1. შახტებიდან ამოტუმბული ჩამდინარე და სადრენაჟო (შემდგომში – ჩამდინარე) წყლების, გამამდიდრებელ და ბრიკეტის ფაბრიკებში გამდიდრების პროცესებში გამოყენებული ჩამდინარე წყლების, ასევე სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყლების ჩადინება წყალსატევში დასაშვებია მხოლოდ მათი ეფექტური გაწმენდის, გაუვნებლობისა და წყალში შეწონილი და გახსნილი ნივთიერებების ლაბორატორიული კონტროლის შემდეგ. გამწმენდ ნაგებობათა პროექტში წარმოდგენილი უნდა იყოს ჩამდინარე წყლის დაყოვნების დროის გაანგარიშება კოაგულანტებისა და ფლოკულანტების გამოყენების საჭიროების (ან გამოყენების უარყოფის) დასაბუთებით. ტექნოლოგიურ მოწყობილობათა ამოქმედება დაუშვებელია ჩამდინარე წყლების გამწმენდი მოწყობილობების ექსპლუატაციაში გაშვებამდე.
2. წყლის გამწმენდი ნაგებობის მწარმოებლურობა გაანგარიშებული უნდა იყოს საწარმოს სიმძლავრის შესაძლო გაზრდის გათვალისწინებით (არანაკლებ 10 წლის ვადით).
3. დაუშვებელია იმ ფლოტორეაგენტებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების გამოყენება და წყალსატევებში ჩაშვება, რომელთა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები დადგენილი არ არის.
4. საწარმოთა წყალმომარაგების სქემებში საჭიროა ტექნიკური მიზნით წყლის გამოყენების ბრუნვადი ციკლების ორგანიზების გათვალისწინება.
5. წყალსატევებში საწარმოთა ჩამდინარე წყლების ჩაშვება უნდა ხორციელდებოდეს დინების ქვემოთ, წყლის მოხმარების პირველ პუნქტთან, ჩამდინარე წყლის ხარისხზე მოთხოვნების მკაცრი დაცვით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული სანიტარიული წესებისა და ნორმების „ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის სანიტარიული წესები და ნორმები“ შესაბამისად.
სანიტარიულ დაცვას ექვემდებარება: მდინარეები, წყალსაცავები, ტბები, ნაკადულები, ტბორები (გუბურები), ხელოვნური არხები, ასევე სასმელ-სამეურნეო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და ბალნეოლოგიური მიზნით გამოყენებული მიწისქვეშა წყლები
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 13. მოთხოვნები წყლის რესურსების სანიტარიული დაცვისადმი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 30. მოთხოვნები ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდასთან დაკავშირებით
- მუხლი 33. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემა
- მუხლი 75. წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვის ამოცანები
- მუხლი 39. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების შეთანხმებულ ტექნიკურ პირობებთან და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების განმახორციელებელ პირთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. მოთხოვნები ვენტილაციისა და გათბობისადმი
- მუხლი 8. მოთხოვნები განათებისადმი
- მუხლი 9. მოთხოვნები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისადმი
- მუხლი 10. მოთხოვნები მომუშავეთა სანიტარიულ–საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფისადმი
- მუხლი 11. მოთხოვნები წყლის მიღებისა და კვების რეჟიმისადმი
- მუხლი 12. სამთო სამუშაოების წარმოებისა და სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრებისას წყლის რესურსების, ადგილმდებარეობის რელიეფის, ნიადაგისა და ატმოსფეროს კეთილსაიმედო მდგომარეობის შესანარჩუნებლად მიღებული უნდა იქნეს
- მუხლი 14. მოთხოვნები ატმოსფერული ჰაერისა და მიწის რესურსების სანიტარიული დაცვისადმი
- მუხლი 15. მოთხოვნები მომუშავეთა სამედიცინო-პროფილაქტიკური მომსახურებისა და შრომის პირობებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისადმი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 13, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-13-2/