1. ცხელი და ცივი მიკროკლიმატის პირობებში მომუშავეთათვის წყლის ბალანსის დარღვევის პროფილაქტიკის მიზნით, საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს მუშაკები გაზირებული წყლით, ან სხვა სასმელებით (ვიტამინიზირებული მწვანე ჩაი, მშრალი ხილის ნაყენი და სხვ.). ვიტამინების, მარილებისა და მიკროელემენტების დეფიციტის აღდგენის ეფექტურობის ასამაღლებლად უმჯობესია გამოყენებული სასმელების პერიოდული შეცვლა.
2. მიწისქვეშა გვირაბებში ყველა მომუშავეს უნდა ჰქონდეს 0,75ლ ტევადობის მათარა ან თერმოსი, რომლებიც გამოყენების შემდეგ უნდა ირეცხებოდეს და ინახებოდეს ცენტრალიზებულად.
3. გამცემ პუნქტებში სასმელი წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +200C-ს და არ უნდა იყოს +120C-ზე დაბალი.
4. ბრუნვაში არსებული ჭურჭლის რაოდენობა ორჯერ მეტი უნდა იყოს სამუშაო ადგილების რაოდენობაზე, რომელთა უზრუნველსაყოფადაა ისინი გათვალისწინებული. გარდა ამისა, შახტებში გათვალისწინებული უნდა იყოს სასმელი ჭურჭლის მარაგი 30%-ის რაოდენობით.
5. მიწისქვეშ არსებული კვების პუნქტებისათვის კერძები უნდა მომზადდეს მიწისზედა სასადილოში და მაშინვე მოთავსდეს თერმოსებში. კერძები კვების პუნქტებს უნდა მიეწოდოს თერმოსებში გადატანიდან არა უმეტეს 1-2 სთ-ის განმავლობაში. პირველი ცხელი კერძის ტემპერატურა გაცემისას არ უნდა იყოს 600C-ზე დაბალი, მეორე კერძის 500C-ზე, ხოლო ცივისა 140C –ზე დაბალი.
6. შახტიდან დაბრუნებული ჭურჭლის, მათარებისა და თერმოსების სანიტარიული დამუშავება უნდა ხორციელდეობდეს ყოველდღიურად.
7. სამთო მუშების სამკურნალო-პროფილაქტიკური კვება ბალანსირებული უნდა იყოს კალორიულობით, საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის №111/ნ ბრძანების „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად