1. საწარმოო და დამხმარე სათავსების ვენტილაციის, გათბობის და ჰაერის კონდიციონირების სისტემები უნდა უზრუნველყოფდეს დადგენილი სანიტარიული წესებისა და ნორმების დაცვას.
2. სავენტილაციო დანადგარებით მოცილებული მავნე ნივთიერებების შემცველი ჰაერი ატმოსფეროში გაფრქვევამდე წინასწარ უნდა იწმინდებოდეს, ამ ნივთიერებებისათვის დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებამდე დასაყვანად.
3. საწარმოო სათავსებში მიკროკლიმატური პირობები უნდა შესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №256/ნ ბრძანების „საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” მოთხოვნებს.
4. მიკროკლიმატის და ჰაერის სისუფთავის ნორმირებადი პარამეტრები მიღწეულ უნდა იქნეს პირველ რიგში ტექნოლოგიური და სამშენებლო ღონისძიებებით: სრულყოფილი ტექნოლოგიის გამოყენებით, მოწყობილობების ჰერმეტიზაციით და ჩაშენებული გამწოვების აღჭურვით, მტვერწარმოქმნის ადგილებში მტვრის წყლით და ქაფით ჩახშობით.
5. ასპირაცია გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი ოპერაციების განხორციელებისას:
ა) მასალის მიწოდება ან გადაცემა ტრანსპორტიორზე, აზბესტშემცველი მასალების მსხვრევა, დაფქვა, გაცხრილვა, სუპერაცია, შერევა და შეფუთვა;
ბ) აზბესტ-ტექსტილის ნაკეთობების კორდული ჩეჩვა, რთვა, ქსოვა კერვა და სხვა.
გ) აზბესტცემენტის, ფრაქციული და აზბესტშემცველი თბო-ბგერამაიზოლირებელი მასალების და ნაკეთობების ჭრა, შტამპვა, ბურღვა, ხერხვა, მსხვრევა და სხვა ნებისმიერი მექანიკური დამუშავება.
6. ასპირაციული სისტემები ბლოკირებულ უნდა იქნეს საწარმოო მოწყობილობებთან ისე, რომ გამოირიცხოს მათი მუშაობა ვენტილაციის გამორთვისას. ასპირაციული სისტემები და აირმტვერდამჭერი დანადგარები უნდა გამოირთოს მოწყობილობების გამორთვიდან არა ნაკლებ 20 წუთის შემდეგ.
7. სავენტილაციო სისტემის და პნევმოტრანსპორტის მიერ გენერირებული (წარმოქმნილი) ხმაურისა და ვიბრაციის დონე უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით
„გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ" დადგენილ ნორმებს.
8. მომდენი ჰაერის მიწოდების ხერხი და მისი მოძრაობა სამუშაო ზონაში უნდა გამორიცხავდეს მეორად მტვერწარმოქმნას. მომდენი ჰაერი უნდა მიეწოდოს ნაკლები დაბინძურების ზონებში. მომდენი ჰაერის გამოშვება უნდა ხორციელდებოდეს დანადგარების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაო ზონაში ჰაერის თანაბარ განაწილებას. ჰაერის მოძრაობის სიჩქარე უნდა იყოს 0,1-0,6 მ/წმ-ის ფარგლებში.
9. შენობებისა და ნაგებობების გათბობისათვის გათვალისწინებულ უნდა იყოს სისტემები, ხელსაწყოები და თბოგადამტანები, რომლებიც არ ქმნიან დამატებით საწარმოო მავნეობას.
10. გათბობის არმქონე საამქროებში, მოწყობილ უნდა იყოს სათავსი მომუშავეთა გასათბობად.
11. მართვის პულტების სათავსები აუცილებელია გამოიყოს საწარმოო სათავსებისგან ტამბურ-რაბებით.
12. მომდენი სისტემების ჰაერსატარებს, რომლებიც გადის ცხელი ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და სითბოს გამოყოფის წყაროებთან ახლოს, უნდა ჰქონდეთ თბოიზოლაცია.
13. ყველა სავენტილაციო დანადგარი, როგორც ახლად დამონტაჟებული, ასევე რეკონსტრუქციის ან კაპიტალური რემონტის შემდეგ ექსპლუატაციაში შესაყვანი, გამოცდილ უნდა იქნეს ეფექტურობაზე.
14. სავენტილაციო დანადგარები აღჭურვილ უნდა იქნეს სამარჯვეებით (ლიუკები, შტუცერები და ა.შ.) ჰაერსატარებში სიჩქარის, ტემპერატურის და ა.შ. საკონტროლოდ და გასაზომად, ჰაერის მოცულობის რეგულირებისათვის.
15. სავენტილაციო სისტემების და მტვერამწმენდი მოწყობილობების მუშაობაზე კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს რეგულარულა