1. მსუბუქი ტიპის შენობებსა და ფარდულებში დაიშვება ცხავების, სამსხვრევი მოწყობილობების, აგლომერაციული მანქანების, საშრობი დოლების, წისქვილების, მბრუნავი ღუმელების განლაგება. ნედლეულის მომზადების განყოფილება, შლამის აუზები, სათქვეფელები უნდა განლაგდეს იზოლირებულ სათავსებში, რომლებიც აღჭურვილია გათბობის სისტემითა და შემწოვ-გამწოვი ვენტილაციით.
2. საწარმოო მოწყობილობის მართვის პულტები უნდა განთავსდეს შენობებში ან კაბინებში, სადაც არის გათბობა.
3. ვულკანური წიდის, პერლიტის, შუნგიზიტის და სხვა ნედლეული მასალების პირველადი მსხვრევა უნდა წარმოებდეს მათი მოპოვების კარიერებში.
4. ზედმიწევნით უნდა შემჭიდროვდეს მბრუნავი ღუმელის კორპუსი სათავისების გამოსვლის და ღუმელსგარეთა თბოგადაცემის ადგილებში, განმტვირთავი მილყელის, განმტვირთავი გარსაცმის ან მკვებავი სადინარები წისქვილთან ერთად; მაცივრების ჩამტვირთავი და განმტვირთავი სადინარები, ჩამტვირთავ-განმტვირთავ კაბინებიანი საშრობი დოლების კორპუსის ჩამტვირთავი სადინარები, დოლურა ცხავის შემაერთებელი გარსაცმები ან ხრეშმახარისხებლები სადინარებით და ბუნკერებით.
5. მბრუნავი ღუმელების, საშრობი დოლების, წისქვილების, მტვერსალექი კამერების, მაცივრების, პერლიტის ასაფუებელი ვერტიკალური ღუმელების რემონტის ან შიგა დათვალიერების ჩატარებისას აგრეგატის შიგნით ჰაერის ტემპერატურა დაიშვება 33ºC-მდე.
6. მაღალი ტემპერატურის ზონებში და 140 ვტ/მ2-ზე მეტი ინტენსივობის სითბური გამოსხივებისას ერთჯერადი უწყვეტი მუშაობის დასაშვები ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს დანართი 1-ის შესაბამისად.
7. აგლომერაციული მანქანების პირველადი სამსხვრეველები უნდა იყოს დახურული, მანქანის და სამსხვრეველას გარსაცმს შორის შესახსრება უნდა იყოს შემჭიდროევბული, ხოლო სამსხვრეველას გადასახურავის ქვეშ მოწყობილი უნდა იყოს გამწოვი, ჰაერის გასაწმენდად. ნაქერქის მსხვრევის უბანზე გათვალისწინებული უნდა იყოს მისი დატენიანება.
8. მტვრის გამოყოფასთან დაკავშირებული ადგილები (ცხავები, სამსხვრეველები, საშრობი და მბრუნავი ღუმელები, მაცივრები, მტვრის კამერები და სხვ.) გულმოდგინედ უნდა იყოს დაფარული გარსაცმით, რომელიც მიერთებულია ჰაერის ფაქიზი გაწმენდის აპარატურით აღჭურვილ ასპირაციულ სისტემასთან.
9. გამომწველების სამუშაო ადგილებზე მოწყობილი უნდა იყოს ჰაეროვანი შხაპის დანადგარები.
10. მოწყობილობების ექსპლუატაციის და რემონტის დროს მექანიზებული უნდა იყოს შემდეგი ოპერაციები:
ა) სამსხვრეველების გამოსასვლელი ხვრელების სიგანის რეგულირება;
ბ) მტვერსალექარი კამერებიდან მტვრის და მავნე ნივთიერებების მოცილება; სამსხვრევ-სახარისხებელ და საფქვავ აგრეგატებთან, მაცივრებთან, აგლომერაციულ მანქანებთან, ასაფუებელ (ვერტიკალურ) ღუმელებთან და ტომრებში შეფუთვის უბნებში დაყრილი (დაბნეული) ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების და მზა მასალების მოცილება;
გ) გაცვეთილი ამონაგის მოცილება და ცეცხლგამძლე მასალების მოტანა, საშრობი დოლების, მბრუნავი და სხვა ღუმელების, ვაკუუმ-კამერების და აგლომერაციული მანქანების ამნთები ქურების, წისქვილების რემონტის დროს;
დ) თიხის სათქვეფელას ზედაპირიდან სუსპენზიის (შლამის) სინჯების აღება;
ე) საწარმოო სათავსებში ფხვნილისებრი და ნატეხისებრი მასალების აწმენდა