1. ქვანახშირის მრეწველობის საწარმოებში მომუშავეთა სამედიცინო-პროფილაქტიკური მომსახურება ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ ლიცენზია შესაბამისი საქმიანობის შესახებ.
2. დამსაქმებელი ვალდებულია მავნე და საშიში საწარმოო ფაქტორების მოქმედებასთან დაკავშირებულ სამუშაოზე ახლად მიღებული მუშაკები დაუშვას მხოლოდ წინასწარი სამედიცინო გასინჯვის შემდეგ და ორგანიზებულ იქნეს მათი შემდგომი პერიოდული სამედიცინო გასინჯვები დადგენილი წესით.
3. სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურმა, სამედიცინო დაწესებულებიდან პროფესიული დაავადების საეჭვო შემთხვევის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, უნდა შეადგინოს შრომის პირობების სანიტარიულ-ჰიგიენური დახასიათება დამსაქმებლის მიერ წარდგენილი მონაცემების გათვალისწინებით, დაავადების პროფესიასთან დასაკავშირებლად.
4. სამუშაო ზონის ჰაერში (სუნთქვის ზონაში) მტვრის შემცველობის დონეები სავალდებულოა დახასიათებულ იქნეს ინჰალირებულ მტვრის ნაწილაკთა მასის გათვალისწინებით მაქსიმალური ერთჯერადი (მეკ) და საშუალო ცვლური კონცენტრაციების (სცკ) გაზომვათა საფუძველზე, „სამუშო ზონის ჰაერში ფიბროგენული, შერეული ტიპის მოქმედების აეროზოლებისა და ლითონების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 18 სექტემბრის №262/ნ ბრძანების გათვალისწინებით.
5. მტვრის მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაციის (მეკ) განსაზღვრა საჭიროა ჩატარდეს წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ სამუშაო ზონის ჰაერში მტვრის Cმეკ ≤2ზდკ შემცველობისას, ხოლო წელიწადში 4-ჯერ, თუ მტვრის შემცველობა არის 2ზდკ ≤ Cმეკ ≤ 10ზდკ, და ყოველთვიურად, თუ სამუშაო ზონის ჰაერის დამტვერიანება აღემატება 10ზდკ-ს.
6. მტვრის საშუალო ცვლური კონცენტრაციის (სცკ) განსაზღვრა სამუშაო ადგილებზე, უნდა მოხდეს წელიწადში არანაკლებ ერთხელ. თუ მტვრის სცკ აღემატება ზდკ-ს, დამტვერიანების კონტროლი უნდა განხორციელდეს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაზომვათა შედეგად მიღებული კონცენტრაციების სიდიდეთა მერყეობის დონეებისა და ახლი მონაცემების გათვალისწინებით. როცა Cსცკ ≤2ზდკ (ან Cსცკ ≤2ზდკ ერთხელ გაზომვისას), მაშინ გაზომვა ტარდება წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ, თუ 2ზდკ ≤ Cსცკ ≤ 3ზდკ (ან 2ზდკ ≤ Cსცკ ≤ 3ზდკ ერთხელ გაზომვისას), მაშინ წელიწადში არანაკლებ 4-ჯერ, თუ 3ზდკ ≤ Cსცკ ≤ 5ზდკ (ან 3ზდკ ≤ Cსცკ ≤ 5ზდკ ერთხელ გაზომვისას), მაშინ ერთხელ ორ თვეში, თუ Cსცკ >5ზდკ (ან Cსცკ >5ზდკ ერთხელ გაზომვისას) – ყოველთვიურად.
7. საწარმოებში, სადაც შესაძლებელია შრომის პირობების სეზონური ცვლილება, ჰაერის დამტვერიანების შეფასება უნდა ჩატარდეს წელიწადში არანაკლებ ორჯერ (ზამთრისა და ზაფხულის პერიოდებში).
8. მტვერში თავისუფალი სილიციუმის დიოქსიდის შემცველობის განსაზღვრა უნდა ხდებოდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ ყოველ მოსამზადებელ და გამწმენდ სანგრევში, ასევე ახალი შახტების, შახტური ფენების, უბნების, გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციაში გაშვებისას. გეოლოგიურ ანგარიშებსა და საპროექტო დოკუმენტებში მოყვანილი უნდა იყოს მონაცემები ქვანახშირის ბიოლოგიური საფრთხის ხარისხის შესახებ.
9. იმ შემთხვევაში, როცა მომუშავეთა ჯგუფი ასრულებს ერთნაირ ტექნოლოგიურ ოპერაციებს მსგავს სამთო-გეოლოგიურ პირობებში, მაშინ მტვრის კონცენტრაციის განსაზღვრა დასაშვებია სამუშაო ადგილების მხოლოდ 30%-ზე.
10. ინფრაბგერის შეფასება უნდა განხორციელდეს „სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში, საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიებზე ინფრაბგერის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის, 17 სექტემბრის №257/ნ ბრძანების შესაბამისად.
11. ტექნოლოგიურ აღჭურვილობათა კომპლექსის მუშაობისას წარმოქმნილი ხმაურისა და ვიბრაციის დონეთა ჰიგიენური შეფასება აუცილებლად უნდა ჩატარდეს როგორც ტექნოლოგიურ მოწყობილობათა ცალკეული ტიპის იზოლირებული მუშაობისას, ასევე მათი ერთობლივი მოქმედებისას.
12. ხმაურისა და ზოგადი ვიბრაციის პარამეტრების კონტროლი უნდა ჩატარდეს არანაკლებ ერთხელ წელიწადში, ხოლო ხელის მანქანების ლოკალური ვიბრაციისა – არანაკლებ ორჯერ წელიწადში. გაზომვათა ოქმში მითითებული უნდა იყოს შესამოწმებელ ობიექტებზე ხმაურისა და ვიბრაციისაგან დაცვის საშუალებათა არსებობა, მათი ტექნიკური მდგომარეობა.
13. შრომის პირობების სანიტარიულ-ჰიგიენური ექსპერტიზის დასკვნის შესადგენად გაანგარიშებულ უნდა იქნეს წამყვან (ძირითად) საწარმოო მავნე ფაქტორთა ექსპოზიციური დოზები მტვრის კონცენტრაციის, ვიბრაციისა და ხმაურის დონის და მათთან კონტაქტის ხანგრძლივობის გაზომვათა შედეგების საფუძველზე (დანართი 2). იგი უნდა ემსახურებოდეს პროფესიული რისკისა და დისპანსერული მეთვალყურეობის ჯგუფების შერჩევის კრიტერიუმებს და უნდა ზუსტდებოდეს ფაქტორების ინტენსივობისა და მათი მოქმედების დროის ცვლილებების დინამიკის დაგროვილი მონაცემების საფუძველზე.
14. მიკროკლიმატური პირობების კონტროლი სამუშაო ზონაში ხორციელდება ჰაერის ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობისა და მოძრაობის სიჩქარის გაზომვით არანაკლებ კვარტალში ერთხელ. მიკროკლიმატის პარამეტრების ჰიგიენური შეფასება ხორციელდება დანართი 1-ის შესაბამისად.
15. გამამდიდრებელ ფაბრიკებში რადიოიზოტოპური ხელსაწყოების (მცირე გამოსხივების წყაროების მქონე მტვერსაზომთა გარდა) და რადიოიზოტოპურ ნივთიერებათა არსებობისას რადიაციული კონტროლი უნდა ჩატარდეს ხელსაწყოთა ექსპლუატაციაში გაშვების წინ, რადიოიზოტოპური ბლოკის შეცვლის ან გადადგმისას, რადიაციული საფრთხის აღმოცენებაზე დაეჭვებისას. ჩვეული მუშაობის დროს კონტროლი საწარმოს ადმინისტრაციის მიერ ტარდება ყოველკვარტალურად.
16. საწარმოში რადიოიზოტოპური ხელსაწყოების (მტვრის მზომთა გარდა) მომსახურე ყოველ მომუშავეზე შემოღებული უნდა იყოს დოზიმეტრული ბარათი, რომელშიც ფიქსირდება მუშაობის დრო და დასხივების დოზის გაზომვათა შედეგები.
17. მიწისქვეშა გვირაბებში მიწოდებული წყლის ხარისხის ბაქტერიოლოგიური კონტროლი უნდა ჩატარდეს არანაკლებ თვეში ერთხელ, ხოლო სარწყავ-ხანძარსაწინააღმდეგო მილსადენით მიწოდებულ წყალში ნარჩენი ქლორის ქიმიური კონტროლი – ყოველდღიურად.
18. ქვანახშირის მრეწველობის საწარმოთა განლაგების რაიონებში ნიადაგის სანიტარიული მდგომარეობის კონტროლი უნდა განხორციელდეს „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ 2003 წლის 24 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული „მეთოდური მითითებები ნიადაგების ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების საშიშროების ხარისხის შეფასებაზე“.ნივთიერებებით დაბინძურების
დანართი 1
გარემოს თერმული დატვირთვის ინდექსის (გთდ ინდექსის) განსაზღვრის მეთოდიკა
1. გარემოს თერმული დატვირთვის ინდექსი (გთდ ინდექსი) წარმოადგენს მიკროკლიმატის ინტეგრალურ მაჩვენებელს, რომელიც ახასიათებს ადამიანის ორგანიზმზე მიკროკლიმატის პარამეტრების (ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის, მოძრაობის სიჩქარისა და სითბური გამოსხივების) შერწყმულ ზემოქმედებას, გამოსახულს 0C. მისი სიდიდე გამოითვლება ასპირაციული ფსიქრომეტრის სველი თერმომეტრისა და შავი სფეროს შიდა ტემპერატურის მაჩვენებლების საფუძველზე შემდეგი ფორმულით:
გთდ = 07 tსვ + 0,3 tსფ, (1)
სადაც: tსვ სველი თერმომეტრის ტემპერატურაა, გაზომილი ასპირაციული ფსიქრომეტრით, 0C; tსფ –შავი სფეროს შიდა ტემპერატურა, 0C.
2. შავი სფეროს შიდა ტემპერატურა იზომება თერმომეტრით, რომლის რეზერვუარი მოთავსებულია შავი სფეროს ღრუს ცენტრში. ბურთულის ტემპერატურა ასახავს ჰაერის ტემპერატურის, ზედაპირების ტემპერატურის და ჰაერის მოძრაობის სიჩქარის გავლენას.
3. შავ სფეროს უნდა ჰქონდეს დიამეტრი 90მმ, რაც შეიძლება მცირე სისქე და მაღალი თბოგამტარობა, შთანთქმის კოეფიციენტი არანაკლებ 0,95. სფეროს შიგნითა ტემპერატურის გაზომვის სიზუსტეა ±0,50C.
4. გთდ ინდექსის ცვლის საშუალო სიდიდე განისაზღვრება ფორმულით:
გთდ,·t1+ გთდ·t2+ .... + გთდn·tn
გთდ = –––––––––––––––––––––––––––––––––– 0C, (2)
t1+ t2+ .... tნ
სადაც: t1+ t2+ .... tn = 8სთ.
5. გთდ ინდექსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარემოს თერმული დატვირთვის შეფასებისათვის ჰაერის მოძრაობის იმ სიჩქარის დროს, რომელიც არ აღემატება 0,6მ/წმ-ს და სითბური დასხივების ინტენსივობისას 1200ვტ/მ2-მდე.
6. გთდ ინდექსის კონტროლისა და შეფასების მეთოდი სწდან-ში „ჰიგიენური მოთხოვნები საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი” მოცემული მეთოდის ანალოგიურია.
7. გთდ ინდექსის სიდიდეები არ უნდა აღემატებოდეს ცხრილ 1-ში მითითებული მაჩვენებლის ზედა ზღვარს, სამუშაო ადგილზე კონკრეტული ხანგრძლივობის განმავლობაში ყოფნისას.
8. გთდ ინდექსის ცვლის საშუალო მაჩვენებელი არ უნდა გამოდიოდეს რეკომენდებულ სიდიდეთა ზედა ზღვრის ფარგლებიდან 8სთ-იანი სამუშაო ცვლის დროს, სწდან-ის „ჰიგიენური მოთხოვნები საწარმოო დაწესებულების მიკროკლიმატისადმი“ მოთხოვნების შესაბამისად.
ცხრილი 1
გთდ ინდექსის მაჩვენებლის დასაშვები სიდიდეები მისი ზემოქმედების ხანგრძლივობის გათვალისწინებით (საათებში) სამუშაო ადგილებზე ჯამური ან განუწყვეტელი ყოფნისას
სამუშაოთა კატეგორია და ენერგო დანახარჯები (ვტ)
დრო, სთ
8
7
6
5
4
3
2
1
გთდ ინდექსის დასაშვები სიდიდეები, 0C
1/ა (104-135)
23,8-25,5
24,1-25,9
24,6-26,3
25,1-26,8
25,6-27,4
26,3-28,1
27,4-29,2
29,0-30,5
1/ბ (140-175)
22,9-24,9
23,4-25,3
23,8-25,7
24,3-26,2
25,0-26,7
25,6-27,4
26,6-28,5
28,0-30,0
II/ა (175-232)
22,5-23,9
22,7-24,1
23,1-24,6
23,6-25,1
24,1-25,6
24,9-26,3
25,0-27,4
27,4-28,9
II/ბ (233290)
21,3-22,8
21,6-23,0
21,0-23,4
22,0-23,9
22,5-24,6
23,9-25,4
24,9-26,5
28,4-27,3
III (251-350)
20,2-21,7
20,5-21,8
21,0-22,2
21,5-22,6
22,0-23,2
22,9-25,2
24,0-25,2
25,4-26,6
* ოპტიმალური მნიშვნელობის ზედა ზღვრის სიდიდის დიაპაზონი
დანართი 2
წამყვან მავნე ფაქტორთა (მტვერი, ხმაური, ვიბრაცია) პერსონალური დოზების გაანგარიშება და რეგულირება როგორც დაავადების პროფილაქტიკის ღონისძიება
1. ქვანახშირის მრეწველობაში მომუშავეთა შრომის პირობები ხასიათდება სამუშაო ზონაში მავნე საწარმოო ფაქტორების ჰიგიენური ნორმატივების ხშირი გადამეტებით. ტექნოლოგიური პროცესების განუწყვეტელი ინტენსიფიკაცია, მძლავრი სამთო ტექნიკის გამოყენება განაპირობებს სამუშაო ზონის ჰაერში მთის ქანების და ქვანახშირის უწვრილესი ნაწილაკების საერთო დიდ წილობრივ გამოყოფას ინტენსიური ხმაურის და ვიბრაციის გენერაციით, არახელსაყრელი მიკროკლიმატის ფორმირებას. მავნე ფაქტორებთან ბრძოლის ფრიად ეფექტური საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების კომპლექსებიც კი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფენ მათი დონეების შემცირებას და მტვრის კონცენტრაცია ხშირად ათჯერ ან ასჯერ აღემატება დასაშვებ სიდიდეებს.
2. განსაკუთრებული სიმძიმით და დაძაბულობით ხასიათდება მეშახტეთა შრომის პირობები მიწისქვეშა სამთო სამუშაოების შესრულების დროს, სადაც მტვრის მაღალი კონცენტრაციის, ხმაურის და ვიბრაციის მაღალი დონეების ზემოქმედება ორგანიზმზე ძლიერდება ფსიქოემოციური დატვირთვით, ბუნებრივი განათების უქონლობით, არახელსაყრელი მიკროკლიმატით, სივრცის შეზღუდულობით სამუშაო ოპერაციების შესრულების დროს (იძულებითი პოზები), აფეთქების შედეგად გამოყოფილი აირების არსებობით. ყოველივე აღნიშნული იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და პროფესიული დაავადებების განვითარებას.
3. შრომის არახელსაყრელი პირობების დროს პროფესიული დაავადებების პროფილაქტიკისათვის იმ ღონისძიებების გარდა, რომელიც მიმართულია ჰიგიენური ნორმატივების მისაღწევად მათი გადამეტების შემთხვევაში, აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად განხორციელდეს ღონისძიებები არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედების ხანგრძლივობის შეზღუდვისა და მომუშავეთა სოციალური დაცვის გზით. დამსაქმებელთან კონტრაქტის დადებისას მოქალაქემ უნდა იცოდეს, როგორ პირობებში მოუწევს მას მუშაობა, ასევე როგორ და რატომაა შესაძლებელი მისი მუშაობის ხანგრძლივობის შეზღუდვა.
4. მავნე ფაქტორების დოზური შეფასების მეთოდოლოგიის პრინციპული მიდგომები და პროფესიული დაავადებების განვითარების ალბათობის პროგნოზირება უნდა ეფუძნებოდეს მათი ნორმირების სამამულო ბაზას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო), შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) და სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) თანამედროვე კონცეფციების გათვალისწინებით. დოზური შეფასების მეთოდოლოგიის ქვეშ იგულისხმება ინფორმაციული მაჩვენებლების ორგანიზების ლოკალური სისტემები, აგრეთვე მომუშავეებზე რეალური დატვირთვების ადექვატური ჰიგიენური შეფასების მეთოდებისა და საშუალებების პრაქტიკული რეალიზაცია. მავნე ფაქტორების დოზური შეფასების ჰიგიენური პერსპექტიულობა განისაზღვრება ინდივიდუალური ზემოქმედების რეგისტრაციის გასაშუალებით დროში (სამუშაო ცვლა) და გარემოში (სამუშაო ზონა), ზემოქმედების დონისა და ხანგრძლივობის ერთრიცხვიანი შეფასებით შესაძლებლობით. ჯანმრთელობაზე პროფესიული რისკის შეფასებისა და მისი გათვალისწინებით პროფილაქტიკის დასაბუთების სისტემის პრინციპული ნაჩვენებია სქემაზე:
მტვრის ფაქტორთან კონტაქტში მომუშავეთა დაავადების (პროფესიული რისკის) ალბათობის გაანგარიშების მეთოდი
მომუშავეთა დაავადების ალბათობის (რისკის) გასაანგარიშებლად გამოიყენება წრფივი დისკრიმინანტული ფუნქციის ინტეგრალური მაჩვენებლის მნიშვნელობა, რომელიც გამოიხატება შემდეგი სახით:
R=8,6X1+6,0X2+19,4X3K1+6,4X4K2K3 , (1)
სადაც: X1 არის მომუშავეთა ასაკი, წლები;
X2 – მისი მუშაობის საერთო სტაჟი, წლები;
X3– მტვერთან კონტაქტში მუშაობის სტაჟი, წლები;
X4– სამუშაო ზონის ჰაერში მტვრის შემცველობა (მტვრის ექსპოზიციური დოზა, მედ), მგ/მ3;
K1– კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფალი სილიციუმის დიოქსიდის შემცველობას (ცხრილი 2);
K2 – კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს ინჰალირებული მტვრის ნაწილაკების დისპერსულ შემადგენლობას, მის მინერალურ შემადგენლობას და სამუშაო გარემოს ჰაერში მის კონცენტრაციას (ცხრილი 3);
K 3 – კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს შრომის სიმძიმეს და გამომდინარე აქედან ფილტვების ვენტილაციის მოცულობას (ცხრილი 4).
ცხრილი 2
K1 კოეფიციენტის მნიშვნელობა თავისუფალი სილიციუმის დიოქსიდის (თსდ) შემცველობის შესაბამისად
თსდ შემცველობა, %
2,0-ზე ნაკლები
2,1-10,0
10,1-70,0
70,1 და მეტი
K1 მნიშვნელობა
0,6
0,8
1,0
1,2
ცხრილი 3
K2 კოეფიციენტის მნიშვნელობა სამუშაო ზონის ჰაერში სხვადასხვა სახის მტვრის ზდკ-ის გადამეტების ჯერადობის შესაბამისად
მტვრის სახეობა და მასში თსდ შემცველობა
K2 -ის მნიშვნელობა ზდკ-ის გადამეტების ჯერადობის დროს
1,1-2,0ზდკ
2,1-5,0ზდკ
5,1-10,0ზდკ
ქანების (10-70%)
2,3
2,3
2,3
ნახშირბადოვანი (5-10%)
2,3
2,3-1,9
1,9-1,1
ანტრაციტოვანი (5%-მდე)
2,3-2,0
2,0-1,3
1,3-0,75
ქვანახშიროვანი (5%-მდე)
2,2-1,6
1,6-0,8
0,8-0,47
ცხრილი 4
K3 კოეფიციენტის მნიშვნელობა შრომის პირობების კატეგორიის შესაბამისად (შრომის პროცესის სიმძიმის მაჩვენებლების მიხედვით)
მაჩვენებელი
შრომის სიმძიმის კატეგორია
Iა მსუბუქი სამუშაო
Iბ მსუბუქი სამუშაო
IIა საშუალო სიმძიმის
სამუშაო
IIბ საშუალო სიმძიმის სამუშაო
III მძიმე სამუშაო
K3
1,1
1,3
1,5
1,6
1,8
R – მნიშვნელობის გამოთვლის შემდეგ ცხრილ დ5-ის საფუძველზე განისაზღვრება დაავადების შესაძლებელი პროცენტი ან მისი განვითარების სავარაუდო ალბათობა (რისკი).
ცხრილი 5
დაავადების პროფესიული რისკის დამოკიდებულება R ინტეგრალური მაჩვენებლის მნიშვნელობიდან
R
1000-1150
1151-1200
1201-1250
1251-1300
1301-1350
151-1400
1401-1450
1451-1500
1501-1550
1551-1600
1601-1700
დაავადების რისკის %
2-მდე
5
10
20
30
40
50
60
70
80
90
1000-დან 1150-მდე R-ის მნიშვნელობა არის საკამათო, სადაც დაავადების რისკი არ აღემატება 2%-ს.
მტვრის ექსპოზიციური დოზის (მედ) გაანგარიშება
მედ-ის მნიშვნელობა დამოკიდებულია სამუშაო ადგილების ჰაერში მტვრის კონცენტრაციაზე და მტვრის ზემოქმედების ხანგრძლივობაზე – ექსპოზიციაზე. მედ-ის გაანგარიშება სწარმოებს ფორმულით
მედ = CTმგ/წელი/მ3 (2)
სადაც: C არის საანალიზო პერიოდისათვის ცვლის დროის მიხედვით მტვრის ცვლის საშუალო შეწონილი კონცენტრაცია, (X4),მგ/მ3;
T – დროის საანალიზო პერიოდი (X3), წლები.
ა) მომუშავეთა პერსონალური მედ-ის მნიშვნელობა არ უნდა აღემატებოდეს მედ-ის უკიდურეს მნიშვნელობებს. მტვრის უკიდურესი ექსპოზიციური დოზა (მუედ) შეესაბამება დაავადების გაანგარიშებულ რისკს (R) 5%-ის დონეზე, მტვერთან კონტაქტში მუშაობის 30 წლის საერთო სტაჟის დროს. ერთი სახეობის მტვერთან მომუშავეთა კონტაქტისას პერსონალური მედ უნდა შეუპირისპირდეს იმავე სახის მტვრის მუედ-ს.
ბ) სხვადასხვა სახეობის მტვერთან კონტაქტისას, ან მომუშავის გადასვლისას სხვა სამუშაოზე შრომის პროცესის სიმძიმის სხვა მახასიათებლებით, მტვერთან კონტაქტში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა განისაზღვრება ფორმულით:
მედ1 მედ2 მედn
–––––––– + ––––––– + ––––––––– ≤ 1, (3)
მუედ1 მუედ2 მუედn
სადაც: მედ1 . . . მედn ……– მომუშავეთა მიერ მიღებული მტვრის ექსპოზიციური დოზები, სხვადასხვა სახის მტვერთან კონტაქტში მუშაობისას და სხვადასხვა შრომის სიმძიმის მაჩვენებლების დროს;
მუედ1 . . . მუედn – იგივე შრომის პირობების დროს მტვრის უკიდურესი ექსპოზიციური დოზები;
მედ/მუედn >1 მნიშვნელობა მიგვითითებს მტვრის უკიდურესი ექსპოზიციური დოზების გადამეტებაზე.
აეროზოლების ზდკ-ის გადამეტების პირობებში მედ-ის რეგულირების რეკომენდაციები
1. მტვერთან კონტაქტის დასაშვები ხანგრძლივობის განსაზღვრას სამუშაო ცვლის დროს და/ან სამუშაო საქმიანობის პერიოდში (სამუშაო სტაჟის შეზღუდვა), როდესაც მტვრის კონცენტრაცია ჰაერში აღემატება ზდკ-ს, ახორციელებენ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ორგანოები დამსაქმებლის წარდგენით კონკრეტული წარმოების პროფესიული ჯგუფებისათვის, როდესაც სამუშაო ზონის ჰაერში მტვრის კონცენტრაციის შემცირება ზდკ-ის დონემდე დასაბუთებული ტექნოლოგიური მიზეზებით შეუძლებელია.
2. მტვერთან კონტაქტის ხანგრძლივობის დროის შემცირებისას („დროით დაცვა”) შრომის პირობები შეიძლება შეფასებულ იქნეს როგორც ნაკლებად მავნე, მაგრამ არა 3.1 კლასის ქვევით, ანუ დროით დაცვის გამოყენება აუცილებელია შრომის ისეთი პირობების დროს, როდესაც ის შეესაბამება შრომის პირობების მავნეობის III კლასის მე-2, მე-3 და მე-4 ხარისხს.
3. ზემოაღნიშნულ პირობებში მომუშავეებისათვის საჭიროა შეიქმნას დაავადების რისკის მთავარი ფაქტორების აღრიცხვისა და პერსონალური მედ-ის მონაცემების ხანგრძლივი შენახვის (არანაკლებ 40 წლისა) სისტემა.
4. პერსონალური მედ-ის მონაცემების აღრიცხვის და შენახვის სისტემის შექმნის და შენახვის დროს ჯანმრთელობის ზიანის პოტენციური რისკის გათვლებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს, როგორც მინიმუმი, შემდეგი მთავარი ფაქტორები:
ა) მომუშავის ასაკი; წლები;
ბ) მუშაობის საერთო სტაჟი, წლები;
გ) მტვერთან კონტაქტში მუშაობის სტაჟი, წლები;
დ) მტვერთან კონტაქტში მუშაობის პერიოდში მტვრის ცვლის საშუალო კონცენტრაცია (დასაშვებია ცვლის საშუალო კონცენტრაციის გაანგარიშება მაქსიმალური ერთჯერადი სიდიდეების საფუძველზე), მგ/მ3;
ე) შრომის პირობების კატეგორია შრომის პროცესის სიმძიმის მაჩვენებლების მიხედვით;
ვ) აეროზოლების ნივთიერებითი და დისპერსული შემადგენლობა.
5. მომუშავის პერსონალურ ბარათზე ან ელექტრონული სისტემის მაგნიტურ ფირზე ეს მონაცემები უნდა განახლდეს სამუშაო ადგილებზე მტვრის კონტროლის პერიოდულობის შესაბამისად. უკიდურესი მედ უნდა შეესაბამებოდეს დაავადების გაანგარიშებულ რისკს, რომელიც არ აღემატება 5%-ს. უკიდურესი მედ-ის დაგროვებისას მომუშავეები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ბრძანებით დადგენილი პერიოდულობისაგან დამოუკიდებლად, უნდა გაიგზავნოს დამატებით სამედიცინო შემოწმებაზე.
6. სამედიცინო დასკვნის შემთხვევაში მტვრის ზდკ-ის გადამეტების პირობებში სამუშაოს გაგრძელების შეუძლებლობის შესახებ ადმინისტრაცია მოვალეა მომუშავე უზრუნველყოს ისეთი სამუშაოთი, სადაც სამუშაო ადგილზე მტვრის შემცველობა ჰაერში არ აღემატება ზდკ-ს.
7. სამედიცინო დასკვნის შემთხვევაში მტვრის ზდკ-ის გადამეტების პირობებში მომუშავის მიერ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ, მორიგი სამედიცინო შემოწმება საჭიროა ჩატარდეს დაავადების რისკის ყოველი 5%-ით გაზრდის შემთხვევაში. რისკის მაჩვენებლის 20%-ის მიღწევისას მომუშავე მოცილებულ უნდა იქნეს მტვრის ფაქტორთან კონტაქტს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ან უზრუნველყოფილ იქნეს შრომის დასაშვები პირობებით.
8. ფიბროგენული მოქმედების აეროზოლების (კლასი 2) ზდკ-ის გადამეტების პირობებში მომუშავეებმა სისტემატურად უნდა გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინჰალირებული ჰაერის გაწმენდას მთელი სამუშაო ცვლის განმავლობაში, ამასთან ერთად რეგულარულად უნდა უტარდებოდეთ სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილაქტიკის პროცედურები და პროფილაქტიკური თერაპია.
ხმაურისა და ვიბრაციის ზემოქმედების შედეგად ჯანმრთელობის დაზარალების პროფესიული რისკის გამოთვლის მეთოდიკა
1. სხვადასხვა სახის შრომისა და ცხოველმოქმედებისას ხმაურისა და ვიბრაციის ზემოქმედებათა შედეგების ერთრიცხვიანი ინტეგრალური მაჩვენებლის გაანგარიშებისათვის მოწოდებულია მათი დოზური შეფასების მეთოდიკა და დოზური დახასიათების სისტემა: ცვლური, ვახტური, სადღეღამისო და სტაჟური დოზები. ამასთან ერთად სტაჟური დოზა, არის რა მრავალკომპონენტური, ცვლური დოზის ჩათვლით შრომის რეჟიმისა და სხვადასხვა სახის სამუშაოების გათვალისწინებით, შრომითი პროცესის გახანგრძლივების საშუალებას იძლევა მისი შემადგენელი პარციალური დოზების ოპტიმიზაციის და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების შედეგად.
2. სტაჟური ექსპოზიციის შეფასების სისტემა საშუალებას იძლევა განისაზღვროს მავნე პირობებში ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო კონტაქტის შესაძლო ხანგრძლივობა სხვადასხვა შრომითი საქმიანობის პროცესში, კონტაქტის ხანგრძლივობისა და პერიოდული სამედიცინო შემოწმების ვადების შესაძლო ცვლილება, დისპანსერული მეთვალყურეობის ჯგუფთა შემადგენლობა, ჰიგიენური და კლინიკური მონიტორინგის სხვადასხვა ტაქტიკური ასპექტები, რაც აუცილებელია პროფილაქტიკური, სამედიცინო და შრომითი რეაბილიტაციის და სოციალური დაცვის ღონისძიებათა დასაბუთებისათვის. შემოთავაზებულია სტაჟური ექსპოზიციის (ესტ) ერთრიცხვიანი მაჩვენებლის გამოთვლა მისი საორიენტაციო ექსპრეს-შეფასებისათვის:
ნ
ესტ = ∑ბ1 ტ1/ტი (4)
ი=ლ
სადაც: ბ1 – არსებული ფაქტორის მავნეობის ხარისხი (ჰიგიენური კრიტერიუმებით), ქულები;
ტ1 – სამუშაო სტაჟი არსებულ პირობებში, წელი; ტი= 1 წელს;
ნ – შესაფასებელ მავნე, საშიშ ფაქტორთა ან სამუშაო ადგილთა რიცხვი.
3. პროფესიული რისკის ადეკვატური შეფასებისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იყოს არა მარტო პროფდაავადებების რისკის სიდიდეები, არამედ მისი სიმძიმეც. პროფდაავადებათა შეფასება რისკისა და სიმძიმის კატეგორიებით ტარდება უკუშექცევად სიდიდეთა შეფასებით მათი წარმონაქმნი ერთწევრიანი მაჩვენებლის სახით – პროფესიული დაავადების რისკის და სიმძიმის ინდექსით (იპდ):
1
იპდ = ––––––– , (5)
რკ · სკ
სადაც: რკ და სკ მოყვანილია ცხრილებში 6-სა და 7-ში, შესაბამისად.
ცხრილი 6
პროფესიული დაავადებების რისკის კატეგორიები (რკ)
რისკის კატეგორიები
(რკ)
გამოვლენილ პროფდაავადებათა შემთხვევები %
პროფესიულ დაავადებათა ადრეული ნიშნების გამოვლენილი შემთხვევები, %
1
10-ზე მეტი
30-ზე მეტი
2
1-10
3-30
3
1-ზე ნაკლები
3-ზე ნაკლები
ცხრილი 7
პროფესიული დაავადებების სიმძიმის კატეგორიები (სკ)
სიმძიმის კატეგორიები (სკ)
სიმძიმის კატეგორიების განსაზღვრა დაავადების და შრომისუნარიანობის ტიპის სამედიცინო პროგნოზირების საფუძველზე, რომელსაც ის გამოიწვევს
1
შემდგომი ექსპერტიზის უქონლობის დროსაც კი პროგრესირებადი შრომისუუნარობა, რომელიც განაპირობებს პროფესიის შეცვლას
2
მუდმივი შრომისუუნარობა, ან პროფესიის შეცვლის აუცილებლობა
3
მუდმივი ზომიერი შრომისუუნარობა
4
დროებითი მძიმე შრომისუუნარობა, ან საავადმყოფო ფურცელი 3 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით
5
ზომიერი დროებითი შრომისუუნარობა, ან საავადმყოფო ფურცელი 3 კვირაზე ნაკლები ხანგრძლივობით
4. ინდექსი ითვალისწინებს როგორც რისკის ალბათობის ზომას, ასევე პროფდაავადების სიმძიმის ხარისხს ინტეგრალური მაჩვენებლის სახით, რომელიც ერთი პროფდაავადებისათვის 0,06-დან 1,0-მდე ფარგლებში მერყეობს (კატეგორიის უფრო დანაწევრებული გრადაციის ამორჩევისას, მაგ., რისკის და სიმძიმის 10 გრადაციისას, ინდექსის რიცხვითი მნიშვნელობა იქნება 0,01-დან 1,0-მდე ფარგლებში).
5. მავნეობის სხვადასხვა ხარისხის მრავალფაქტორული საწარმოო ზემოქმედებისას იპდ ინდექსი საშუალებას იძლევა შეფასდეს როგორც თითოეული პროფდაავადება, ასევე მათი შესაძლო კომბინაცია, რაც გამოიხატება პარციალურ ინდექსთა ჯამით:
ნ
იჯამი = ∑ ი1 ,ი=ლ
მაგალითად, მბურღავის პროფესიისათვის (ხელის პერფორატორით) სილიკოზის, ვიბრაციული დაავადების და კოხლეარული ნევრიტის რისკი შეადგენს 5, 10 და 40%, ე.ი. რისკის კატეგორიები შეადგენს 2,2 და 1, შესაბამისად, ხოლო სიმძიმის კატეგორიები ამ პროფდაავადებებისა ტოლია შესაბამისად 1,2 და 3. რისკისა და სიმძიმის კატეგორიათა გადამრავლებისას და მათი შექცევადი სიდიდეების აღებისას, ვღებულობთ პროფდაავადებათა ინდექსებს, რომლებიც ტოლია შესაბამისად 0,5, 0,25 და 0,33, ხოლო ჯამური ინდექსი ტოლია 1,08.
6. გამოყოფენ პროფესიულ რისკთა კატეგორიებს შესაბამის ჰიგიენურ და მედიკო-ბიოლოგიურ მაჩვენებელთა კრიტერიალური მნიშვნელობებით (ცხრილი 8). ეს მაჩვენებლები და კრიტერიუმები დამოუკიდებლებია, ავსებენ ერთმანეთს და დასაბუთებული არიან ჰიგიენური კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე, ფიზიოლოგიური მონაცემების, პროფესიული და ზოგადი ავადობის, სამედიცინო შემოწმებათა მონაცემის და სხვ. უშუალო და შორეულ ეფექტების გათვალისწინებით.
7. სამედიცინო-ბიოლოგიური კრიტერიუმებიდან პროფესიულ დაავადებათა ინდექსი (იპდ) წარმოადგენს მნიშვნელოვანს. მავნე და საშიში პირობებისათვის 0,3-ზე ნაკლები ინდექსი შეესაბამება მე-3 კატეგორიის პროფდაავადების მაღალ რისკს, ან პროფდაავადების 1 კატეგორიის მცირე რისკს. ზღვარი განსაკუთრებით მავნესა და ექსტრემალურ პირობებს შორის იპდ=1 შეესიტყვება პროფდაავადების 1 კატეგორიის მაღალ რისკს ან მე-3 კატეგორიის სამ დაავადებას.
ცხრილი 8
შრომის არახელსაყრელ პირობებში მომუშავეთა ჯანმრთელობის პროფესიული რისკის შეფასების მაჩვენებლები და კრიტერიუმები
შრომის პირობების შეფასების ჰიგიენური კრიტერიუმები
მედიკო-ბიოლოგიური კრიტერიუმები
ინდექსი იპდ
ავადობის დონე
ბიოლოგიური ასაკის გაზრდა + ∆t, წელი
მავნე და საშიში
0,3-ზე ნაკლები
საშუალოზე მაღალი
3-ზე ნაკლები
განსაკუთრებით მავნე და განსაკუთრებით საშიში
0,3-1,0
მაღალი
3-5
ექსტრემალური
1,0-ზე მეტი
ძალიან მაღალი
5-ზე მეტი
8. ავადობის დონის და ბიოლოგიური ასაკის შეფასება სწარმოებს შესაბამისი მეთოდური დოკუმენტაციის და ლიტერატურის მონაცემების საფუძველზე.
9. შემოთავაზებული კლასიფიკაცია ითვალისწინებს ჯანმრთელობის დარღვევის, შრომისუუნარობის მიზეზების და ინვალიდობის საერთაშორისო კლასიფიკაციას (ჯანმო, 1980წ), ასევე დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციას (მე-10 გადახედვა).
10. ხმაურის, ლოკალური და ზოგადი ვიბრაციის მავნეობის ჰიგიენური კრიტერიუმების დასასაბუთებლად გამოყენებულია შემდეგი პრინციპები:
ა) ხმაურის ფაქტორის დოზური შეფასება კრიტიკული დონის კონცეფციის გათვალისწინებით და შესაბამისად დონისა და დროის ექვივალენტობის პარამეტრების მნიშვნელობის („q”) შეცვლა;
ბ) ჯანმრთელობის პროფესიული რისკის შეფასება რისკისა და პროფესიული დაავადების სიმძიმის კატეგორიების გათვალისწინებით. ამასთან, რისკის კატეგორიად მიღებულია პროფდაავადებათა განვითარების ალბათობა ფაქტორთა დონეზე დამოკიდებულებით, ხოლო სიმძიმის კატეგორიად მიღებულია ვიბრაციული დაავადების და კოხლეარული ნევრიტისათვის 2 და 3, ზემოთ დასახელებული კლასიფიკაციის შესაბამისად, ასევე ლიტერატურული მონაცემების გათვალისწინებით და დაზუსტებით.
11. ცხრილ 9-ში მოყვანილია დაზუსტებული შრომის პირობების კლასები ხმაურის დონის Aშესაბამისად, შევსებულია ასევე დოზათა სიდიდეებით და სმენის პროფესიული დაქვეითების რისკის მაჩვენებლებით.
ცხრილი 9
შრომის პირობების კლასები ხმაურის დონესთან დამოკიდებულებაში, მისი დოზები და სმენის დაქვეითების პროფესიული რისკის მაჩვენებლები
მაჩვენებლები
შრომის პირობების კლასები
დასაშვები
მავნე – 3
საშიში
(ექსტრემა-ლური)
1 ხარისხის, 3.1
2 ხარისხის,3.2
3 ხარისხის,3.3
4 ხარისხის,3.4
ბგერის ეკვივალენტური დონე, დბ (ა)
ზდდ
80
90
100
110
115
>115
ხმაურის ექსპოზიცია (დოზა), პა2 სთ
0,32
3,2
32
320
1000
>1000
დონისა და დროის q ეკვივალენტობის პარამეტრი
3
3
3
3
1,5
1,5
სმენის დაქვეითების პროფესიული რისკის შეფასება
რკ
–
4-5
( 0,5
12. ცხრილ 9-დან ჩანს, რომ მავნეობის ყოველი პირველი სამი ხარისხი შეესაბამება ხმაურის დონის 10დბ-ით, ან დოზის 10-ჯერ მომატებას, 110დბ-ის დონე კი წარმოადგენს კრიტიკულს, ასახავს გადახრის წერტილს q=3-დან q=1,5-მდე, გამოხატავს ხმაურის ასეთ დონეთა ზემოქმედების ტრავმულ ხასიათს. ხმაურის დონე 115დბ (ან 1000პა2-სთ) წარმოადგენს ექსტრემალურს.
13. ცხრილ 10-ში მოყვანილია შრომის პირობების კლასები ლოკალური და ზოგადი ვიბრაციის დონეების შესაბამისად და მათი მოქმედებისაგან გათვლილი ვიბრაციულ დარღვევათა ალბათობები.
ცხრილი 10
შრომის პირობების კლასები ლოკალური და ზოგადი ვიბრაციის დონეების შესაბამისად და მათი მოქმედებისაგან ვიბრაციულ დაავადებათა (ვდ) ალბათობის შეფასებები
მაჩვენებლები
შრომის პირობების კლასები
დასაშვები
მავნე – 3
საშიში
(ექსტრემა-ლური)
1 ხარისხის 3.1
2 ხარისხის,3.2
3 ხარისხის,3.3
4 ხარისხის,3.4
ლოკალური ვიბრაცია
ეკვივალენტური კორექტირებული აჩქარება, მ/წმ2
ზდდ
2
+3დბ
2,8
+6დბ
4,0
+9დბ
5,6
+12დბ
8,0
>12დბ
>0,8
ვდ რისკი, %
–სტაჟი 10 წელი
– სტაჟი 20 წელი
10(1)
35(2,5)
18(1.5)
>50(4)
35(1,7)
>50(5)
>50(2,5)
>50(6)
>50(3,5)
>50(9)
>50(>3,5)
>50(>9)
ზოგადი ვიბრაცია:
ეკვივალენტური კორექტირებული აჩქარება, მ/წმ2
ზდდ
0,1
+6დბ
0,22
+12დბ
0,45
+18დბ
0,9
+24დბ
1,8
>24დბ
>1,8
ვდ რისკი, %
–სტაჟი 10 წელი
– სტაჟი 20 წელი
0,08
0,13
0,3
0,4
1
1,8
5
7
>5
>7
პროფესიულ დაავადებათა წარმოშობის რისკის გაანგარიშება, რომელიც გამოწვეულია ვიბრაციის, ხმაურის და მიკროკლიმატის ერთდროული ზემოქმედებით
1. მომუშავეთა ორგანიზმზე ვიბრაციის მავნე ზემოქმედებისაგან დაცვის ღონისძიებათა შემუშავებისა და შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს როგორც ვიბრაციის დონე და მოქმედების ხანგრძლივობა, ასევე საწარმოო გარემოს თანმხლებ ფაქტორთა მოქმედებაც. ლოკალური ვიბრაციის ეფექტური ექსპოზიციის ფორმირების პრინციპული სქემის და ვიბრაციული დაავადების (ვდ) ალბათობის, ფაქტორთა კომპლექსის მოდიფიცირებული ზემოქმედების და პროფდაავადებათა რისკის გათვალისწინებით. ეს კონცეპტუალური მოდელი შეიცავს როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური რისკის ფაქტორებს და საშუალებას იძლევა განისაზღვროს წამყვან არახელსაყრელ და თანმხლებ ფაქტორთა რეალური დატვირთვის ფორმირების მექანიზმი პრაქტიკული გამოყენებისათვის კორექტული და უბრალო ფორმით, რომელიც მოცემულია ლოკალური ვიბრაციის ეფექტური ექსპოზიციის ფორმირების და ვიბრაციული დაავადების ალბათობის სქემაზე:
2. პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ეფექტურობა საჭიროა შეფასებულ იქნეს არა მარტო ამა თუ იმ ფაქტორთა პარამეტრების სიდიდეთა დაკლებით, არამედ ასევე ცალკეულ რიგ საწარმოო ფაქტორთა, მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზემოქმედების შორეული შედეგებით.
3. ვიბრაციული დაავადების ალბათობის შეფასება ითვალისწინებს:
ა) ვიბრაციის პარამეტრების გაზომვას და კორექტირებულ ეკვივალენტურ დონეთა გაანგარიშებას;
ბ) თანმხლებ ფაქტორთა – ხმაურის დონეთა და გარემოს ტემპერატურის პარამეტრების გაზომვას;
გ) შრომის სიმძიმის კატეგორიის განსაზღვრას;
დ) ვიბრაციული დაავადების რისკის ალბათობის გაანგარიშებას სამუშაო სტაჟისა და თანმხლებ ფაქტორთა სიდიდეებისაგან დამოკიდებულებით.
4. ვიბრაციული დაავადების ალბათობის განსაზღვრისათვის ცხრილი 11-ის მიხედვით, შესაბამისი ხანგრძლივობის სამუშაოსათვის ვიბროსიჩქარის ეკვივალენტური დონის შესაბამისად, ნახულობენ ვიბრაციული დაავადების ალბათობას პროცენტებში; შესაბამისად, შესაძლოა განისაზღვროს უსაფრთხო მუშაობის წელთა რაოდენობა. შემდეგ თანმხლები ხმაურის დონის, ჰაერის ტემპერატურისა და შრომის სიმძიმის კატეგორიის შესაბამისად ცხრილებიდან 12, 13 და 14 განისაზღვრება კოეფიციენტები „კ“, რომლებიც გადამრავლდება ერთმანეთზე და მრავლდება ვიბრაციული დაავადების ალბათობის მაჩვენებელზე.
5. ხმაურისა და ტემპერატურის კოეფიციენტები „კ“ ხაზობრივ დამოკიდებულებაში იმყოფებიან ფაქტორის ცვლილების სიდიდეებთან და მათი შუალედური მნიშვნელობები ადვილად გამოითვლება ფორმულით:
კხ = (Lხ–80)0,025 + 1 (6)
კტ = (20–t0)0,08 + 1 (7)
სადაც:
კხ – ხმაურის მოქმედების კოეფიციენტი;
კტ – ტემპერატურის მოქმედების კოეფიციენტი;
Lხ – ხმაურის დონე,დბ;
t0 – ჰაერის ტემპერატურა 0C.
მაგ.: პერფორატორით პტ–29 მუშაობა (Lეკვ= 128დბ) სწარმოებს 40C ტემპერატურისას, ხმაურის თანხლებით (დონე Lა=116დბა). აუცილებელია განისაზღვროს მომუშავეთა შორის ვიბრაციული დაავადების განვითარების ვადა და ალბათობა ამ პირობებში.
6. ცხრილით 11 განვსაზღვრავთ, რომ მუშაობის მე-5 წელს ფაქტორთა დაუმძიმებლობისას ვდ რისკი შეადგენს 1,4%, ხოლო თანმხლებ ფაქტორთა მოქმედების კოეფიციენტები (ხმაური და გაცივება) შესაბამისად ტოლია:
კხ = (116–80)0,025 + 1= 1,9
კტ = (20–4)0,08 + 1 = 2,28
სიმძიმის კატეგორიაა – III .სკ =1,5
აქედან ვდ%=1,4·1,9· 2,28·1,5 = 9,1% 5 წლის სტაჟისას.
როგორც გაანგარიშებიდან ჩანს, თანმხლებ ფაქტორთა დამამძიმებელი მოქმედებისას დაავადების ალბათობა მუშაობის იგივე სტაჟისას 6,5-ჯერ გაიზარდა.
7. პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ეფექტურობაზე დასკვნა გაიცემა ჩატარებული გაზომვებისა და გაანგარიშებების საფუძველზე. არსებულ ღონისძიებათა არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში განისაზღვრება შრომის პირობების ოპტიმიზაციის შედარებით ეფექტურ ღონისძიებათა მიმართულებები.
ცხრილი 11
ვიბრაციული დაავადების განვითარების ალბათობა ლოკალური ვიბრაციის მოქმედებისას
ვიბროსიჩქარის ეკვივალენტური კორექტირე-ბული დონე, დბ
მუშაობის ხანგრძლივობა, წლები
1
2
3
4
5
7
10
20
ვდ ალბათობა, %
109
- - -
- - -
- - -
- - -
- - -
- - -
1,0
1,5
111
- - -
- - -
- - -
- - -
- - -
- - -
1,5
2,0
112(ზდდ)
- - -
- - -
- - -
- - -
- - -
1,0
1,8
2,5
113
- - -
- - -
- - -
- - -
- - -
1,2
2,0
3,0
115
- - -
- - -
- - -
- - -
1,0
1,5
2,5
3,5
117
- - -
- - -
- - -
- - -
1,0
1,8
3,0
4,0
119
- - -
- - -
- - -
- - -
1,1
2,0
3,5
5,0
121
- - -
- - -
- - -
- - -
1,3
2,5
4,0
6,0
123
- - -
- - -
- - -
1,0
1,5
3,0
5,0
8,0
125
- - -
- - -
- - -
1,2
1,7
3,5
6,0
10,0
127
- - -
- - -
- - -
1,3
1,9
4,0
8,0
12,0
129
- - -
- - -
- - -
1,5
2,0
5,0
10,0
15,0
ცხრილი 12
ვდ რისკის მატების კოეფიციენტთა მნიშვნელობები თანმხლები ხმაურის დონეთა შესაბამისად
ბგერის დონე, დბა
80
90
100
110
120
კოეფიციენტი კ, ჯერადობა
1,0
1,25
1,5
1,75
2,0
შენიშვნა: ხმაურის დონის შეცვლა 1დბა-თი შეესაბამება კოეფიციენტს კ=0,025
ცხრილი 13
ვდ რისკის მატების კოეფიციენტთა მნიშვნელობები გარემოს ტემპერატურის შესაბამისად
სამუშაო ზონის ჰაერის ტემპერატურა, 0C
+20
+10
0
–10
–20
–30
კოეფიციენტი კ, ჯერადობა
1,0
1,8
2,6
3,4
4,2
5,0
შენიშვნა: ჰაერის ტემპერატურის შეცვლა 10C-ით შეესაბამება კოეფიციენტს კ=0,08
ცხრილი 14
ვდ რისკის მატების კოეფიციენტთა ზრდის მნიშვნელობები შრომის სიმძიმის კატეგორიის შესაბამისად
ფიზიკური შრომის სიმძიმის კატეგორია
I
II
III
IV
კოეფიციენტი კ, ჯერადობა
1,0
1,2
1,5
2,