1. საწარმოს მიერ სამუშაო ზონის ჰაერში მტვრის სანიტარიული კონტროლი უნდა წარმოებდეს სამუშაო ადგილებზე აზბესტის გადამუშავებისა და გამოყენებისას. მოწყობილობების და ტექნოლოგიური ოპერაციების იდენტურობისას დასაშვებია ცალკეულ სამუშაო ადგილებზე ან უბნებზე შერჩევითი კონტროლი.
2. სამუშაო ზონის ჰაერის მდგომარეობის საწარმოო ლაბორატორიული კონტროლი უნდა ტარდებოდეს დადგენილი წესით აკრედიტებული ლაბორატორიების მიერ მათი აკრედიტაციის სფეროს, საწარმოო გარემოს ფაქტორების და შრომითი პროცესის ნომენკლატურის, მომუშავეთა შრომის პირობების საწარმოო-ლაბორატორიული კონტროლის ორგანიზაციის პროგრამის შესაბამისად.
3. სამუშაო ზონის ჰაერში აზბესტშემცველი მტვრის შემცველობის კონტროლი უნდა განხორციელდეს
„სამუშო ზონის ჰაერში ფიბროგენული, შერეული ტიპის მოქმედების აეროზოლებისა და ლითონების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 18 სექტემბრის №262/ნ ბრძანების შესაბამისად.
4. საწარმოს მიერ, გეგმიური სანიტარიული კონტროლის ჯერადობა და პერიოდულობა დგინდება გამოყოფილი მავნე ნივთიერებების საშიშროების კლასის მიხედვით. სამუშაო ზონის ჰაერში საშიშროების მეორე კლასის მავნე ნივთიერებების გამოყოფისას გეგმიური სანიტარიული კონტროლი უნდა ჩატარდეს არანაკლებ ერთხელ თვეში, საშიშროების მესამე კლასის ნივთიერებებისათვის არანაკლებ ერთხელ კვარტალში. გაზომვების შედეგად მიღებული ყველა მონაცემები რეგისტრირებულ უნდა იყოს სპეციალურ ჟურნალებში და ინახებოდეს საარქივო მოთხოვნების შესაბამისად.
5. საუწყებო სამსახურები ყოველწლიურად უნდა განაზოგადებდნენ გამოკვლევების მონაცემებს, უნდა ატარებდნენ დაბინძურების ბოლო სამი წლის დინამიკის ანალიზს და შეიმუშავებდნენ ღონისძიებათა გეგმას სამუშაო ზონის ჰაერში დაბინძურების შესამცირებლად, მათი შესრულების კონკრეტული ვადები