1. საწარმოო შენობებისა და ნაგებობების მოცულობით-დაგეგმარებითი, კონსტრუქციული გადაწყვეტილებები, შენობის შიგნით ტექნოლოგიური უბნების (საამქროების) განლაგება, საწარმოო შენობებისათვის ვენტილაცია და გათბობა უნდა უზრუნველყოფდეს მავნე საწარმოო ფაქტორების სხვა უბნებზე გავრცელების თავიდან აცილებას და შეესაბამებოდეს სანიტარიული ნორმების მოთხოვნებს.
2. არ დაიშვება საწარმოების განთავსება შენობებში ბუნებრივი განიავებისა და განათების გარეშე. ფრამუგებს და აერაციულ ფანჯრებს უნდა ჰქონდეთ მოსახერხებელი მექანიზმები ადვილად გაღებისა და დახურვისათვის. მრავალსართულიან შენობებში მუდმივი სამუშაო ადგილების არსებობისას ან საწარმოო მოწყობილობათა სხვადასხვა სართულზე პერიოდული მომსახურეობის აუცილებლობისას (3-ზე მეტად ერთ ცვლაში) გათვალისწინებულ უნდა იქნეს სატვირთო-სამგზავრო ლიფტის მოწყობა. კიბის მარშები და ამწე ლიფტები განცალკევებულ უნდა იქნეს იზოლირებულ შახტებში, რომლებიც უკავშირდებიან შესაბამის სართულს ტამბურ-რაბით.
3. შახტის ზემოთ განლაგებულ შენობაში უშუალოდ შახტის ჭაურთან, მომუშავეთა მოსაცდელ ოთახში ჰაერის ტემპერატურა უნდა შეადგენდეს არანაკლებ +160C.
4. შენობათა კედლებისა და კიდული კონსტრუქციების ზედაპირი უნდა იყოს გლუვი და არ უწყობდეს ხელს მტვრის დაგროვებას. ოთახების შიდა მოპირკეთება უნდა გამორიცხავდეს მავნე ნივთიერებების სორბციის შესაძლებლობას.
5. იატაკის ზედაპირი ადვილად უნდა იწმინდებოდეს მტვრისაგან და იყოს მდგრადი მექანიკური და ქიმიური ზემოქმედების მიმართ, ამასთან, ჰქონდეს დახრა საკანალიზაციო მოწყობილობისაკენ ტექნოლოგიური პროცესების და სველი წესით დალაგებისას წარმოქმნილი სითხის ჩადინებისათვის.
6. საწარმოო შენობა-ნაგებობები უზრუნველყოფილ უნდა იქნეს დალექილი მტვრის ასაღები მოწყობილობებით. საწარმოო სათავსების, კიდული კონსტრუქციების, მანქანებისა და მოწყობილობების მტვრისაგან გაწმენდა მეორადი მტვრის თავიდან ასაცილებლად უნდა წარმოებდეს მეთოდებით, რომლებიც თავიდან აგვაცილებს მტვრის დალექილი ნაწილაკების ატაცებას (პნევმოდალაგება ასპირაციის საშუალებით, ჰიდროდალაგება და სხვ.).
7. ასპირაციული საფარით აღჭურვილი მანქანების, მექანიზმების და მოწყობილობების წმენდა მტვრისაგან აუცილებელია წარმოებდეს ჩართული ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციისას.
8. მტვრის წმენდით დასაქმებული მუშაკები უზრუნველყოფილ უნდა იყვნენ სპეცტანსაცმლით, ასევე სუნთქვის და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
9. მანქანები, მოწყობილობა და იატაკი უნდა იწმინდებოდეს მტვრისაგან ყოველი ცვლის ბოლოს.
10. კედლები სათავსებში, რომლებიც არ არის დაკავშირებული მტვრის ინტენსიურ გამოყოფასთან, უნდა იწმინდებოდეს მტვრისაგან არანაკლებ თვეში ერთხელ. გამამდიდრებელ ფაბრიკებში პნევმატური მეთოდით გამდიდრებისას, ასევე ნახშირის კონცენტრატის გამოშრობის საამქროებში და მისი ტრანსპორტირების გზაზე კედლების წმენდა უნდა სწარმოებდეს არა ნაკლებ კვირაში ერთხელ.
11. დანადგარების მართვის პოსტები, სადისპეტჩერო პუნქტებისა და საამქროს ადმინისტრაციის ნაგებობები განლაგებულ უნდა იქნენ ხმაურისაგან იზოლირებულ ცალკე შენობებში ან კაბინებში, რომლებშიც ხმაურის დონე შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებულ სანიტარიულ წესებსა და ნორმებს „ხმაური სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე”.
12. სავენტილაციო და ასპირაციული დანადგარების, შახტის ასასვლელების, სამსხვრეველების და ცხავების მართვის პოსტები უნდა იქნენ ვიბრო და ხმაურ იზოლირებული.
13. ფართობი, რომელშიც ხმაურის წყაროა განლაგებული, გამიჯნულ უნდა იქნეს სხვა უბნებისაგან. ხმაურისაგან დასაცავად გამოყენებული კონსტრუქციები, ნაკეთობები და მასალები არ უნდა გამოყოფდეს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს.
14. სამუშაო მოედნები ნახშირის გამამდიდრებელ ფაბრიკებსა და უბნებში, სადაც განლაგებულია ვიბრაციის მაგენერირებელი მოწყობილობა და იმყოფებიან ადამიანები, აღჭურვილ უნდა იქნეს ვიბროჩამხშობი საშუალებებით. ამ მოედნებზე ვიბრაცია არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული სანიტარიული წესებისა და ნორმების „საწარმოო ვიბრაცია, ვიბრაცია საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში” მოთხოვნებს.
15. საწარმოო სათავსებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს გასასვლელები, მოედნები, აგრეთვე სპეციალური მოწყობილობები და ხელსაწყოები, შეკეთების, შემინვისა და მინების ორმხრივი გაწმენდის სამუშაოების მოსახერხებელი და უსაფრთხო შესრულებისათვის, სააერაციო სარკმელებისა და გამანათებელი არმატურის მომსახურებისათვის.
16. დაუშვებელია ახალი და რეკონსტრუირებული საწარმოების ექსპლუატაციაში შეყვანა, რომლებიც არ არიან უზრუნველყოფილნი მავნე საწარმოო ფაქტორებთან ბრძოლის ღონისძიებათა კომპლექსით
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 3. მოთხოვნები საწარმოო შენობებისა და ნაგებობებისადმი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 27. მოთხოვნები სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფისადმი
- მუხლი 28. მოთხოვნები ხმაურისა და ვიბრაციისაგან დაცვისადმი
- მუხლი 29. მოთხოვნები გარემოს სანიტარიული დაცვისადმი
- მუხლი 30. მოთხოვნები საწარმოო გარემოს მავნე ფაქტორების სანიტარიული კონტროლისადმი
- მუხლი 1. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. მოთხოვნები სამრეწველო საწარმოების, შენობების და ნაგებობების განთავსებისა და ტერიტორიების მოვლისადმი
- მუხლი 4. მოთხოვნები საწარმოო პროცესებისა და მოწყობილობებისადმი
- მუხლი 5. მოთხოვნები სამუშაო ადგილებისა და საწარმოო პროცესებისადმი ქვანახშირის მიწისქვეშა მოპოვებისას
- მუხლი 6. მოთხოვნები სამუშაო ადგილებისა და საწარმოო პროცესებისადმი გამამდიდრებელ და ბრიკეტის ფაბრიკებში
- მუხლი 7. მოთხოვნები ვენტილაციისა და გათბობისადმი
- მუხლი 8. მოთხოვნები განათებისადმი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 3, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-3-2/