1. აზბესტი – სერპენტინის ჯგუფის (ქრიზოტილ-აზბესტი) და ამფიბოლის ჯგუფის (აქტინოლიტი, ამოზიტი, ანტოფილიტი, კროკიდილიტი, ტრემოლიტი და სხვა) ბოჭკოვანი მინერალების კრებითი სახელწოდება, რომელიც ბუნებაში გვხვდება იზოლირებული ან სხვადასხვა ნარევის სახით.
2. აზბესტშემცველი მტვერი – ჰაერში შეწონილი ან დალექილი მტვერი, რომელშიც აზბესტის ბოჭკოები იმყოფება თავისუფალ ან შეკავშირებულ მდგომარეობაში.
3. აზბესტშემცველი ნარჩენები – აზბესტშემცველი მასალების მოპოვების, გამდიდრების, გადამუშავების ნარჩენები.
4. ადამიანზე მავნე ზემოქმედება – გარემოს ფაქტორების ზემოქმედება, რომელიც ადამიანის და მომავალი თაობების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
5. აზბესტის ზემოქმედება – ჰაერში მყოფი აზბესტის ბოჭკოების ან აზბესტშემცველი მტვრის ზემოქმედება. აზბესტის მაღალი კონცენტრაციების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს პნევმოკონიოზის სპეციფიკური ფორმა (აზბესტოზი) და ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნები (ფილტვების, კუჭის კიბო, პლევრის მეზოტელიომა და სხვა).
6. ბოჭკო-ნაწილაკი სიგრძე – დიამეტრის შეფარდებით 3:1. რესპირაბელური ბოჭკო – ბოჭკო 5 მკმ-ზე გრძელი და 3 მკმ-ზე წვრილი.
7. საწარმოო გარემოს და შრომითი პროცესის მავნე ფაქტორი – ფაქტორი, რომლის ზემოქმედებამ მომუშავეზე განსაზღვრულ პირობებში შეიძლება გამოიწვიოს პროფესიული პათოლოგია, შრომისუნარიანობის დროებითი ან მდგრადი შემცირება, სომატური და ინფექციური დაავადებების სიხშირის მომატება, შთამომავლობის ჯანმრთელობის მოშლამდეც კი.
8. ჰიგიენური ნორმატივი – მაჩვენებლის დასაშვები მაქსიმალური ან მინიმალური რაოდენობრივი (ან) თვისობრივი მნიშვნელობა, რომელიც დადგენილია გამოკვლევებით და ახასიათებს გარემოს ამა თუ იმ ფაქტორს მისი უსაფრთხოების და (ან) ადამიანის უვნებლობის პოზიციიდან.
9. დროით დაცვა – საწარმოო გარემოს და შრომითი პროცესის არასასურველი ფაქტორების მომუშავეებზე მავნე ზემოქმედების შემცირება. მათი მოქმედების დროის შემცირების ხარჯზე: შიგაცვლური შესვენებების შემოღება, სამუშაო დღის ხანგრძლივობის შემცირება, შვებულების ხანგრძლივობის გაზრდა, მოცემულ პირობებში მუშაობის სტაჟის შეზღუდვა.
10. მტვრით დატვირთვის საკონტროლო დონე– მტვრით დატვირთვა, რომელიც ფორმირდება მტვრის საშუალოცვლური ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის დაცვის პირობებში ფაქტორთან პროფესიული კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.
11. თანმდევი პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს მიზნობრივი პროდუქტის მიღების კონკრეტული ტექნოლოგიური პროცესის გარდაუვალ შედეგს.
12. ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ორგანიზაციის პროგრამა – დოკუმენტი, რომლის საფუძველზე ხორციელდება შრომის პირობების საწარმოო კონტროლი და წარმოადგენს საკონტროლებელი წერტილების ჩამონათვალს საწარმოო მავნე ფაქტორების, მათი ზდკ (ზდდ)-ის, სინჯების აღების პერიოდულობის, სინჯების რაოდენობის (გამოკვლევების) მითითებით. გამოკვლევების პროგრამის შედგენა წარმოების საწარმოო გარემოს და შრომითი პროცესის ფაქტორების ჰიგიენური შეფასების, ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე, ასევე გამოსაშვები პროდუქციის ჰიგიენური შეფასების საფუძველზე.
13. პროფესიული დაავადებები – ქრონიკული და მწვავე დაავადებები, რომელთა აღმოცენებაში (განვითარებაში) გადამწყვეტი როლი ეკუთვნის საწარმოო გარემოს და შრომითი პროცესის არახელსაყრელ ზემოქმედებას.
14. მტვრით (მტვეროვანი, მტვერული) დატვირთვა – მტვრის ჯამური ექსპოზიციური დოზის რეალური ან პროგნოზული სიდიდე, რომელიც მომუშავეთა სუნთქვის ორგანოებზე ზემოქმედებს, გამოსახავს მტვრის საერთო მასას. მტვრით დატვირთვა განისაზღვრება მტვრის საშუალოცვლური კონცენტრაციის სიდიდით, რომელსაც მომუშავე შეისუნთქავს ფაქტორთან ფაქტობრივი ან მოსალოდნელი კონტაქტის მთელ პერიოდში.
15. ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები – საშუალებები, რომლებიც გამოიყენება მუშაკებზე საშიში და (ან) საწარმოო მავნე ფაქტორების ზემოქმედების, ასევე დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად.
16. ექსპოზიცია – მავნე ფაქტორის მოქმედების ინტენსიურობისა და ხანგრძლივობის რაოდენობრივი მახასიათებელ