1. მუშაკები უზრუნველყოფილ უნდა იქნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (შემდეგ – იდს). სპეციალური ტანსაცმლის, სპეციალური ფეხსაცმლის და მუშათა და მოსამსახურეთა ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებებით.

2. იდს გამოყენებული უნდა იყოს პროფესიული თავისებურების გათვალისწინებით სპეცტანსაცმლის, სპეცფეხსაცმლის და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებების მოდელების კატალოგის შესაბამისად. მუშები, რომლებიც უზრუნველყოფილი არ არიან აუცილებელი იდს-ით, არ დაიშვებიან სამუშაოზე.

3. აზბესტსა და აზბესტშემცველ მასალებთან ყველა მომუშავე უზრუნველყოფილ უნდა იყოს რესპირატორებით.

4. სამუშაო სათავსებში, ზონებში ან სამუშაო უბნებში შესვლისას, რომლებშიც ჰაერში შეწონილი აზბესტშემცველი მტვრის კონცენტრაციები აჭარბებს ან შეიძლება აჭარბებდეს ზდკ-ით დადგენილს, მოწყობილ უნდა იყოს უსაფრთხოების ნიშნები წარწერით „მუშაობა სუნთქვის ორგანოების დამცავი საშუალებების გამოყენებით”.

5. დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული უნდა იყოს რესპირატორების ტიპები მტვრის იმ მაღალი კონცენტრაციების გათვალისწინებით, რომლებიც დადგენილია მოცემულ სამუშაო ადგილზე.

6. სამუშაო ადგილზე ყოველთვის უნდა იყოს შესაბამისი იდს საკმარისი რაოდენობით.

7. მუშაკებს, რომლებიც ვალდებული არიან გამოიყენონ რესპირატორები, შესწავლილი უნდა ჰქონდეთ მათი გამოყენების წესი. სწავლების პროგრამები და იმ მომუშავეთა შრომის დაცვის ინსტრუქტაჟი, რომლებიც აზბესტის გამოყენებით არიან დაკავებული, უნდა შეიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) გარემოებები, რომელთა დროს აუცილებელია რესპირატორის გამოყენება და ამ გარემოებათა განსაზღვრის ხერხი;

ბ) გამოყენებისა და სახესთან მჭიდროდ მიკვრის შემოწმების ხერხები;

გ) რესპირატორის სწორი ფუნქციონირების, შემოწმების და მისი გამართულად შენახვის ხერხები.

8. დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს იდს-ის სწორი და აუცილებელი გამოყენების კონტროლი, მისი გაწმენდა და მოვლა. გამოუყენებელი რესპირატორები შენახული უნდა იყოს სპეციალურად მოწყობილ სათავსებში.

9. რესპირატორების წმენდა უნდა ჩატარდეს კვირაში ერთხელ, ან უფრო ხშირად. მფილტრავი რესპირატორების ფილტრის წინსადები უნდა გამოიცვალოს, ფილტრები უნდა შემოწმდეს ყველა შემთხვევაში.

10. ზღვრულად დასაშვები დონეების ზევით ხმაურისა და ვიბრაციის პირობებში მომუშავეები უზრუნველყოფილ უნდა იქნენ იდს-ით.

11. მუშაკები თვალის და სახის დასაცავად უზრუნველყოფილ უნდა იქნენ ინდივიდუალური დაცვის სამარჯვებით (სათვალეები, ფარები, ნიღბები), რომელთა შერჩევა დამოკიდებულია საწარმოო პროცესის კონკრეტულ პირობებზე.

12. ყველგან, სადაც აუცილებელია რესპირატორის გამოყენება, მომუშავეები უზრუნველყოფილ უნდა იქნენ ასევე დამცავი ტანსაცმლით. დამცავმა ტანსაცმელმა მთლიანად უნდა დახუროს პირადი ტანსაცმელი და არ გაატაროს მტვერი. აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს თავსაბურავი.

13. დაბინძურებული სპეცტანსაცმელი უნდა ექვემდებარებოდეს პერიოდულ გაუმტვერულებას და რეცხვას (არანაკლებ 2-ჯერ თვეში). სპეციალური ტანსაცმლის გაწმენდა შეკუმშული ჰაერით კატეგორიულად აკრძალულია.

14. ნედლ აზბესტცემენტთან კონტაქტის შესაძლებლობისას მომუშავეთა სხეულის ღია ნაწილების კანი დაცული უნდა იყოს საცხებით, პასტებით, სილიკონის კრემით ან ვაზელინით. საპირფარეშოებში ხელების დასაბანად უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემჟავებული წყლის (მარილმჟავას 0,1%-იანი ხსნარი) მიწოდება. ცვლის დამთავრების შემდეგ ხელები უნდა დამუშავდეს ცხიმოვანი საცხებით.

15. ინდივიდუალური დაცვის ყველა საშუალება უნდა გაიცეს მომუშავეებზე უფასოდ და უნდა შეინახოს გამართულ მდგომარეობაში დამსაქმებლის ხარჯზე. იდს-ის გაუმართავი დეტალები აღმოჩენისთანავე იცვლება ახლებზ