები მიწისქვეშა ჰორიზონტებში ფილტრაციის გამორიცხვით;
გ) კანალიზაციის სისტემის გადაწყვეტის დასასაბუთებლად (სამრეწველო, სანიაღვრე, სამეურნეო-ფეკალური).
12. საწარმოებში აუცილებლად უნდა გატარდეს ღონისძიებები წყალმოხმარებისა და წყალჩაშვების მოცულობის შესამცირებლად, წარმოების რაციონალური ტექნოლოგიის, გაუდენადი სისტემის საბრუნავი და მეორადი წყალმომარაგების სისტემაში გაწმენდილი ჩამდინარე წყლების მაქსიმალური გამოყენების ხარჯზე.
13. წარმოების გაუდინარ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს მცირენარჩენიანი და უნარჩენო ტექნოლოგიის მაქსიმალური დანერგვის გზით.
14. საწარმოს წყალმომარაგების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს (საჭიროების შემთხვევაში) ჩამდინარე წყლების განცალკევებას მათში შემავალი გამაბინძურებლების ხასიათის შესაბამისად, საერთო ჩანადენის და გამონაყოფების სანიაღვრე კანალიზაციაში მოხვედრას და ჭარბი ჩამდინარე წყლების წარმოქმნის თავიდან აცილებას.
15. ჩამდინარე წყლების გაწმენდის ხარისხი განისაზღვრება მათი საწყისი შემადგენლობის და შემდგომი გამოყენების ხასიათის შესაბამისად. მიკრობული გაბინძურების შემთხვევაში სამრეწველო ჩამდინარე წყლების სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლებთან ერთად გაწმენდის შემთხვევაში ეს უკანასკნელი ექვემდებარება აუცილებელ გაუვნებლობას.
16. ჩამდინარე წყლების გაბინძურების ხარისხის შესამცირებლად საწარმოებში აუცილებლად უნდა დაინერგოს ეფექტური ტექნოლოგიური ღონისძიებები ჩამდინარე წყლებიდან მყარი გამაბინძურებელი ნივთიერებების (შლამი, წიდა, ნაცარი და ა.შ.), ფისების, ზეთების და სხვ. მოსაცილებლად.
17. ჩამდინარე წყლების გაწმენდის და გაუვნებლობის ნაგებობების ექსპლუატაციის პირობებისა და მუშაოების ეფექტურობის, ჩამდინარე წყლების მოცილების პირობების საწარმოო კონტროლს უნდა აწარმოებდეს აღნიშნული ნაგებობების ექსპლუატაციის უზრუნველმყოფი საწარმოების ლაბორატორიები.
18. საშენ მასალათა საწარმოების ნარჩენებისაგან ნიადაგის დაბინძურების სანიტარიული დაცვის უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ 2003 წლის 24 თებერვლის 38/ნ ბრძანებით დამტკიცებული "მეთოდური მითითებები ნიადაგების ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების საშიშროების ხარისხის შეფასებაზე“ შესაბამისად.
19. სამრეწველო საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს ტექნოლოგიური ციკლი მყარი ნარჩენების მაქსიმალური უტილიზაციით.
20. საწარმოებმა უნდა შეიმუშავონ:
ა) ტერიტორიაზე არაუტილიზებული ნარჩენების დროებით შენახვის და ტრანსპორტირების (გაუვნებლობის ადგილებზე) წესები, რაც გამორიცხავს მათ ამტვერებას, გაბნევას, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიის და დასახლებული ადგილების ნიადაგის დაბინძურებას;
ბ) არაუტილიზებული ტოქსიკური ნარჩენების შეგროვებაზე, დატვირთვაზე, ტრანსპორტირებაზე, განტვირთვაზე, ჩამარხვისა და გაუვნებლობის პოლიგონებზე ჩაბარებაზე დაკავებული მუშების მიერ სათანადო წესების დაცვის ინსტრუქციები
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 29. მოთხოვნები გარემოს სანიტარიული დაცვისადმი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. მოთხოვნები ძირითადი სამუშაო ადგილებისადმი და რეკომენდაციები შრომის პროცესებზე
- მუხლი 24. მოთხოვნები გათბობისა და ვენტილაციისადმი
- მუხლი 25. მოთხოვნები განათებისადმი
- მუხლი 26. მოთხოვნები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისადმი
- მუხლი 27. მოთხოვნები სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფისადმი
- მუხლი 28. მოთხოვნები ხმაურისა და ვიბრაციისაგან დაცვისადმი
- მუხლი 30. მოთხოვნები საწარმოო გარემოს მავნე ფაქტორების სანიტარიული კონტროლისადმი
- მუხლი 1. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. მოთხოვნები სამრეწველო საწარმოების, შენობების და ნაგებობების განთავსებისა და ტერიტორიების მოვლისადმი
- მუხლი 3. მოთხოვნები საწარმოო შენობებისა და ნაგებობებისადმი
- მუხლი 4. მოთხოვნები საწარმოო პროცესებისა და მოწყობილობებისადმი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 29, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-29/