1. საწარმოს მოცულობით-დაგეგმვითი და კონსტრუქციული გადაწყვეტა უნდა ითვალისწინებდეს აზბესტის და აზბესტშემცველი პროდუქტების ტრანსპორტირების ტრაექტორიის მაქსიმალურ შემცირებას.
2. ტექნოლოგიური უბნების (საამქროების) განთავსება შენობების შიგნით უნდა ხორციელდებოდეს აზბესტშემცველი მტვრის და სხვა მავნე ნივთიერებების გამოყოფის და გავრცელების თავიდან აცილების აუცილებლობის გათვალისწინებით სხვა უბნებზე, რომელთაც არ აქვთ მათი გამოყოფის წყაროები.
3. მართვის პულტები, რომლებიც წარმოადგენს ძირითად სამუშაო ადგილებს, განთავსებულ უნდა იყოს იზოლირებულ სათავსებში.
4. აზბესტის მიწოდება საწარმოში უნდა წარმოებდეს ტომრებში, ხოლო მათი გახსნა და დაცლა განტარვის მანქანის დახმარებით გაუხშოების ქვეშ, ან ასპირაციით მოწყობილ სპეციალურ ადგილზე.
5. აზბესტის საწყობები, აზბესტის დოზირების კვანძებიანი მოსამზადებელი განყოფილებები უნდა განთავსდეს ცალკე მდგომ შენობებში ან იზოლირებულ სათავსებში.
6. აზბესტის დატვირთვა-გადმოტვირთვის, საწარმოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების გზები, საწყობები, განტარვის, მშრალი აზბესტის დოზირების და სხვა კომპონენტებთან შერევის, აზბესტშემცველი მასალების მექანიკური დამუშავების, თბო და ბგერამაიზოლირებელი აზბესტშემცველი საფარით დაფარვის, მოცილების და რემონტის ადგილებში უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშნები და წარწერები, რომლებიც შეზღუდავს უცხო პირების შეღწევას.
7. საწარმოო შენობები და ნაგებობები, რომელებიც განკუთვნილია აზბესტსა და აზბესტშემცველ მასალებთან სამუშაოების შესასრულებლად უზრუნველყოფილი უნდა იყოს დალექილი მტვრის ამწმენდი მოწყობილობებით. საწარმოო სათავსების, საკიდი კონსტრუქციების, მანქანების და მოწყობილობების გაწმენდა აზბესტშემცველი მტვრისაგან უნდა წარმოებდეს სპეციალური მეთოდებით (პნევმოწმენდა, სველი წმენდა და სხვა).
8. ასპირაციულ სისტემებიანი მოწყობილობების გაწმენდა მტვრისაგან, აუცილებლად უნდა წარმოებდეს ჩართული ასპირაციის პირობებში.
9. შენობების იატაკის, კედლების და საკიდი კონსტრუქციების ზედაპირები უნდა იყოს გლუვი და არ ჰქონდეს უსწორმასწორობანი, რათა ადვილად იწმინდებოდეს მტვრისაგან.
10. შიგა წყალსადენის და კანალიზაციის დანადგარები უნდა პასუხობდეს სამრეწველო საწარმოების დაპროექტების და მშენებლობის მოქმედ ნორმებს.
11. საწარმოო და დამხმარე სათავსების, მოწყობილობების სველი გაწმენდა აზბესტშემცველი მტვრისაგან უნდა ხორციელდებოდეს სასმელი ხარისხის წყლით.
12. არ დაიშვება ჩამდინარე წყლების ჩაშვება წყალსატევებში.
13. ყველა საწარმოო სათავსი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ხელოვნური განათებით. საერთო განათებისათვის, როგორც წესი, უნდა გამოიყენებოდეს აირგანმმუხტველი ნათურები. საერთო განათების ვარვარა ნათურები შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ა) სათავსებში, რომლებშიც წარმოებს მცირე სიზუსტის სამუშაოები და მოითხოვს საწარმოო პროცესის მიმდინარეობაზე საერთო დაკვირვებას;
ბ) ტექნოლოგიური მოედნების, ხიდების, გადასასვლელების და ა.შ. გასანათებლად, თუ იქ სინათლის სხვა წყაროების მოწყობა ტექნიკურად შეუძლებელია;
გ) დამხმარე და საყოფაცხოვრებო სათავსებში.
14. განათებულობის კონტროლი უნდა ჩატარდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ასევე, სანათი დანადგარების ექსპლუატაციაში შესვლისას, რემონტის ან რეკონსტრუქციის შემდეგ.
15. სინათლის ღიობების და სანათების საწარმოო სათავსებში მომსახურებისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს სპეციალური სამარჯვეები (გადასატანი კოშკურა, კიბეები, მოედნები, დანადგარები საკიდლებისათვის