1. აზბესტი შეფუთული და ნიშანდებული უნდა იყოს მტკიცე, ჰერმეტულ, მტვერგაუმტარ ტომრებში, უსაფრთხოების შესახებ სამახსოვროსა ან ანოტაციიის თანხლებით, რომელიც შეიცავს შემდეგ ცნობებს:

ა) პროდუქციის დასახელებას;

ბ) პროდუქციის დამამზადებელი საწარმოს მისამართს;

გ) ქიმიურ აღნიშვნას ან აზბესტშემცველი პროდუქციის ყველა შემადგენელი კომპონენტის საერთოდ მიღებულ დასახელებას;

დ) აზბესტის პროცენტულ შემცველობას ნარევში;

ე) მონაცემებს ჯანმრთელობისათვის აზბესტის საშიში თვისებების შესახებ;

ვ) მითითებებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების (რესპირატორები, სპეცტანსაცმელი და ა.შ.) შესახებ;

ზ) სხვა განმარტებებს, რომლებიც ეხება აზბესტშემცველი პროდუქციის მოხმარებისა და გამოყენების ხერხებს.

2. ტომრების პირი ჰერმეტულად უნდა იხურებოდეს თერმოშედუღებითი ნაკერის ან ძაფით დაგვირისტების საშუალებით.

3. ტომრების დაზიანებისას, დაზიანების ადგილები უნდა დაირჩილოს მწებვარე ლენტით, მოთავსდეს შეუღწევად ტომრებში, დაილუქოს და გაუკეთდეს ნიშანდება.

4. აზბესტიანი ტომრების შენახვა აუცილებელია დახურულ მშრალ საწყობებში ქვეშეებზე. შენობის გარეთ არსებული შეუფუთავი აზბესტის ნაყარი უნდა დაიხუროს ბრეზენტით, რეზინის ან პლასტიკური ფურცლებით.

5. გადატვირთვის სამუშაოები უნდა შესრულდეს მხოლოდ მექანიზებული ხერხით, ამწევ-სატრანსპორტო მოწყობილობებისა და მცირე მექანიზაციის საშუალებების გამოყენებით. ტვირთების ხელით აწევისა და გადანაცვლებისას აუცილებელია დაცულ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

6. გადატვირთვის სამუშაოებისას დაუშვებულია კაკვების და სხვა მახვილი წაწვეტებული სამარჯვების გამოყენება.

7. საქვეშეებზე განლაგებული ტომრების სტანდარტული პარტიების გადატვირთვის სამუშაოები, უნდა ტარდებოდეს კონტეინერმზიდების, ავტოსატვირთველების, ამწეების ან სხვა ანალოგიური მოწყობილობების დახმარებით.

8. ყველა ამწე-სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოყენებულია აზბესტის დატვირთვისა და გადატანისათვის, გემების ტრიუმები, გემბანები, სასაწყობე სათავსები დაცლის შემდეგ გულდასმით უნდა გაიწმინდოს მტვერდამჭერებით. დასაშვებია სველი ხერხით გაწმენდ