1. ფანერის წარმოების საწარმოებში საჭიროა ცალკე სათავსებში გამოიყოს ნედლეულის საწყობები, საშრობი კამერები, გამოჭრის საამქროები, მშრალი მასალების საწყობი, სამანქანო საამქრო, ნახევარფაბრიკატების საწყობი, ამწყობი საამქრო, მზა ნაკეთობების საწყობი, შპონის ასახდელი, გაჟღენთვის, შრობის უბნები, ფანერის, მერქნის ფენოვანი პლასტიკების დაწებების უბნები, რომლებიც ერთმანეთს უნდა უერთდებოდეს მხოლოდ ტექნოლოგიური ღიობებით.
2. შპონების საჭრელი მაკრატლისაგან შპონის დასტების გამოგორების და ჩამოჭრის შემდეგ ნარჩენების აწმენდის ოპერაციები უნდა იყოს მექანიზებული.
3. სამუშაო ადგილები უნდა აღიჭურვოს შპონის და ფანერის დამხარისხებელი ხაზებით (მექანიზმებით), შპონების საშრობებში მიმწოდებელი მანიპულატორებით, ჰიდროთერმოდამუშავებაგავლილი ნედლეულის დამშორიშორებლებით (საბრტყელებლებით), კუნძების და კოტრების ჩამომგდებით, სახეხ დაზგებზე ფურცლების მიწოდების და მოხსნის განმახორციელებელი მექანიზმებით.
4. შპონსახდელი ჩარხი საჭიროა აღჭურვილი იყოს საცენტრებელ-ჩამტვირთავი მოწყობილობებით და ამ მოწყობილობებზე ნედლეულის მომწოდებელი კონვეიერებით.
5. დამხარისხებელი ხაზების სამუშაო ადგილებზე მოწყობილი უნდა იყოს ასაწევი მაგიდები, როლგანგები, კონვეიერები და მოწყობილობები (საბრუნი) ფანერის გადასაბრუნებლად.
6. ნედლეულის გაქერქვის, დაცალკევების, ნარჩენების დანაწილების და სხვა პროცესების მართვა უნდა ხორციელდებოდეს დისტანციურად, იზოლირებულ კაბინებში მოთავსებული მართვის პულტებით.
7. ნედლეულის ჰიდროთერმული დამუშავების აუზებს უნდა ჰქონდეს სახურავები, რომლებიც უზრუნველყოფს ორთქლის გამოყოფის შემცირებას.
8. ნედლეულის ჰიდროთერმულ დამუშავებას უნდა ჰქონდეს ნედლეულის გახურების რეჟიმის ავტომატური რეგულირების სისტემა.
9. წიწვოვანი ჯიშის შპონების შრობისას იკრძალება ჰაერის რეცირკულაცია.
10. საშრობები შპონების გადმოტვირთვის მხარეს აღჭურვილი უნდა იყოს ნეიტრალიზატორებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სტატიკური ელექტრობის მოხსნას შპონის ფურცლებიდან.
11. მზა პროდუქციის (ფანერა, მერქანშრეული პლასტიკი, შპონი) შენახვა უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ მომდენ-გამწოვი ვენტილაციით აღჭურვილ სასაწყობო სათავსებში.
12. წებოების მომზადება ფენოლ-ფორმალდეჰიდური, შარდოვანა-ფორმალდეჰიდური და სხვა ფისების საფუძველზე, რომლის დროსაც ადგილი აქვს გარემოში ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას, უნდა ხორციელდებოდეს ჰერმეტულ რეაქტორებში; მათი წნეხებში მიწოდება საჭიროა ხდებოდეს მილსადენებით.
13. ცხელი მეთოდით ფანერის დაწნეხვა აუცილებელია ჩატარდეს მხოლოდ ცივი ქვეწნეხვის შემდეგ.
14. ფისების ტარის რეცხვისათვის საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ცხელი და ცივი წყლით უზრუნველყოფილი სათავსი.
15. დასაწები მასალების ზედაპირებზე წებოს დადება უნდა იყოს მექანიზებული. წვრილი დეტალების წებვა სინთეზური წებოებით უნდა ჩატარდეს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციით აღჭურვილ სათავსებში.
16. დაწებებული ფანერა უნდა ექვემდებარებოდეს დაყოვნებას 24 საათის განმავლობაში სპეციალურად გამოყოფილ მექანიკური ვენტილაციით აღჭურვილ მოედნებზე.
17. ფიქსირებული მტვერ-აირ გამომყოფი ადგილები (მერქნისაგან დამზადებული ნაკეთობების მექანიკური დამუშავება, ფანერის დაწნეხვა, ხეხვა, ჭრა, შეღებვა და სხვ.) უნდა იყოს დახურული, ხოლო სახურავქვეშ მოწყობილი უნდა იყოს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია.
18. რადიოსიხშირის ელექტრომაგნიტური ველის მაგენერირებელ დანადგარებთან მუშაობისას საჭიროა მათი ზეგავლენისაგან მომუშავეთა დაცვის ღონისძიებების გატარება
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 18. ფანერის წარმოება
მთავარი მონაცემები
- ვადა 24 საათის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. ბეტონის, რკინაბეტონის ნაკეთობების და კონსტრუქციების წარმოება
- მუხლი 13. აგურის და კრამიტის წარმოება
- მუხლი 14. აზბესტცემენტის ნაკეთობების და თაბაშირის ფილების წარმოება
- მუხლი 15. ფაიფურის, ქაშანურის და მაიოლიკის ნაკეთობათა წარმოება
- მუხლი 16. მინისა და მინის ნაკეთობათა წარმოება
- მუხლი 17. ხის გადამამუშავებელი საწარმოები
- მუხლი 19. მერქანბურბუშელას ფილების წარმოება
- მუხლი 20. რბილი სახურავის საფარის და მასტიკის წარმოება
- მუხლი 21. ასფალტბეტონის წარმოება
- მუხლი 22. საშენი მასალების და ნაკეთობების წარმოება პოლიმერული ნედლეულისგან
- მუხლი 23. მოთხოვნები ძირითადი სამუშაო ადგილებისადმი და რეკომენდაციები შრომის პროცესებზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 18, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-18/