1. ბუნებრივი და ხელოვნური განათება მიწისქვეშა გვირაბებში, შენობა-ნაგებობებსა და სათავსებში, აგრეთვე ღამის პერიოდში სამრეწველო მოედნების ზედაპირის განათება უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო ნორმებისა და წესების „ბუნებრივი და ხელოვნური განათება”, აგრეთვე უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებს.
2. სანათებით, რომლებიც იკვებებიან ელექტრული ქსელიდან 220ვ ძაბვით, მიწისქვეშა პირობებში დაიშვება განათდეს:
ა) სატრანსპორტო საშუალებებში მუშაკთა ჩასხდომის პუნქტები და მათთან მისასვლელები;
ბ) გვირაბები, რომლებიც აღჭურვილია ლენტისებრი კონვეიერებით და მუშაკთა გადასაყვანად განკუთვნილი კიდული სავარძლიანი გზებით, აგრეთვე, სწრაფმავალები, რომლებიც აღჭურვილია მექანიზებული გადამყვანით და სამედიცინო პუნქტები;
გ) სტაციონარული ტექნიკის (ელექტრომანქანური და ჯალამბრიანი საკნები, ცენტრალური მიწისქვეშა ქვესადგურები, მიწისქვეშა საშემკეთებლო სახელოსნოები და სხვ.) განლაგების ადგილები;
დ) სტაციონარული დამტვირთავ-გადამტვირთავი და სხვა ტექნიკის მუშაობის ადგილები.
3. მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებში ყველა მომუშავე უზრუნველყოფილ უნდა იქნას ინდივიდუალური აკუმულატორული სანათებით, რომელიც გაიცემა შახტაში ჩასვლისას. ინდივიდუალური სანათის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს 10 სთ უწყვეტი მუშაობისას დაკვირვების ობიექტთა საკმარის და სტაბილურ განათებას, მოხერხებულ ექსპლუატაციას, აგრეთვე გამორიცხავდეს ელექტროლიტის გაჟონვას და მომუშავის კანსა და ტანსაცმელზე მისი მოხვედრის შესაძლებლობას.
4. ლუმინესცენტური დანადგარებით შექმნილი განათებულობის პულსაციის კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს 20%-ს. სტაციონარული გამანათებელი დანადგარების ექსპლუატაციისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ტექნიკური ზომები სამუშაოების წარმოების ზონებში სტრობოსკოპული ეფექტის შესამცირებლად.
5. ვარვარების ნათურები ზოგადი განათებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს:
ა) სათავსებში, სადაც სწარმოებს მცირე სიზუსტის სამუშაო, რომელიც მოითხოვს ზოგად დაკვირვებას საწარმოო პროცესის მსვლელობაზე;
ბ) ტექნოლოგიური მოედნების, ხიდურების, ვარდნილებისა და ა.შ. განათებისათვის, თუ ამ ადგილებში სინათლის სხვა წყაროების დაყენება ტექნიკურად შეუძლებელია;
გ) დამხმარე და საყოფაცხოვრებო სათავსების განათებისათვის.
6. საწარმოებში გამოყოფილ უნდა იქნეს სპეციალურად მოწყობილი ადგილები და სათავსები გამოყენებული ლუმინესცენტული ნათურების შესანახად, აგრეთვე სახელოსნოები ლამპარების შეკეთებისა და გაწმენდისათვის
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 8. მოთხოვნები განათებისადმი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 20%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. მოთხოვნები სამრეწველო საწარმოების, შენობების და ნაგებობების განთავსებისა და ტერიტორიების მოვლისადმი
- მუხლი 3. მოთხოვნები საწარმოო შენობებისა და ნაგებობებისადმი
- მუხლი 4. მოთხოვნები საწარმოო პროცესებისა და მოწყობილობებისადმი
- მუხლი 5. მოთხოვნები სამუშაო ადგილებისა და საწარმოო პროცესებისადმი ქვანახშირის მიწისქვეშა მოპოვებისას
- მუხლი 6. მოთხოვნები სამუშაო ადგილებისა და საწარმოო პროცესებისადმი გამამდიდრებელ და ბრიკეტის ფაბრიკებში
- მუხლი 7. მოთხოვნები ვენტილაციისა და გათბობისადმი
- მუხლი 9. მოთხოვნები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისადმი
- მუხლი 10. მოთხოვნები მომუშავეთა სანიტარიულ–საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფისადმი
- მუხლი 11. მოთხოვნები წყლის მიღებისა და კვების რეჟიმისადმი
- მუხლი 12. სამთო სამუშაოების წარმოებისა და სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრებისას წყლის რესურსების, ადგილმდებარეობის რელიეფის, ნიადაგისა და ატმოსფეროს კეთილსაიმედო მდგომარეობის შესანარჩუნებლად მიღებული უნდა იქნეს
- მუხლი 13. მოთხოვნები წყლის რესურსების სანიტარიული დაცვისადმი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 8, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-8-2/