1. მავნე ფაქტორების წარმოქმნის გამორიცხვის ან მათი დონისა და მათთან კონტაქტის დროის შემცირების მიზნით ქვანახშირის გამდიდრების ტექნოლოგია უნდა ითვალისწინებდეს:
ა) უწყვეტ და ნაკადურ წარმოებათა გამოყენებას;
ბ) ტექნოლოგიური პროცესების მსვლელობისა და მოწყობილობის მუშაობის დისტანციურ მართვასა და კონტროლს;
გ) წარმოების, ნედლეულის და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლის პროცესის მექანიზაციასა და ავტომატიზაციას;
დ) გადაზიდვათა ადგილების რაოდენობის და ფხვიერი მასალების ვარდნის სიმაღლის მინიმალურად შესაძლო შემცირებას;
ე) მოწყობილობის განთავსების ოპტიმალური სიმკვრივის გამოყენებას, რომელიც უზრუნველყოფს მისი თავისუფალი მომსახურების და აკუსტიკურად დასაშვები პირობების შექმნის შესაძლებლობას;
ვ) საწარმოო სათავსების საჰაერო გარემოში მტვრისა და აიროვანი პროდუქტების გამოყოფასთან დაკავშირებული პროცესებისა და მოწყობილობის იზოლაციისა და ჰერმეტიზაციის გამოყენებას.
2. მტვერსაწინააღმდეგო ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება ქვანახშირის მიღების, მომზადების, გამოშრობისა და მზა პროდუქციის დატვირთვის, პნევმატური სეპარაციის, დალექვის წინ მშრალი კლასიფიკაციისა და მტვრისაგან გაწმენდის უბნებზე, უნდა უზრუნველყოფდეს სამუშაო ზონის ჰაერში მტვრის კონცენტრაციის შენარჩუნებას ზდკ-ს დონეზე. ძირითადი ყურადღება უნდა დაეთმოს სამუშაო ზონის ჰაერში მტვრის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს (ასპირაციული თავშესაფრების შემჭიდროება, ასპირაციული სისტემების გამართული მუშაობა, ოპტიმალური ჰიდრომორწყვა) და მეორადი მტვერგამოყოფის თავიდან აცილებას (პნევმოდალაგებისა და ჰიდროგადარეცხვის გამოყენება მოწყობილობიდან და გადასაფარებიდან მტვრის მოსაშორებლად).
3. მაღალი მტვერწარმოქმნის უნარის მქონე ქვანახშირის გამდიდრებისას, შემაკავშირებელი დანამატების სახით გამოყენებულ უნდა იქნეს „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქიმიური ნივთიერებები.
4. სამსხვრეველებზე, სატრანსპორტიორო ლენტებზე, ცხავებსა და სხვა ტექნიკურ აღჭურვილობაზე ნედლეულისა და მზა პროდუქციის დატვირთვის, გადმოტვირთვისა და გადაყრის ადგილები აღჭურვილი უნდა იქნას ასპირაციული გადახურვებითა და მტვრისაგან გაწმენდის სისტემებით, რომელთა მუშაობა ბლოკირებული უნდა იქნეს ტექნოლოგიური მოწყობილობების მუშაობასთან. ბლოკირება უნდა უზრუნველყოფდეს ასპირაციისა და მტვრისაგან გაწმენდის სისტემათა ჩართვას მუშაობის დაწყებამდე 3-5 წუთით ადრე და მათ გამორთვას გაჩერებიდან 5 წუთის შემდეგ.
5. სამუშაო ზონის ჰაერში მაღალი სიმკვრივის მინერალური ფხვნილების ნაწილაკთა მოხვედრის თავიდან აცილებისათვის, რომლებიც გამოიყენება მძიმე გარემოში გამდიდრებისათვის, სუსპენზიათა მომზადების ყველა ოპერაცია უნდა ტარდებოდეს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციით აღჭურვილ თავშესაფრებში.
6. რეაგენტების, ფლოტაციის, რეგენერაციის, სორბციის, გასაშრობ და გაუვნებელყოფის განყოფილებათა სათავსებში უნდა ხორციელდებოდეს პერიოდული კონტროლი ჰაერში მავნე აირების შემცველობაზე. ჰაერში მავნე აირების არსებობისას კონცენტრაციებით, რომლებიც აღემატება ზდკ-ს, მიღებულ უნდა იქნეს ლიკვიდაციის ზომები.
7. საკონტაქტო კოდებში, საფლოტაციო მანქანებსა და აგრეგატებში რეაგენტების მიწოდების სისტემა უნდა ხორციელდებოდეს დახურული კომუნიკაციებით, ამასთან, მიღებულ უნდა იქნეს ზომები ფლოტომანქანების ღართა ბორტებში ქაფის და პულპის მოშხეფვისა და გადაქცევის თავიდან ასაცილებლად.
8. პნევმატური გამდიდრების ფაბრიკების ყველა მომუშავე, აგრეთვე, ქანების შემრჩევლები, მეძრავეები, ზეინკლები და სხვა პროფესიის მუშაკები, რომლებიც ემსახურებიან მტვრიან მოწყობილობებს ფაბრიკებში გამდიდრების თხიერი მეთოდებით, უზრუნველყოფილ უნდა იქნენ მტვრისაგან სუნთქვის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
9. მომუშავენი, რომლებიც ემსახურებიან მოწყობილობას ღია წყლიანი ზედაპირით (დამლექავი და საფლოტაციო მანქანები, შემსქელებლები), აგრეთვე ჰიდროციკლონებს, დაცულ უნდა იქნენ შხეფებისაგან და უზრუნველყოფილნი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
10. განყოფილებებში, სადაც შესაძლებელია მომუშავეთა კონტაქტი ფლოტორეაგენტებთან, დაყენებულ უნდა იქნეს პირსაბანები ცივი და ცხელი წყლის მიწოდებით, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოწყობილობები კანზე მოხვედრილი ნივთიერებების სწრაფად მოცილებისათვის, წყლის ჭავლით ჩამობანის გზით.
11. ავტომატიზებული უნდა იქნეს პულპის, ხსნარებისა და რეაგენტების ნიმუშების აღება საწარმოო ტევადობებიდან.
12. სამსხვრევ-დამაფასოებელი, სატრანსპორტო და გამამდიდრებელი მოწყობილობების (სამსხვრეველები, ცხავები, სეპარატორები, დამლექავი მანქანები და ა.შ.) მიერ წარმოქმნილი ხმაურისა და ვიბრაციის დონეთა შემცირება უნდა წარმოებდეს წარმოქმნის წყაროებში მათი აღმოფხვრის საფუძველზე (ვიბრომაიზოლირებელი საძირკველი, ამორტიზატორები, ხმაურის მაიზოლირებელი გარსაცმები და ა.შ.), გავრცელების გზაზე (ეკრანები, ღობეები, აკუსტიკური ნაკერი და ა.შ.), მომსახურების ზონებში (ვიბროიზოლირებული მოედნები, დასაჯდომები, პატარა ხალიჩები, ხმაურიზოლირებული კაბინები და ა.შ.), აგრეთვე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (ხმაურის საწინააღმდეგო საყურისები და სადებები, ვიბროჩამხშობი ფეხსაცმელი და თათმანები) გამოყენებით.
13. ხელით სიმძიმეების აწევისა და გადანაცვლების დროს ზღვრულად დასაშვები სიდიდეები შეადგენს: ქალებისათვის – სიმძიმეების აწევა და გადანაცვლება სხვა სამუშაოსთან მონაცვლეობისას (2-მდე 1სთ-ში) – 10კგ, სიმძიმეების აწევა და გადანაცვლება სამუშაო ცვლის განმავლობაში – 7კგ. მამაკაცებისათვის – შესაბამისად 20-15 კგ
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 6. მოთხოვნები სამუშაო ადგილებისა და საწარმოო პროცესებისადმი გამამდიდრებელ და ბრიკეტის ფაბრიკებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 30. მოთხოვნები საწარმოო გარემოს მავნე ფაქტორების სანიტარიული კონტროლისადმი
- მუხლი 1. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. მოთხოვნები სამრეწველო საწარმოების, შენობების და ნაგებობების განთავსებისა და ტერიტორიების მოვლისადმი
- მუხლი 3. მოთხოვნები საწარმოო შენობებისა და ნაგებობებისადმი
- მუხლი 4. მოთხოვნები საწარმოო პროცესებისა და მოწყობილობებისადმი
- მუხლი 5. მოთხოვნები სამუშაო ადგილებისა და საწარმოო პროცესებისადმი ქვანახშირის მიწისქვეშა მოპოვებისას
- მუხლი 7. მოთხოვნები ვენტილაციისა და გათბობისადმი
- მუხლი 8. მოთხოვნები განათებისადმი
- მუხლი 9. მოთხოვნები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისადმი
- მუხლი 10. მოთხოვნები მომუშავეთა სანიტარიულ–საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფისადმი
- მუხლი 11. მოთხოვნები წყლის მიღებისა და კვების რეჟიმისადმი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 6, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-6-2/