1. ტექნოლოგიური პროცესები, მანქანები, მექანიზმები და მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს ცალკეული საწარმოო ფაქტორების, (ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება და სხვ.) მოწყობილობების, პროცესებისათვის დადგენილ სანიტარიულ ნორმებსა და წესებს.
2. აზბესტისა და აზბესტშემცველი მასალების გადამუშავებისას ტექნოლოგიური პროცესების დაპროექტება, ორგანიზაცია და ჩატარება უნდა ითვალისწინებდეს:
ა) მომუშავეთა აზბესტთან კონტაქტის მაქსიმალურ აცილებას;
ბ) ტექნოლოგიური პროცესების და ოპერაციების კომპლექსურ მექანიზაციას, ავტომატიზაციას, დისტანციური მართვის გამოყენებას;
გ) უნარჩენო ტექნოლოგიური პროცესების შერჩევასა და უზრუნველყოფას;
დ) ტექნოლოგიური პროცესის მართვის კონტროლის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მომუშავეთა დაცვასა და საწარმოო მოწყობილობების ავარიულ გამორთვას;
3. საწარმოო გარემოს აზბესტშემცველი მტვრით შესაძლო დამაბინძურებელი მასალებისა და პროცესების გამოყენებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ტექნოლოგიურად რაციონალურ ხერხებს. ასეთ ხერხებს მიეკუთვნება:
ა) მექანიზმების, დანადგარების, მოწყობილობების, ინსტრუმენტების გამოყენებისას სავენტილაციო სისტემებით უზრუნველყოფა და მათი მომსახურება ინსტრუქციების შესაბამისად;
ბ) აზბესტის ნაკეთობების და მასალების დანამვა, სადაც ეს ტექნოლოგიურად შესაძლებელია სამუშაო ადგილებზე გახსნის (განფუთვის), გადამუშავების, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების, მექანიკური დამუშავების, გაწმენდის და მოცილების წინ;
გ) სასაქონლო პროდუქცია, სადაც ეს შეიძლება, მოხმარებისათვის უნდა მიეწოდოს შემდგომი მექანიკური დამუშავების აუცილებლობის გარეშე;
დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მართებულად გამოყენება.
4. აზბესტის მრეწველობისათვის ახლად შემუშავებული სპეციალიზებული მოწყობილობების დამამზადებელმა, მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია აზბესტის მტვრის მოსალოდნელი გამოყოფის დონეების შესახებ, ასევე მტვერთან ბრძოლის გასათვალისწინებელ საშუალებებზე.
5. აზბესტისა და აზბესტის სხვა მასალებთან ნარევის ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი კონვეიერები უნდა იყოს დაფარული და აღჭურვილი ასპირაციული სისტემები