1. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები (შემდგომ – სანიტარიული წესები) ადგენს ჰიგიენურ მოთხოვნებს ქვანახშირის მომპოვებელი საწარმოებისა და გამამდიდრებელი ფაბრიკებისათვის.
2. სანიტარიული წესების მიზანია მომუშავეთა ჯანმრთელობის დაცვა მტვრის, ფიზიკური, ქიმიური და სხვა მავნე ფაქტორთა არახელსაყრელი ზემოქმედებისაგან, რომელიც თან ახლავს მუშაობას ქვანახშირის საწარმოებში, აგრეთვე, პროფესიულ დაავადებათა (პნევმოკონიოზების, მტვრისმიერი ბრონქიტის, ვიბრაციული დაავადების, სმენის დაქვეითების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების, ინტოქსიკაციების და სხვ.) და პროფესიით განპირობებულ დაავადებათა განვითარების რისკის შემცირება შრომის ოპტიმალური პირობების შექმნით, მავნე ფაქტორთა დასაშვებ დონეთა გადამეტებისას შრომისა და დასვენების რაციონალური რეჟიმის ორგანიზაციით, არახელსაყრელ ფაქტორთა მოქმედების დროის შეზღუდვით და სპეციალურ სამედიცინო-პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარებით.
3. სანიტარიული წესების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების მიერ საქართველოს კანონის „საქართველოს სანიტარიული კოდექსის” შესაბამისად