1. ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო კომბინატების (შემდეგ – ასკ) სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო სათავსების შემადგენლობა, მათი მოწყობა და აღჭურვა უნდა უზრუნველყოფდეს სანიტარიულ-ჰიგიენური წესებითა და ნორმებით დადგენილი მოთხოვნების დაცვას.
2. ასკ შახტის ჭაურს ან ფაბრიკის მთავარ კორპუსს უნდა უერთდებოდეს დახურული, გათბობითა და განათებით უზრუნველყოფილი გადასასვლელით, საიდანაც ხორციელდება მომუშავეთა გადაადგილება.
3. გაუმტვერიანების, გაუსნებოვნების, სამრეცხაოს, სპეცტანსაცმლის ქიმიური წმენდისა და შეკეთების სათავსები უნდა მოეწყოს ცალკე და აღიჭურვოს ავტონომიური ვენტილაციით, რაც გამორიცხავს სხვა სათავსებში დაბინძურებული ჰაერის მოხვედრის შესაძლებლობას.
4. სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო სათავსები მოწყობილი უნდა იყოს სანგამტარის პრინციპზე.
5. სააბაზანო აღჭურვილი უნდა იყოს თაროებით აბანოს საგნების განლაგებისათვის, მაგიდებით და წყლის ჭავლური ხალიჩებით ფეხების დამუშავებისა და წყლის გადასავლებად. საშხაპეები უნდა მოეწყოს გაანგარიშებით – 1 საშხაპე 5 მუშაკისათვის.
6. სპეცტანსაცმლის საგარდერობეს ჰაერში მტვრის შემცველობის კონტროლი უნდა ხდებოდეს არანაკლებ კვარტალში ერთხელ, დალექილი მტვრის გაწმენდა კი კვირაში ერთხელ.
7. სარესპირატორო აღჭურვილი უნდა იყოს მტვრისაგან ფილტრების გასაწმენდი და მათი წინააღმდეგობის გამაკონტროლებელი დანადგარით, სამარჯვებით ნახევარნიღბების გასარეცხად, სადეზინფექციოდ და გასაშრობად, ობტურატორების (შემზღუდების) მოსავლელად.
8. გარდერობის და საშხაპეების იატაკი, კედლები და აღჭურვილობა, ასევე, ფეხის სააბაზანოები ყოველი ცვლის შემდეგ უნდა ექვემდებარებოდეს სველ გაწმენდას და დეზინფექციას. საშხაპეთა შესასვლელში გათვალისწინებულ უნდა იქნეს სანდლების დასამუშავებელი პატარა აბაზანები ყოველი გამოყენების შემდეგ მათი დეზინფექციისათვის, ასევე, პატარა აბაზანები ფორმალინის ხსნარისათვის. ეპიდერმოფიტიით დაავადებულთათვის უნდა მოეწყოს სპეციალური სათავსი ფეხსაცმლის ყოველდღიური დეზინფექციისა და შრობისათვის. საშხაპეებში უნდა იყოს საპნის საკმარისი რაოდენობა, ინდივიდუალური მოხმარების ნეჭა, პირსახოცი და სააბაზანო ფეხსაცმელი, რომლებიც ყოველი ცვლის შემდეგ უნდა დამუშავდეს „ბ”-ქლორამინის 5%-იანი ან სხვა სადეზინფექციო ხსნარით.
9. საგარდერობოში სამუშაო და საშინაო ტანსაცმლის კარადები იზოლირებული უნდა იყოს. საგარდერობოში საკიდები და კარადები მოხერხებულად უნდა იყოს განლაგებული, მათი მოხერხებული დალაგების, დეზინფექციისა და დეზინსექციის მიზნით. საგარდერობოსთან გათვალისწინებული უნდა იყოს სველი სპეცტანსაცმლის საშრობი.
10. ასკ-ის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სამედიცინო-პროფილაქტიკური დანიშნულების სათავსები: ჯანპუნქტი, ფოტორიუმი (ცვლაში მიწისქვეშ მომუშავეთა მაქსიმალური რაოდენობისას, 15 ადამიანზე მეტი), საინჰალაციო, ფსიქოლოგიური განტვირთვის ოთახი (აუტოგენური ვარჯიშისა და რელაქსაციის სეანსებისათვის), მტვერთან, ვიბრაციასთან კონტაქტში და ფიზიკური გადაძაბვის ზეგავლენის ქვეშ მყოფი მუშაკების პროფილაქტიკური პროცედურების სათავსი, საშხაპეები, აბანო, ქალთა ჰიგიენის სათავსი, სამრეცხაო, სპეცტანსაცმლის გაუმტვერიანების სათავსი.
11. შახტის ზედაპირზე ღია ცის ქვეშ მომუშავეთათვის (ატმოსფერული ჰაერის +100C–ზე ნაკლები ტემპერატურისას) გათვალისწინებული უნდა იყოს ხანმოკლე დასასვენებელი სათავსები გათბობისათვის, ასევე სათავსები ტრანსპორტის ლოდინისას ატმოსფერული ნალექებისაგან თავშესაფარად. ამ სათავსებში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს +22-250C ფარგლებში, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 0,2მ/წმ-ს. გასათბობ სათავსებში აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ტანსაცმლის საკიდები, სამკლავურების გასაშრობი სამარჯვები, დასაჯდომი ადგილები. სათავსები უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სასმელი წყლით. სამუშაო ადგილებიდან ხანმოკლე დასასვენებელ სათავსებამდე მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 300მ-ს.
12. შახტებისა და გამამდიდრებელი ფაბრიკების დამხმარე შენობებში მუშათა კვების ორგანიზებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სასადილოები ან ბუფეტები ცხელი კერძებით ან სასმელებით, ასევე სათავსები საკვების მოსამზადებლად, დასაფასოებლად, გასაცემად ინდივიდუალურ თერმოსებსა და პაკეტებში.
13. საწარმოში უნდა ფუნქციონირებდეს ლიცენზირებული სანიტარიულ-სამედიცინო ნაწილი ან პუნქტი მუშაკთათვის გადაუდებელი და პირველი სამედიცინო დახმარების გასაწევად, აღჭურვილი ყველა საჭირო იარაღით, გადასახვევი მასალით, საკაცეებით, სამედიცინო პრეპარატებითა და სხვა აუცილებელი საშუალებებით.
14. ჭაურების ახლოს მიწისქვეშა გამონამუშევრებში და მიწისქვეშა ტრანსპორტის მოსაცდელ ადგილებში მოწყობილი უნდა იყოს სტაციონარული ტუალეტები, რომლებიც განლაგდება გლუვბეტონირებულ იატაკიან საკან-ნიშებში, სტაციონარული განათებითა და ხელსაბანებით (50 მუშაკზე ერთი). უსუფთაობის მიმღებად გამოყენებული უნდა იქნეს საასენიზაციო ვაგონეტები ანტიკოროზიული ზედაპირით. ვაგონეტების მიმღები ლიუკი ადვილად უნდა იღებოდეს და მჭიდროდ იხურებოდეს. მიწისქვეშა ტუალეტი უნდა ფუნქციონირებდეს პუდრკლოზეტის პრინციპით. თუ სტაციონარული ტუალეტებიდან დაშორებულ უბნებზე მომუშავეთათვის უნდა მოეწყოს გადასატანი ტუალეტები.
15. საასენიზაციო ვაგონეტები მიწისქვეშა ტუალეტებიდან და გადასატანი ტუალეტები ავსების მიხედვით უნდა ჩაიცალოს (მაგრამ კვირაში არანაკლებ ერთხელ) მიწის ზემოთ მოწყობილ სპეციალურ ჩასაღვრელ პუნქტში და შემდეგ გაიწმინდოს ბიოლოგიურ გამწმენდ ნაგებობებში.
16. მიწისქვეშა და მიწისზედა ტუალეტების დასუფთავება და დეზინფექცია უნდა ტარდებოდეს ყოველდღიურად.
17. საასენიზაციო სამუშაოებზე დაკავებულ პირთათვის გათვალისწინებული უნდა იყოს ცალკე სანიტარიული კვანძი (საშხაპის ჩათვლით) სპეცტანსაცმლის, პირადი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შესანახი განყოფილებებით, ხელსაბანებით ცხელი და ცივი წყლით, სადეზინფექციო საშუალებებით. სპეცტანსაცმლის შესანახ სათავსს უნდა ჰქონდეს შემწოვ-გამწოვი ვენტილაცია
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 10. მოთხოვნები მომუშავეთა სანიტარიულ–საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფისადმი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 5%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. მოთხოვნები საწარმოო პროცესებისა და მოწყობილობებისადმი
- მუხლი 5. მოთხოვნები სამუშაო ადგილებისა და საწარმოო პროცესებისადმი ქვანახშირის მიწისქვეშა მოპოვებისას
- მუხლი 6. მოთხოვნები სამუშაო ადგილებისა და საწარმოო პროცესებისადმი გამამდიდრებელ და ბრიკეტის ფაბრიკებში
- მუხლი 7. მოთხოვნები ვენტილაციისა და გათბობისადმი
- მუხლი 8. მოთხოვნები განათებისადმი
- მუხლი 9. მოთხოვნები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისადმი
- მუხლი 11. მოთხოვნები წყლის მიღებისა და კვების რეჟიმისადმი
- მუხლი 12. სამთო სამუშაოების წარმოებისა და სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრებისას წყლის რესურსების, ადგილმდებარეობის რელიეფის, ნიადაგისა და ატმოსფეროს კეთილსაიმედო მდგომარეობის შესანარჩუნებლად მიღებული უნდა იქნეს
- მუხლი 13. მოთხოვნები წყლის რესურსების სანიტარიული დაცვისადმი
- მუხლი 14. მოთხოვნები ატმოსფერული ჰაერისა და მიწის რესურსების სანიტარიული დაცვისადმი
- მუხლი 15. მოთხოვნები მომუშავეთა სამედიცინო-პროფილაქტიკური მომსახურებისა და შრომის პირობებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისადმი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 10, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-10-2/