1. აგურის და კრამიტის ქარხნებში, ტექნოლოგიისაგან დამოუკიდებლად, ყველა საწარმოო პროცესი უნდა იყოს მექანიზებული ან ავტომატიზებული. მათ შორის:
ა) ტრანსპორტით მოტანილი ნედლეულის საწყობებში გადმოტვირთვა და მიმღებ ბუნკერებში ჩატვირთვა;
ბ) სამსხვრევი მანქანების, სველი და მშრალი დაფქვის რბიების, თიხასარევების დატვირთვა, დამამჭლევებელი და ამოწვის დანამატის მომზადება, ნაკეთობების დაყალიბება და წნეხვა;
გ) კოშკურ გამფრქვევ საშრობში შლიკერის მიწოდება;
დ) ვაგონეტებზე დატვირთვა, საშრობ და გამწოვ ღუმელებში მიწოდება და გადმოტვირთვა, დაპაკეტება;
ე) გაცვეთილი ამონაგების მოცილება და ცეცხლგამძლე მასალის მიწოდება კონუსური ბოვის, მბრუნავი საშრობი დოლების, შრობის და გამოწვის ღუმელების რემონტის დროს;
ვ) თიხასარევის ზედაპირიდან სუსპენზიის (შლამის) სინჯების აღება.
2. ორთქლშემთბობით მომუშავე თიხასარევები საჭიროა დაიფაროს გამწოვი ვენტილაციით აღჭურვილი გარსაცმით.
3. ხელოვნური საშრობები უნდა მუშაობდეს მხოლოდ გარე ჰაერზე და გაიშვიათების ქვეშ.
4. ხელოვნური საშრობების სათავსებში (დერეფნებში) მოწყობილი უნდა იყოს ფრამუგები, გათვალისწინებულ იქნეს მომდენ-გამწოვი ვენტილაცია, ხოლო კარის ღიობებში, გამოწვის ღუმელის მხარეს, დაყენებულ უნდა იქნეს სითბური ფარდები.
5. კამერების კარები უნდა იკეტებოდეს ჰერმეტულად.
6. გვირაბისებრ საშრობებში მუშის დაშვება შესაძლებელია მიმყვანი არხების (ფარსაკეტების) სრული დაკეტვისას, ამასთან შრომის რეჟიმი უნდა შეესაბამებოდეს დანართ 1-ში მითითებულ მოთხოვნებს.
7. გამოწვა უნდა ხორციელდებოდეს გვირაბისებრ ან მის ანალოგიურ ღუმელებში.
8. წარმოების ქიმიური ნარჩენების კაზმში დამატებისას საჭიროა ქიმიური ნივთიერებების გამოყოფის შესაბამისად გათვალისწინებულ იქნეს ვენტილაცია
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 13. აგურის და კრამიტის წარმოება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. შრომის პირობების გამაჯანსაღებელი ღონისძიებები
- მუხლი 8. მამდიდრებელი და სამსხვრევ–სახარისხებელი პროცესები
- მუხლი 9. ბუნებრივი და ხელოვნური მსუბუქი შემვსებების (კერამზიტი, აგლოპორიტი, აფუებული ვერმიკულიტი და პერლიტი, შუნგიზიტი, პემზა, ვულკანური წიდა და სხვ.) წარმოება
- მუხლი 10. ხელოვნური მინერალური ბოჭკოს (მინერალური ბამბის, ბოჭკოვანი მინის, მინის ბამბის, ბაზალტის, სილიციუმშემცველი და სხვა ბოჭკოების და მათგან დამზადებულ ნაკეთობათა) წარმოება
- მუხლი 11. შემკვრელი მასალების (ცემენტი, თაბაშირი, ალებასტრი, კირი, გაჯი და სხვ.) წარმოება
- მუხლი 12. ბეტონის, რკინაბეტონის ნაკეთობების და კონსტრუქციების წარმოება
- მუხლი 14. აზბესტცემენტის ნაკეთობების და თაბაშირის ფილების წარმოება
- მუხლი 15. ფაიფურის, ქაშანურის და მაიოლიკის ნაკეთობათა წარმოება
- მუხლი 16. მინისა და მინის ნაკეთობათა წარმოება
- მუხლი 17. ხის გადამამუშავებელი საწარმოები
- მუხლი 18. ფანერის წარმოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 13, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-13/