1. თითოეულ შახტაში უნდა ხორციელდებოდეს ტექნიკურ და სანიტარიულ-ჰიგიენურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ოპტიმალურ და დასაშვებ პირობებს და პროფესიული დაავადებების პროფილაქტიკას.
2. თითოეულ ტექნოლოგიურ პროცესში უნდა გამოიყენებოდეს არამარტო ძირითადი, არამედ დამხმარე სამუშაოების მექანიზაციის საშუალებები, რომლებიც გამორიცხავენ ან მინიმუმამდე დაიყვანენ ხელით მძიმე შრომას.
3. შახტების ჭაურებში, რომლებიც განკუთვნილია მუშაკთა ჩაყვანისა და ამოყვანისათვის, ტანსაცმლის დასველებისა და წყლის დენისაგან დაცვის მიზნით, დაყენებული უნდა იქნას სპეციალური მოწყობილობები შახტის წყლების შეგროვებისა და გადადენისათვის. გამონამუშევრებში წყლის წვეთ-წვეთად დენის არსებობისას, იქ, სადაც გადაადგილდებიან ადამიანები, გათვალისწინებული უნდა იქნeს დამცავი ნაგებობები ქოლგების ან მცირე საფარის სახით, ხოლო სანგრევებში წყლის ინტენსიური დენისას მომუშავენი უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ წყალდამცავი სპეცტანსაცმლით.
4. მოუხერხებელ სამუშაო პოზაში (მუხლებზე დგომით, მწოლიარე) სამუშაოების შესრულების აუცილებლობისას სავალდებულოა მომუშავეთა უზრუნველყოფა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სამუხლეები, საიდაყვეები და სხვ.).
5. მიწისქვეშა გამონამუშევრებში, მუდმივ სამუშაო ადგილებზე, აუცილებელია ცხრილში მითითებული მიკროკლიმატის პარამეტრების დაცვა.

მიწისქვეშა გამონამუშევრებში მუდმივ სამუშაო ადგილებზე ტემპერატურის, ტენიანობის და ჰაერის მოძრაობის სიჩქარის დასაშვები მნიშვნელობები
ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, მ/წმ
ჰაერის დასაშვები ტემპერატურა (0C) ფარდობთი ტენიანობისას
75%-მდე
76–90%
91%-ზე ზევით
0,25-მდე
0,26 – 0,5
0,51 – 1,00
1,10 – 4,00
16 – 24
18 – 25
19 – 26
20 – 26

18 – 23
19 – 24
20 – 25
22 – 26
18 – 22
19 – 23
20 – 24
22 – 26

6. სამთო-გეოლოგიური ან ტექნოლოგიური პირობებით სამუშაო ადგილებზე მიკროკლიმატის დასაშვები პარამეტრების უზრუნველყოფის შეუძლებლობისას (სასარგებლო წიაღისეულის ღრმა განლაგება, მაღალი აირგამოყოფა და სხვ.) გათვალისწინებულ უნდა იქნeს ორგანიზმის გადახურების ან გადაცივებისაგან დაცვის ღონისძიებები.
7. +160C-ზე დაბალი ჰაერის ტემპერატურისას აუცილებელია მომუშავეთა უზრუნველყოფა სითბო- და ტენდამცავი თვისებების მქონე სპეცტანსაცმლის და სპეცფეხსაცმლის კომპლექტებით. მოქმედი სანგრევების მახლობლად (არა უშორეს 100მ) აუცილებელია მოწყობილ იქნეს სათავსები, კაბინები ან ნიშები მომუშავეთა დასასვენებლად.
8. სამუშაო ადგილებზე ჰაერის ტემპერატურის +260C-მდე დაწევის შეუძლებლობისას უნდა გამოიყენებოდეს: ჰაერის კონდიციონირების სისტემა, ან ინდივიდუალური დაცვის საშუალებები ხელოვნური გაგრილების გამოყენებით, ან დანართი 1-ის მოთხოვნათა შესრულება გარემოს თერმული დატვირთვის განსაზღვრის მეთოდიკის გამოყენებით.
9. ყველა მოქმედ ჰორიზონტზე და ზედაპირზე შახტის ჭაურებთან, რომლებიც განკუთვნილია მუშაკთა ჩაყვანა-ამოყვანისათვის, აგრეთვე მაღაროს ტრანსპორტში ჩასხდომისა და გადმოსვლის მუდმივ პუნქტებში აუცილებელია მოსაცდელი სათავსების და საკნების მოწყობა. ისინი აღჭურვილ უნდა იქნეს: სტაციონარული განათებით, სავენტილაციო და გამათბობელი (გამაგრილებელი) მოწყობილობებით, ტრანსპორტში ჩასხდომის ნებართვის შესახებ სასიგნალო გაფრთხილებით, სატელეფონო კავშირით, სკამებით. ჰაერის ტემპერატურა მოსაცდელ საკნებში არ უნდა იყოს +160C-ზე დაბალი და +260C -ზე მაღალი. მოსაცდელი სათავსების და საკნების ფართი უნდა უზრუნველყოფდეს მოცემულ ჰორიზონტზე ერთ ცვლაში მომუშავეთა არანაკლებ ნახევრის ერთდროულ განთავსებას, თითოეულზე 0,5მ2 გაანგარიშებით.
10. მუშაკთა გადაყვანისათვის უნდა გამოიყენებოდეს ამ მიზნისათვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები. სამგზავრო რონოდებს უნდა ჰქონდეს სახურავი, ყრუ გვერდითი კედლები, სითბომაიზოლირებელი მასალით დაფარული დასაჯდომები. წლის ცივ და გარდამავალ პერიოდებში ჰაერის ტემპერატურა სატრანსპორტო საშუალებების სალონში უნდა იყოს არანაკლებ +160C.
11. მეჭაურთა, მესაძვრენეთა, მეჯალამბრეთა, მეძრავეთა, სატრანსპორტო კონვეირების ოპერატორთა, სამსხვრეველებისა და საყირავებლების ოპერატორთა სამუშაო ადგილებზე მოწყობილი უნდა იქნას თავშესაფარები, ან სპეციალური საკნები საწარმოო გარემოს არახელსაყრელი ფაქტორებისაგან თავის დასაცავად.
12. მემანქანეთა კაბინები დაცული უნდა იქნეს გარე ხმაურის, არახელსაყრელი მიკროკლიმატის და ადგილობრივი ვიბრაციისაგან.
13.  +160C-ზე დაბალი ან +260C-ზე მაღალი ჰაერის ტემპერატურისას მომუშავეები უზრუნველყოფილ უნდა იქნენ შესაბამისად ცხელი ან გამაგრილებელი სასმელებით, ცვლაში ერთ ადამიანზე 1,0–2,0ლ გაანგარიშებით.
14. სამთო გამონამუშევრების ჰაერში, სადაც იმყოფებიან ან შეიძლება იმყოფებოდნენ ადამიანები, ჟანგბადის მოცულობითი წილი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20%-ს. ნახშირბადის დიოქსიდის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0,5%-ს.
15. თუ მტვერთან ბრძოლის საშუალებათა კომპლექსი ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ზონის ჰაერში მტვრის შემცველობის შემცირებას ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციამდე, გამოყენებულ უნდა იქნეს დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომუშავეთა ჯანმრთელობის დაცვას პერსონალური ექსპოზიციური დოზების რეგულირების გზით (დროით დაცვა) და სუნთქვის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით, ამასთან ერთად, უნდა ტარდებოდეს ცვლისშემდგომი სამედიცინო რეაბილიტაცია. იგივე ეხება ხმაურისა და ვიბრაციისაგან დაცვას.
16. დამხმარე ხმაურ- და ვიბროაქტიური მოწყობილობა (ტუმბოები, ვენტილატორები, ჰაერის გამაგრილებელი დანადგარები და ა.შ.) აუცილებლად სამუშაო ზონის ფარგლებს გარეთ უნდა იყოს დაყენებული. ასევე მიღებული უნდა იქნეს ზომები, რომლებიც გამორიცხავენ მომუშავის კონტაქტს ასეთ წყაროებთან (გალავანი, სასიგნალო ნიშნები და ა.შ.).
17. სინთეზური და პოლიმერული მასალების საწყისი კომპონენტები გამოყენების ადგილამდე უნდა მიეწოდებოდეს დახურულ ჭურჭელში.
18. მიწისქვეშა გამონამუშევრებში ნებადართულია ერთ ცვლაში, ან სამუშაო დღეში ერთჯერადი დავალების შესრულებისათვის საჭირო სინთეზური და პოლიმერული მასალების კომპონენტთა მინიმალური რაოდენობის შენახვა. საწყისი კომპონენტების დანარჩენი რაოდენობა უნდა ინახებოდეს ქარხნულ ჭურჭელში, ზედაპირზე განლაგებულ საწყობში.
19. ქიმიურად აქტიური ნივთიერებების და მასალების გამოყენებით სამუშაოების ჩატარების დროს და მათი დასრულების შემდეგ გვირაბებში გათვალისწინებული უნდა იქნეს მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციების სტაბილური შემცირება დასაშვებ სიდიდეებამდე ვენტილაციის სისტემის მეშვეობით.
20. სამთო გვირაბების ჰაერში ურანისა და თორიუმის იზოტოპთა დაშლის ხანმოკლე მოარსებე პროდუქტების მაღალი კონცენტრაციებით შემცველობისას, მიღებული უნდა იქნეს ზომები მათი კონცენტრაციის შემცირებისათვის „საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული უსაფრთხოების ნორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 26 მარტის №132/ნ ბრძანებით რეგლამენტირებულ ზდკ-მდე.
21.შახტაში გამოყენებული დიზელის ძრავის თითოეული ტიპისთვის განსაზღვრულ უნდა იქნეს სამუშაო ადგილამდე მიწოდებული სუფთა ჰაერის მინიმალური მოცულობა, რომელიც დამოკიდებულია ძრავის მაქსიმალურ სიმძლავრესა და გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციაზე. ამ მახასიათებლების განსაზღვრის გარეშე ძრავების გამოყენება აკრძალულია.
22. მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებში დიზელის ძრავები უნდა მუშაობდნენ მხოლოდ დადგენილი ხარისხის საწვავზე, სტაბილური ფიზიკური, ქიმიური და ტოქსიკოლოგიური მახასიათებლებით.
23. მანქანები დიზელის ძრავებით დროულად უნდა გადიოდნენ ტექნიკურ მომსახურებას, რომელიც წარმოადგენს მათი ექსპლუატაციისას კვამლის და ტოქსიკური ნივთიერებების წარმოქმნის შემცირების ძირითად პირობას. ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საჰაერო ფილტრების შემოწმებას, საწვავის ტუმბოსა და შესაშხაპუნებლის რეგულირებას, ანთების სისტემის გამართულობას, ძრავაში შეკუმშვის წნევისა და უკუწნევის შემოწმებას, გამონაბოლქვი აირების გაგრილების (700C ტემპერატურამდე) სისტემის ეფექტურობის შეფასებას, გამონაბოლქვ აირებში ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრას