1. ქვანახშირის მოპოვებისა და გამდიდრების დროს გამოყენებული ტექნოლოგიური პროცესები, მანქანები და მოწყობილობები უნდა უზრუნველყოფდეს სანიტარიული ნორმებით დადგენილი მოთხოვნების დაცვას.
2. მტვრის დათრგუნვის მიზნით უნდა გამოიყენებოდეს სასმელი წყალი, რომელიც შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული სანიტარიული წესებისა და ნორმების „სასმელი წყალი. ჰიგიენური მოთხოვნები სასმელი წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემების წყლის ხარისხისადმი. ხარისხის კონტროლი” მოთხოვნებს. სასმელი წყლის არარსებობისას ან ნაკლებობისას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახის წყლები, რომელიც არ შეიცავს მავნე მინარევებს მისი წინასწარი გაწმენდისა და გაუვნებელყოფის პირობის აუცილებელი დაცვით, სანიტარიული ზედამხედველობის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით.
3. გამამდიდრებელ ფაბრიკებში ტექნიკური წყალმომარაგების წყაროების გამოყენება უნდა იქნეს შეთანხმებული სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან.
4. ტექნიკური და სასმელი წყალი წელიწადში 2-ჯერ (ზაფხული და ზამთარი) უნდა ექვემდებარებოდეს ქიმიურ და ბაქტერიოლოგიურ ანალიზს.
5. აკრძალულია შახტის და სხვა წყლების გამოყენება მტვრის დათრგუნვის მიზნით სარწყავებში, ნისლწარმომქმნელებში და საბურღ მანქანებში მისაწოდებლად, თუ რადონის ან თორონის კონცენტრაცია მათში აღემატება 1X10-9კიური/ლ.
6. თუ არ არსებობს წყალმომარაგების სხვა წყაროები, მაშინ დიდი რაოდენობით ემანაციის შემცველი წყლების გამოსაყენებლად საჭიროა მათი დეზემანირების ღინისძიებების მიღება.
7. სამუშაო ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების (შემდეგ – ზან) გამოყენება დალექილი მტვრის შებოჭვის მიზნით უნდა წარმოებდეს მხოლოდ მექანიზებული ხერხით.
8. აკრძალულია მაღალკონცენტრირებული ზან-გან ხსნარების მომზადება ინდივიდუალური დაცვის საშუალებათა (სათვალე, რესპირატორები ან აირწინაღები, სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, თათმანები) გამოყენების გარეშე.
9. რადიაქტიური გამოსხივების წყაროების მქონე ხელსაწყოების მოწყობა და ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს „საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული უსაფრთხოების ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 26 მარტის №132/ნ ბრძანებისა და „რადიაქტიურ ნივთიერებებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაოების ძირითადი სანიტარიული წესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 4 მარტის №42/ნ ბრძანების მოთხოვნებს.
10. ვიბრაციის და ხმაურის მაგენერირებელი სამთო მანქანები უნდა აღიჭურვოს დისტანციური მართვის სისტემებით. ოპერატორის მიერ მანქანის მართვის აუცილებლობისას კი უნდა გამოიყენებოდეს დაცვის საშუალებები (ვიბროდამცავი დასაჯდომები, დგიმთამწეები, ვიბროიზოლირებული მოედნები და საფეხურები, ხმაურ- და ვიბრომაიზოლირებელი კაბინები და სხვ.), აგრეთვე ხმაურისა და ვიბრაციისაგან დაცვის ინდივიდუალური საშუალებები.
11. შიდაწვის ძრავების გამოყენებისას შახტებში აუცილებელია ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც თავიდან აგვაცილებს მომუშავეებზე გამონაბოლქვი აირების ტოქსიკურ ნივთიერებათა ზემოქმედებას.
12. შიდაწვის ძრავების გამონაბოლქვ აირებში ტოქსიკური ნივთიერებების განსაზღვრა უნდა ხდებოდეს მძღოლთა სამუშაო ადგილებზე, აგრეთვე სხვა მომუშავეთა სამუშაო ადგილებზე